სერვისები
დერმატოლოგია
დერმატოლოგია

ბოჭორიშვილის კლინიკა გთავაზობთ მაღალკვალიფიციურ დერმატოლოგიურ მომსახურებას. ჩვენთან შეგიძლიათ ჩაიტაროთ კანის, თმისა და ფრჩხილის ნებისმიერი სირთულის დაავადების დიაგნოსტიკა და მიიღოთ თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი მკურნალობა.

კანის ინფექციური დაავადებები

ჩვენს კლინიკაში ხორციელდება სხვადასხვა ეტიოლოგიის ინფექციური პროცესების მართვა:

  • სოკოვანი ინფექციები: დერმატოფიტოზები და სხვა;
  • ბაქტერიული ინფექციები: იმპეტიგო და სხვა;
  • ვირუსული ინფექციები: ჰერპეს-ვირუსული ინფექციები, პაპილომა ვირუსული და სხვა;
  • პარაზიტული დაავადებები: მუნი და სხვა.

ანთებითი და ალერგიული დერმატოზები

პაციენტებს ვთავაზობთ ქრონიკული და მწვავე ანთებითი პროცესების კომპლექსურ მკურნალობას:

  • აკნე;
  • სებორეული დერმატიტი;
  • ვარდისფერი აკნე (როზაცეა);
  • ალერგიული კონტაქტური დერმატიტი;
  • ატოპიური დერმატიტი;
  • ურტიკარია და სხვა.

აუტოიმუნური და ბულოზური დაავადებები

რთული სისტემური დაავადებების მართვა მოიცავს:

  • აუტოიმუნური: ფსორიაზი, ვიტილიგო, სისტემური წითელი მგლურა, ბრტყელი ლიქენი და სხვა;
  • ბულოზური: ბულოზური პემფიგოიდი, პემფიგუსი და სხვა.

თმისა და ფრჩხილის დაავადებები

  • ფრჩხილის დაავადებები: ონიქომიკოზი (ფრჩხილის სოკოვანი დაავადება), ონიქოდისტროფიები და სხვა;
  • თმის დაავადებები: ბუდობრივი ალოპეცია, ტელოგენური ალოპეცია, ანდროგენეტიკური ალოპეცია და სხვა.

პიგმენტაციური დარღვევები

ჩვენთან ტარდება პიგმენტური ლაქების დიაგნოსტიკა და მკურნალობა: მელაზმა, ვიტილიგო, ანთების შემდგომი ჰიპერპიგმენტაცია და სხვა.

კანის წარმონაქმნები და ონკოდერმატოლოგია

განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა კანის წარმონაქმნების დიფერენციალურ დიაგნოსტიკას:

  • კეთილთვისებიანი წარმონაქმნები: ნევუსი (ხალი), ფიბრომა, პაპილომა, სებორეული კერატოზი, მეჭეჭი და სხვა;
  • პრეკანცერული და ავთვისებიანი მდგომარეობები: აქტინური კერატოზი, ბაზალურუჯრედოვანი კარცინომა, ბრტყელუჯრედოვანი კარცინომა, მელანომა.

კანის კრიოთერაპია

კრიოთერაპია - კანის კეთილთვისებიანი წარმონაქმნების მოცილების ერთ-ერთი ეფექტური მეთოდია, რომელიც ხორციელდება თხევადი აზოტის გამოყენებით.

პროცედურის დროს ძალიან დაბალი ტემპერატურის ზემოქმედებით ხდება დაზიანებული ქსოვილის მოყინვა და წარმონაქმნი ნელ-ნელა სცილდება კანს. კრიოთერაპია ფართოდ გამოიყენება ისეთი წარმონაქმნების სამკურნალოდ, როგორიცაა მეჭეჭები, სებორეული კერატოზი და სხვა. მეთოდი არის მინიმალურად ინვაზიური და გამოირჩევა მაღალი ეფექტურობით.

საკონტაქტო ინფორმაცია:
📍 მისამართი: თბილისი, ალ. ყაზბეგის გამზირი #16
📞 ტელეფონი: 032 2 312 112 ან 577 22 21 12