სერვისები
ოტორინოლარინგოლოგია
ოტორინოლარინგოლოგია
ოტორინოლარინგოლოგია მედიცინის ის დარგია, რომელიც ყურის, ცხვირის, ხახისა და ხორხის დაავადებების პრევენციას, დიაგნოსტირებასა და მკურნალობას შეისწავლის. აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის კლინიკაში ფუნქციონირებს მაღალტექნოლოგიური ოტოლარინგოლოგიური კაბინეტი, სადაც კვალიფიციური სპეციალისტები სრულყოფილ სამედიცინო მომსახურებას უწევენ როგორც მოზრდილებს, ისე ბავშვებს.


შენიშვნა: დროული დიაგნოსტიკა და სწორად შერჩეული თერაპია ამცირებს ქრონიკული დაავადებების ჩამოყალიბების რისკს.

როდის უნდა მივმართოთ ოტორინოლარინგოლოგს?
დროული კონსულტაცია გადამწყვეტია გართულებების თავიდან ასაცილებლად. გირჩევთ მიმართოთ ექიმს, თუ გაწუხებთ შემდეგი სიმპტომები:- ყურის პათოლოგიები (ოტიტი): ყურის დაგუბება, შეშუპება, მწვავე ტკივილი, რომელიც შესაძლოა გადაეცემოდეს ყელს, კისერს ან საფეთქლის მიდამოს.
- ხახის დაავადებები (ფარინგიტი/ტონზილიტი): ყელის ძლიერი ტკივილი ყლაპვისას, ლორწოვანი გარსის სიწითლე, ნადები ნუშისებრ ჯირკვლებზე, ხმის ტემბრის შეცვლა და ლიმფური კვანძების გადიდება.
- ცხვირისა და წიაღების პრობლემები (სინუსიტი): სუნთქვის გაძნელება, ცხვირის გაჭედილობა, ჭარბი გამონადენი, ზეწოლის შეგრძნება თვალებისა და შუბლის მიდამოში, თავის ტკივილი.
ჩვენი სერვისები და მკურნალობის მიმართულებები
ცხვირის დაავადებები:- სხვადასხვა ეტიოლოგიის რინიტი;
- სინუსიტები (ჰაიმორიტი, ფრონტიტი და სხვა).
- გარეთა და შუა ყურის ანთება (მწვავე და ქრონიკული ოტიტი);
- ევსტაქიტი და ექსუდაციური ოტიტი;
- სმენის ნერვის ნევრიტი და სმენის დაქვეითება;
- ყურიდან გოგირდის საცობისა და უცხო სხეულის მოცილება.
- მწვავე და ქრონიკული ტონზილიტი (ანგინა);
- ფარინგიტი და ლარინგიტი;
- სახმო იოგების დისფუნქცია.

დიაგნოსტიკა
აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის კლინიკა აღჭურვილია თანამედროვე აპარატურით, რაც საშუალებას გვაძლევს ერთ სივრცეში ჩავატაროთ კომპლექსური კვლევები:- ლაბორატორიული კვლევები: სისხლის ანალიზები და ბაქტერიოლოგიური ნაცხი (ცხვირიდან, ხახიდან, ყურიდან) გამომწვევის ზუსტი იდენტიფიცირებისთვის.
- ინსტრუმენტული დიაგნოსტიკა: კომპიუტერული ტომოგრაფია (CT), რენტგენოგრაფია და ექოსკოპია.
- მულტიდისციპლინური მიდგომა: საჭიროების შემთხვევაში, პაციენტის მართვაში ერთვებიან მომიჯნავე სპეციალისტები.
შენიშვნა: დროული დიაგნოსტიკა და სწორად შერჩეული თერაპია ამცირებს ქრონიკული დაავადებების ჩამოყალიბების რისკს.
ქართული
English
Русский