სერვისები
ტრავმატოლოგია/ორთოპედია
ჩვენი ცენტრი სპეციალიზებულია სახსრებისა და ძვლოვანი სისტემის დაავადებებისა დიაგნოსტიკასა და მკურნალობაში, რაც მოიცავს როგორც ამბულატორიულ, ასევე ოპერაციულ და გადაუდებელ ქირურგიულ დახმარებას 24/7-ზე.
ჩვენი გუნდი იყენებს უახლეს ტექნოლოგიებს, მინიმალურად ინვაზიურ მეთოდებს და ინდივიდუალურად მორგებულ მიდგომებს — თქვენი ჯანმრთელობის და მოძრაობის თავისუფლების აღსადგენად.
✅ სერვისები
💉 ამბულატორიული ინექციური თერაპია (ოპერაციის გარეშე)
სახსრის ტკივილის ეფექტური მართვა ერთჯერადი ან კურსული მკურნალობით:
- ორთოპედ - ტრავმატოლოგის კონსულტაცია;
- PRP თერაპია – თქვენი სისხლისგან მიღებული პლაზმით სახსრის რეგენერაცია და ანთების შემცირება;
- ჰიალურონის მჟავის ინექცია – სახსრის „საპოხის“ შევსება მოძრაობის გაუმჯობესებისთვის;
- კომბინირებული ინექცია (PRP + HA) – გაძლიერებული მოქმედება;
- კორტიკოსტეროიდის ინექცია- სინოვიტის და ართრიტის დროს;
📍 პროცედურები ტარდება ამბულატორიულად — იმავე დღეს ბრუნდებით სახლში
⚙️ ენდოპროთეზირება – სახსრის ჩანაცვლება
- მუხლის სახსრის სრული ჩანაცვლება
- მენჯ-ბარძაყის სახსრის ჩანაცვლება Dual mobility, E-vitamin, Ceramic,
- რევიზიული, მეორადი ჩანაცვლება სრული და ნაწილობრივი.
- მაკორეგირებელი ოსტეოტომიებია (შეძენილი ან ტანდაყოლილი ძვლოვანი დეფორმაციების გასწორება)
🛠️ ტრავმატოლოგიური ქირურგია – 24/7 გადაუდებელი დახმარება
ძვლების მოტეხილობები და ტრავმული დაზიანებები
- კეროვანი ოსტეოსინთეზი – ფირფიტით და ჭანჭიკებით
- ინტრამედულარული ფიქსაცია – ღეროვანი ოსტეოსინთეზი
- გარეგანი ფიქსაცია – ღია მოტეხილობების შემთხვევაში
- MIPO ტექნიკა – მცირე ჭრილებით შესრულებული ფიქსაცია
- არასწორად შეხორცებული მოტეხილობების კორექცია
- Vac-ვაკუმ თერაპია ინფიცირებული ჭრილობებისთვის.
📞 ტრავმების მართვა სრულად ფუნქციონირებს დღის ნებისმიერ მონაკვეთში
💬 რატომ გვირჩევენ?
✅ კომპლექსური მომსახურება ერთი სივრცეში
✅ მაღალი დონის ქირურგიული გუნდი
✅ ინდივიდუალური მიდგომა თითოეულ პაციენტთან
✅ სანდოობა, გამოცდილება და შედეგზე ორიენტაცია
ქართული
English
Русский
