გადასვლა ძირითად შიგთავსზე

მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია

magnitur-rezonansuli-tomografia-bochorishvilis-klinikashi-tbilisshi

აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის კლინიკაში მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია ტარდება Siemens MAGNETOM Vida 3T აპარატით. თანამედროვე ტექნოლოგიები და პაციენტის კომფორტზე მორგებული გარემო ქმნის პირობებს ორგანოებისა და ქსოვილების დეტალური შეფასებისთვის.

რა არის მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია?

მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია, იგივე მრტ ან MRI, დიაგნოსტიკური კვლევაა, რომელიც ძლიერი მაგნიტური ველისა და რადიოტალღების დახმარებით სხეულის შინაგანი სტრუქტურების დეტალურ გამოსახულებას ქმნის. კვლევა არ იყენებს მაიონებელ გამოსხივებას.

მრტ ექიმს ეხმარება დაავადებების გამოვლენაში, დიაგნოზის დაზუსტებაში, მკურნალობის დაგეგმვასა და მისი შედეგების შეფასებაში. კვლევის საჭიროებასა და გამოსაკვლევ უბანს ექიმი განსაზღვრავს.

აპარატურა - Siemens MAGNETOM Vida 3T

ჩვენს განყოფილებაში დამონტაჟებულია Siemens Healthineers-ის მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფი - MAGNETOM Vida 3T, რომელიც აერთიანებს მაღალი გარჩევადობის ვიზუალიზაციასა და კვლევის დაჩქარების ტექნოლოგიებს.

ვიდეო განთავსებულია YouTube-ზე. აქ სანახავად ქუქი-ფაილების პარამეტრებში ჩართეთ „გარე შიგთავსი“.ნახეთ YouTube-ზე

აპარატის ძირითადი მახასიათებლებია:

  • 3 ტესლა მაგნიტური ველი - ორგანოებისა და ქსოვილების დეტალური გამოსახულების მისაღებად.
  • Deep Resolve - ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული გამოსახულების რეკონსტრუქციის ტექნოლოგია, რომელიც ხელს უწყობს გამოსახულების ხარისხის გაუმჯობესებასა და სკანირების დროის შემცირებას.
  • BioMatrix ტექნოლოგია - კვლევის პაციენტის ინდივიდუალურ თავისებურებებზე მორგებისთვის.
  • 70 სმ დიამეტრის ფართო გვირაბი - პაციენტის უფრო კომფორტული მოთავსებისთვის.
  • ინტეგრირებული ვიდეოეკრანი და ორთოპედიული მატრასი - კვლევისას დამატებითი კომფორტისთვის.

კვლევის ხანგრძლივობა დამოკიდებულია გამოსაკვლევ უბანზე, შერჩეულ პროტოკოლსა და კონტრასტული ნივთიერების გამოყენების საჭიროებაზე.

რისთვის გამოიყენება მრტ კვლევა?

მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია გამოიყენება:

  1. თავის ტვინისა და ნერვული სისტემის მდგომარეობის შესაფასებლად;
  2. ხერხემლისა და ზურგის ტვინის გამოსაკვლევად;
  3. სახსრების, იოგების, მყესებისა და კუნთების დაზიანებების შესაფასებლად;
  4. მუცლის ღრუსა და მცირე მენჯის ორგანოების გამოსაკვლევად;
  5. სიმსივნური წარმონაქმნების, მათი გავრცელებისა და მკურნალობაზე პასუხის შესაფასებლად;
  6. შესაბამისი პროტოკოლით - სისხლძარღვების გამოსაკვლევად.

კლინიკაში ხელმისაწვდომი მრტ კვლევები:

  • თავის მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია
  • თავის მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია ანგიორეჟიმით
  • კისრის მალების მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია
  • გულმკერდის მალების მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია 
  • წელის მალების მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია 
  • ხერხემლის სვეტის მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია 
  • გავა-თეძოსა და მენჯ-ბარძაყის სახსრების მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია 
  • ბარძაყის მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია 
  • მუხლის სახსრის მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია 
  • წვივის მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია 
  • კოჭ-წვივის სახსრის მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია 
  • ტერფის  მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია 
  • მხრის სახსრის მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია
  • ხელის (მხრის)  მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია
  • იდაყვის სახსრის  მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია 
  • წინამხრის  მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია 
  • მაჯის სახსრისა და მტევნის მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია 
  • შუასაყრის მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია 
  • მუცლის ღრუს ზედა ნაწილის მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია 
  • მუცლის ღრუს ქვედა ნაწილის (მცირე მენჯის) მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია 
  • მუცლის ღრუსა და მცირე მენჯის მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია 
  • რბილი ქსოვილების მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია 
  • სარძევე ჯირკვლების მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია 
  • ჰიპოფიზის და თურქული კეხის მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია 
  • პერიფერიული ნერვების მაგნიტურ-რეზონანსული MR ნეიროგრაფია 
  • ნაყოფის მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია 
  • მთლიანი სხეულის მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია 
  • გულის მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია

როგორ მიმდინარეობს კვლევა?

კვლევის დაწყებამდე პერსონალი გაეცნობა თქვენს სამედიცინო ისტორიას და შეამოწმებს მრტ-სთან დაკავშირებულ უსაფრთხოების საკითხებს. შემდეგ მოთავსდებით აპარატის მოძრავ მაგიდაზე.

სკანირებისას მნიშვნელოვანია უმოძრაოდ ყოფნა და პერსონალის მითითებების შესრულება. აპარატის მუშაობას თან ახლავს ხმაური, რომლის შესამცირებლად გამოიყენება ყურსაცობები ან დამცავი ყურსასმენები. პერსონალთან კომუნიკაცია შესაძლებელია კვლევის მიმდინარეობისას.

ზოგიერთ შემთხვევაში საჭიროა ვენაში კონტრასტული ნივთიერების შეყვანა, რათა გარკვეული ქსოვილები და ცვლილებები უკეთ გამოჩნდეს. კონტრასტის საჭიროებას ექიმი განსაზღვრავს.

როგორ მოვემზადოთ მრტ კვლევისთვის?

კვლევის დაგეგმვისას აუცილებლად აცნობეთ პერსონალს, თუ:

  • გაქვთ კარდიოსტიმულატორი, სხვა ელექტრონული მოწყობილობა, იმპლანტი ან სხეულში მეტალის ფრაგმენტი;
  • ხართ ორსულად ან არსებობს ორსულობის ალბათობა;
  • გაქვთ თირკმლის დაავადება ან ადრე გქონდათ რეაქცია მრტ კონტრასტულ ნივთიერებაზე;
  • გაწუხებთ დახურული სივრცის შიში ან გიჭირთ უმოძრაოდ წოლა.

იმპლანტის არსებობის შემთხვევაში თან იქონიეთ მისი დოკუმენტაცია - კვლევის ჩატარების შესაძლებლობა დამოკიდებულია მოწყობილობის ტიპსა და მრტ-სთან თავსებადობაზე.

თან იქონიეთ ექიმის მიმართვა, თუ გაქვთ, და წინა კვლევების პასუხები თუ გამოსახულებები. კვებისა და სითხის მიღების წესები კონკრეტული კვლევის მიხედვით განსხვავდება; მომზადების ინსტრუქცია წინასწარ დააზუსტეთ. კონტრასტული კვლევის დაგეგმვისას შესაძლოა საჭირო გახდეს თირკმლის ფუნქციის შეფასებაც.

კვლევამდე უნდა მოიხსნათ მეტალის აქსესუარები და პერსონალის მითითებით დატოვოთ ელექტრონული ნივთები კვლევის ოთახის გარეთ.

კვლევის პასუხი

მიღებულ გამოსახულებებს აფასებს ექიმი-რადიოლოგი და ამზადებს დასკვნას. შედეგები მკურნალმა ექიმმა უნდა განიხილოს თქვენს ჩივილებსა და სხვა სამედიცინო მონაცემებთან ერთად.

დასკვნის მომზადების ვადა: 2 სამუშაო დღე.
დასკვნისა და გამოსახულებების მიღების ფორმა: დისკით და QR კოდით.

სამუშაო საათები და ღირებულება

განყოფილების სამუშაო დღეები: ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით.
პაციენტების მიღების საათები: 

  • ორშაბათი - პარასკევი 09:00 - 20:00 სთ;
  • შაბათი - 10:00 - 17:00სთ.

კონკრეტული კვლევის ღირებულების, კონტრასტული ნივთიერების შესაძლო დამატებითი საფასურისა და დაზღვევით მომსახურების პირობების გასაგებად დაუკავშირდით კლინიკას.

დაგეგმეთ მრტ კვლევა

კვლევის შესათანხმებლად და მომზადების შესახებ ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით:

ტელეფონი: 0322 312 112
მისამართი: თბილისი, ალექსანდრე ყაზბეგის გამზირი №16
ელფოსტა: info.bochorishvili@vbc.ge

ბოჭორიშვილის კლინიკა - მეცნიერება თქვენი ჯანმრთელობის სამსახურში.

ბოჭორიშვილის კლინიკაში მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია მიმართულებით სარგებლობა შესაძლებელია წინასწარი ჩაწერით.