სიახლეები
უახლესი თაობის მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფი - Siemens MAGNETOM Vida 3T - ბოჭორიშვილის კლინიკაში
უახლესი თაობის მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფი - Siemens MAGNETOM Vida 3T - ბოჭორიშვილის კლინიკაში
ბოჭორიშვილის კლინიკაში თანამედროვე დიაგნოსტიკური შესაძლებლობები კიდევ უფრო გაფართოვდა. კლინიკაში დაინსტალირდა გერმანული პრემიუმ კლასის Siemens MAGNETOM Vida 3T მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფი, რომელიც აერთიანებს ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებულ ტექნოლოგიებსა და მაღალი ხარისხის ვიზუალიზაციას.
რა უპირატესობები აქვს MAGNETOM Vida 3T-ს ?
3 ტესლა (3T) სიმძლავრის მაგნიტური ველი უზრუნველყოფს უმაღლესი ხარისხის გამოსახულებას, ხოლო BioMatrix ტექნოლოგია კვლევას არგებს თითოეული პაციენტის ინდივიდუალურ ანატომიასა და ფიზიოლოგიურ თავისებურებებს.
MAGNETOM Vida 3T-ს დამატებითი ინოვაციური მახასიათებლები:
- Compressed Sensing - აუმჯობესებს გამოსახულების ხარისხს;
- Deep Resolve - გამოსახულების აღდგენის ტექნოლოგია;
- Turbo Suite - აერთიანებს აჩქარების ტექნოლოგიებს;
- TimTX TrueForm - ამცირებს არტეფაქტებს.
ხელს უწყობს კვლევის დროის შემცირებას 70%-მდე, გამოსახულების ხარისხის გაუმჯობესებასა და დიაგნოსტიკური სიზუსტის გაზრდას.
როგორ უზრუნველყოფს MAGNETOM Vida 3T პაციენტის კომფორტს?
პაციენტის კომფორტისთვის MAGNETOM Vida 3T აღჭურვილია:
- 70 სმ-იანი ფართო გვირაბით - ამცირებს დახურული სივრცით გამოწვეულ დისკომფორტს;
- ინტეგრირებული ვიდეოეკრანით - საშუალებას აძლევს პაციენტს კვლევის პროცესში უყუროს სასურველ ვიდეოს;
- ორთოპედიულ მატრასს - ერგება სხეულის ფორმას და ამცირებს ხანგრძლივი წოლისას გამოწვეულ დისკომფორტს.
ეს დამატებითი უპირატესობები კვლევის პროცესს უფრო კომფორტულს ხდის, მათ შორის ბავშვებისთვის, კლაუსტროფობიის მქონე და ჭარბწონიანი პაციენტებისთვის.
რომელ კლინიკურ მიმართულებებში გამოიყენება Siemens MAGNETOM Vida 3T?
მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია ფართოდ გამოიყენება სხვადასხვა დაავადებების დიაგნოსტიკისთვის.
მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის ძირითადი კლინიკური გამოყენების სფეროებია:
თავისა და ზურგის ტვინის დაავადებების, სიმსივნური წარმონაქმნებისა და სისხლძარღვოვანი ცვლილებების შეფასება.
- საყრდენ-მამოძრავებელი სისტემა
ხერხემლის, სახსრების, იოგებისა და კუნთოვანი ქსოვილების დეტალური კვლევა.
- მუცლის ღრუსა და მცირე მენჯის ორგანოები
შინაგანი ორგანოების სტრუქტურული ცვლილებებისა და პათოლოგიური პროცესების შეფასება.
- გულ-სისხლძარღვთა სისტემა
გულისა და სისხლძარღვების სტრუქტურისა და ფუნქციის შეფასება.
- ონკოლოგია
სიმსივნური პროცესების გამოვლენა, გავრცელების შეფასება და მკურნალობის მონიტორინგი.
Siemens MAGNETOM Vida 3T-ის დანერგვა ბოჭორიშვილის კლინიკაში აფართოებს მაღალი სიზუსტის დიაგნოსტიკის შესაძლებლობებს. ულტრათანამედროვე მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფი უზრუნველყოფს სწრაფ და პაციენტზე ორიენტირებულ MRI კვლევებს.
ქართული
English
Русский