ბავშვთა კარდიო-რევმატოლოგია ბოჭორიშვილის კლინიკაში
ბოჭორიშვილის კლინიკა გთავაზობთ სრულ კარდიო-რევმატოლოგიურ მომსახურებას
0-დან 18 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის. ჩვენი პედიატრიული დისციპლინა მოიცავს გულ-სისხლძარღვთა, ძვალ-სახსართა სისტემების და შემაერთებელი ქსოვილის ნორმების, პათოლოგიების, პროფილაქტიკისა და მკურნალობის შესწავლას.
ჩვენი სერვისები მოიცავს:
- მაღალკვალიფიციური კონსულტაცია: ბავშვთა კარდიო-რევმატოლოგის კონსულტაცია უახლესი სამედიცინო მიღწევების გათვალისწინებით.
- არაინვაზიური ინსტრუმენტული კვლევები:
- ელექტროკარდიოგრაფია (ეკგ)
- გულისა და სახსრების ულტრაბგერითი კვლევა
- ციფრული რენტგენოდიაგნოსტიკა
- კომპიუტერული ტომოგრაფია (კტ)
- მულტიპროფილური ლაბორატორიული კვლევები: უახლესი თაობის ტექნიკითა და ტექნოლოგიებით ჩატარებული ლაბორატორიული ანალიზები, ხარისხის საერთაშორისო სტანდარტების სრული დაცვით, რაც უზრუნველყოფს კვლევის უზუსტეს შედეგებს.
ბოჭორიშვილის კლინიკა აღჭურვილია უახლესი აპარატურით, რათა უზრუნველყოს ბავშვთა გულ-სისხლძარღვთა, ძვალ-სახსართა და შემაერთებელი ქსოვილის დაავადებების ზუსტი დიაგნოსტიკა და ეფექტური მკურნალობა.