სერვისები
ანგიოლოგია/ანგიოქირურგია
ანგიოლოგია/ანგიოქირურგია

სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების დიაგნოსტიკა და მკურნალობა

ბოჭორიშვილის კლინიკა გთავაზობთ ანგიოლოგიურ და ანგიოქირურგიულ მომსახურებას, რომელიც მოიცავს სისხლძარღვთა დაავადებების დიაგნოსტიკას, მკურნალობასა და მართვას. კლინიკის გამოცდილი სპეციალისტების გუნდი და თანამედროვე ტექნოლოგიები უზრუნველყოფს როგორც ამბულატორიულ, ისე სტაციონარულ მომსახურებას.

ამბულატორიული დიაგნოსტიკა და სერვისები

დროული დიაგნოსტიკა სისხლძარღვთა დაავადებების ეფექტური მკურნალობის საფუძველია. დაავადების ადრეულ ეტაპზე გამოვლენა მნიშვნელოვნად ზრდის მკურნალობის ეფექტიანობას და ამცირებს გართულებების განვითარების რისკს

ჩვენი კლინიკა გთავაზობთ:

  1. ანგიოლოგისა და ანგიოქირურგის კონსულტაციას - ინდივიდუალური გასინჯვა, მდგომარეობის შეფასება და მკურნალობის გეგმის შედგენა;
  2. სისხლძარღვთა დუპლექსსკანირებას - სისხლძარღვთა პათოლოგიების პირველადი დიაგნოსტიკა;
  3. სისხლძარღვთა CT ანგიოგრაფია - არტერიული და ვენური პათოლოგიების ზუსტი დიაგნოსტიკა;
  4. საძილე არტერიების პათოლოგიების დიაგნოსტიკასა და შეფასებას - სისხლძარღვების დეტალური კვლევა, შევიწროების ან ათეროსკლეროზული ცვლილებების გამოვლენისთვის;
  5. ვარიკოზული ვენების სკლეროთერაპიას - მინიმალურად ინვაზიური პროცედურა გაფართოებული მცირე და საშუალო ვენების სამკურნალოდ ამბულატორიულ პირობებში;
  6. ვარიკოზული ვენების ლაზერულ აბლაციას - მინიმალურად ინვაზიური პროცედურა ამბულატორიულ პირობებში, პაციენტი კლინიკაში რამდენიმე საათით რჩება მეთვალყურეობის ქვეშ

სტაციონარული ანგიოლოგია და ანგიოქირურგია

კლინიკაში ტარდება როგორც კონსერვატიული, ისე თანამედროვე ენდოვასკულარული და ღია ქირურგიული მკურნალობა, მათ შორის:

  • ღრმა ვენების თრომბოზის კონსერვატიული მკურნალობა - პაციენტის მდგომარეობის შეფასება, მედიკამენტური მკურნალობა და შემდგომი მართვა;
  • საძილე არტერიების სტენოზის (შევიწროების) ქირურგიული მკურნალობა - ღია ან ენდოვასკულარული ჩარევა (სტენტირება) საჭიროებისამებრ
  • კიდურების არტერიების პათოლოგიების ენდოვასკულარული (განაკვეთის გარეშე) მკურნალობა - ანგიოპლასტიკა ან სტენტირება კლინიკური ჩვენების შესაბამისად;
  • კიდურების არტერიების ღია ქირურგიული მკურნალობა.

დაავადებები, რომლებსაც ვმკურნალობთ

ბოჭორიშვილის კლინიკაში ხელმისაწვდომია სისხლძარღვთა შემდეგი დაავადებების სრულყოფილი დიაგნოსტიკა და მკურნალობა:

  • კიდურების ქრონიკული იშემიური დაავადება;
  • კიდურების მწვავე იშემია;
  • ვარიკოზული ვენების დაავადება;
  • ღრმა ვენების თრომბოზი;
  • ტროფიკული წყლულები;
  • დიაბეტური ტერფი;
  • ლიმფოსტაზი;
  • აორტის ანევრიზმები;
  • საძილე არტერიების ათეროსკლეროზი;
  • სხვადასხვა სისხლძარღვოვანი სიმსივნეები და მალფორმაციები;
  • დიალიზისთვის არტერიო-ვენური ფისტულის ფორმირება.

სისხლძარღვთა დაავადებები ხშირად საწყის ეტაპზე უსიმპტომოდ ან მსუბუქი სიმპტომებით ვითარდება. დროული კონსულტაცია და პროფილაქტიკური გამოკვლევა მნიშვნელოვან როლს ასრულებს დაავადების ადრეულ გამოვლენასა და ეფექტურ მკურნალობაში.