გინეკოლოგია არის მედიცინის დარგი, რომელიც სწავლობს ქალის ორგანიზმის ანატომიურ-ფიზიოლოგიურ თავისებურებებს, მათ დარღვევებს, დაავადებებს და მკურნალობის მეთოდებს. ჩვენი კლინიკა ფოკუსირებულია ქალის რეპროდუქციული სისტემის ჯანმრთელობის დაცვაზე, დაავადებების პრევენციასა და მკურნალობაზე.
ჩვენ გთავაზობთ როგორც ამბულატორიულ, ასევე სტაციონარულ მომსახურებას. ქალის რეპროდუქციული სისტემის დაავადებების დიაგნოსტიკა და მკურნალობა ხდება ერთ სივრცეში, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად და მოქმედებს როგორც კერძო, ისე საყოველთაო დაზღვევა.
რას მოიცავს ამბულატორიული გინეკოლოგია?
ამბულატორიული გინეკოლოგია მოიცავს არაქირურგიულ-კონსერვატიულ მკურნალობას:
- რეპროდუქციული სისტემის პათოლოგიების დიაგნოსტიკა და პროფილაქტიკა;
- ჰორმონალური დისბალანსის მართვა და მენსტრუალური ციკლის რეგულაცია;
- საკვერცხეების პოლიკისტოზი;
- იშვიათი მენსტრუაცია;
- ჭარბი ან გახანგრძლივებული მენსტრუაცია;
- კონტრაცეპციის შერჩევა და რეპროდუქციული ჯანმრთელობის მართვა;
- საშვილოსნოსშიდა კონტრაცეპტივის (სპირალის) ჩადგმა და ამოღება;
- მენოპაუზის პერიოდის მართვა და ჩანაცვლებითი თერაპია;
- ინდივიდუალურად მორგებული სამკურნალო გეგმები პაციენტის ასაკისა და მდგომარეობის მიხედვით.
ასეთი მეთოდით მკურნალობენ შემდეგ დაავადებებს:
- ენდომეტრიოზი და ადენომიოზი;
- პოლიცისტოზური საკვერცხის სინდრომი;
- პათოლოგიური სისხლდენები სასქესო სისტემიდან;
- მცირე მენჯის ღრუს ანთებითი პროცესები;
- ამენორეა (მენსტრუაციის არარსებობა);
- ჰირსუტიზმი (ჭარბთმიანობა);
- მენოპაუზასთან დაკავშირებული დარღვევები;
- სასქესო ორგანოების კეთილთვისებიანი დაავადებები (კისტები, მიომები, პოლიპები);
- სასქესო ორგანოების პროლაფსი და შარდის შეუკავებლობა;
- მშობიარობის, საკეისრო კვეთის და აბორტის შემდგომი ანთებითი გართულებები.
რომელი დიაგნოსტიკური კვლევები ტარდება ბოჭორიშვილის კლინიკაში?
- კოლპოსკოპია - საშვილოსნოს ყელის დეტალური ვიზუალიზაცია;
- PAP-ტესტი - საშვილოსნოს ყელის ციტოლოგიური სკრინინგი;
- სქესობრივად გადამდები ინფექციების დიაგნოსტიკა;
- ტრანსვაგინალური და ტრანსაბდომინალური ექოსკოპია (ულტრაბგერითი კვლევები);
- კომპიუტერული ტომოგრაფია.
როგორ ხდება ქირურგიული მკურნალობა?
კლინიკა აღჭურვილია თანამედროვე სამედიცინო ტექნოლოგიებით, რაც საშუალებას გვაძლევს:
- სწრაფად და ზუსტად განვსაზღვროთ დიაგნოზი;
- მივიღოთ გადაწყვეტილება მკურნალობის კონსერვატიულ ან ქირურგიულ მეთოდებზე;
- უზრუნველვყოთ ყველა საჭირო პროცესი ერთ სივრცეში - დიაგნოსტიკიდან მკურნალობამდე.
ქირურგიული ჩარევის აუცილებლობა არსებობს, როდესაც:
- კონსერვატიული მკურნალობა არაეფექტიანია;
- დიაგნოზის დასაზუსტებლად საჭიროა მორფოლოგიური კვლევა;
- კეთილთვისებიანი ან საეჭვო წარმონაქმნი პროგრესირებს;
- ჩივილები მნიშვნელოვნად ამცირებს პაციენტის ცხოვრების ხარისხს.
რა სახის ოპერაციებს ვატარებთ?
ლაპაროსკოპიული ოპერაციები - მცირე ჭრილობით ჩატარებული ოპერაციები
- საკვერცხის კისტების მოცილება;
- მიომექტომია (საშვილოსნოს მიომების ამოკვეთა);
- ენდომეტრიოზის კერების მოცილება;
- მილების გადაკეტვა (ქირურგიული სტერილიზაცია);
- გარე ორსულობის დროს მილის ამოკვეთა და შემანარჩუნებელი ოპერაცია;
- მილების გამტარიანობის შემოწმება (ქრომოპერტუბაცია);
- პიოსალპინქსი,ჰიდროსალპინქსი(მილების ანთებითი წარმონაქმნები);
- ჰისტერექტომია(საშვილოსნოს ამოკვეთა);
- საკვერცხეების და მილების ამოკვეთა.
ჰისტეროსკოპია - საშვილოსნოს ღრუს ენდოსკოპიური გამოკვლევა და მკურნალობა
- პოლიპების ამოღება;
- საშვილოსნოს ღრუს პათოლოგიური კორექცია;
- უცხო სხეულის (სპირალის) მოცილება;
- შეწყვეტილი ორსულობის ან სპონტანური აბორტის მართვა;
- პათოლოგიური სისხლდენის შეჩერება
- მიომექტომია.
ღია ოპერაციები
- ჰისტერექტომია (საშვილოსნოს ამპუტაცია);
- მიომექტომია;
- ჩირქოვანი ქირურგია – მცირე მენჯის ღრუს ჩირქოვან-სეპტიური გართულებები, ტუბოოვარიული აბსცესი, პერიტონიტი.
ვაგინალური მიდგომა
- სასქესო ორგანოების პროლაფსი;
- შარდის შეუკავებლობის ქირურგიული მკურნალობა.
რა უპირატესობებით გამოირჩევა ვახტანგ ბოჭორიშვილის კლინიკა?
ჩვენი გინეკოლოგიური განყოფილება გამოირჩევა თანამედროვე ინფრასტრუქტურითა და სრულად აღჭურვილი საოპერაციო ბლოკით, რომელიც უზრუნველყოფს როგორც სტანდარტული, ისე რთული ოპერაციების მაქსიმალური სიზუსტით ჩატარებას.
მკურნალობის პროცესში ვიყენებთ ნაკლებად ტრამვულ, თანამედროვე ტექნოლოგიებს, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს რეაბილიტაციის პერიოდს და ზრდის წარმატებული შედეგის ალბათობას.
გარდა ოპერაციული სერვისებისა, კლინიკა უზრუნველყოფს პოსტოპერაციულ მეთვალყურეობას და რეაბილიტაციას ერთ სივრცეში, რაც პაციენტს საიმედო და კომფორტულ გარემოს უქმნის. ექიმები ითვალისწინებენ პაციენტის ასაკს, ჯანმრთელობის მდგომარეობას, რეპროდუქციულ გეგმებსა და პირად საჭიროებებს, რათა შემუშავდეს ოპტიმალური და უსაფრთხო სამკურნალო სტრატეგია.