პერსონალური მონაცემების დაცვა
I. ჩვენ შესახებ
შპს ,,აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის კლინიკა“
- საიდენტიფიკაციო კოდი: 405018831;
- მისამართი: ქ. თბილისი, ალ. ყაზბეგის გამზირი N16
- ტელეფონი: (032) 2 312 112
- ელ. ფოსტა: info.bochorishvili@bochorishvili.ge
- რეგისტრაციის თარიღი: 20 ნოემბერი, 2013 წ.
- გენერალური დირექტორი: დავით გადელია.
- პრინციპი: მსოფლიო დონის სამედიცინო მომსახურების გაწევა;
- საქმიანობის სფერო: სამედიცინო მომსახურება;
- დამუშავებაზე პასუხისმგებელი პირი: შპს „აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის კლინიკა“;
შპს ,,აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის კლინიკა“ (შემდეგში - კლინიკა) წარმოადგნს საქართველოს კანონმდებლობით დაშვებული ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის იურიდიული პირს, რომელიც დადგენილი წესითა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სანებართვო პირობების შესაბამისად ახორციელებს სამედიცინო საქმიანობას.
კლინიკა მოწოდებულია დაიცვას თქვენი პერსონალური მონაცემები და კონფიდენციალურობა. ჩვენთვის, როგორც წამყვანი სამედიცინო დაწესებულებისთვის, მნიშვნელოვანია ჩვენი მომხმარებლის (თქვენი) პერსონალურ მონაცემთა თანმიმდევრული და მაღალი ხარისხით დაცვა და უსაფრთხოება.
აღნიშნული კონფიდენციალურობის განაცხადი განმარტავს თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზეზს, ჩვენ მიერ ყოველგვარი მოწოდებული პერსონალური მონაცემის შეკრების, დამუშავების და დაცვის უზრუნველყოფის, ასევე ამ ინფორმაციის გამოყენების გზებს და თქვენს უფლებებს თქვენს პერსონალურ მონაცემებთან დაკავშირებით. გარდა ამისა, ის აზუსტებს მონაცემთა კონტროლზე პასუხისმგებელი იმ პირის საკონტაქტო მონაცემებს, რომელსაც შეგიძლიათ მიმართოთ თქვენი უფლებების თაობაზე.
ჩვენთვის, როგორც წამყვანი სამედიცინო დაწესებულებისთვის, ჩვენი მომხმარებლის პერსონალური მონაცემების დაცვა და უსაფრთხოება სტრატეგიული მნიშვნელობისაა. თქვენი მონაცემების დამუშავებისას, ვიცავთ საქართველოს კანონმდებლობას და მივყვებით საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკასა და სტანდარტებს.
II. როგორ ვაგროვებთ თქვენს მონაცემებს?
თქვენს ინფორმაციას ვამუშავებთ კანონიერად, სამართლიანად და გამჭირვალედ. მონაცემთა სუბიექტისგან მონაცემების მიღება/მოპოვება ხდება სხვადასხვა წყაროების მეშვეობით, მათ შორის:
- მონაცემთა სუბიექტთან კომუნიკაცია;
- კლინიკასთან სახელშეკრულებო ან წინასახელშეკრულებო ურთიერთობის არსებობა;
- კლინიკის პროდუქტებით/სერვისებით სარგებლობა, მათ შორის შესაძლოა მოხდეს სატელეფონო კომუნიკაცია, ვებ-გვერდის გამოყენება, სამედიცინო დაწესებულებაში და/ან ბინაზე ვიზიტი;
- მონაცემთა სუბიექტის მიერ წერილების/განცხადების წარმოდგენა, მათ შორის ფოსტით ან ელ.ფოსტით კორესპონდენცია;
- მონაცემების მიღება უშუალოდ მონაცემთა სუბიექტისგან, პაციენტის/პაციენტის ნათესავის/პაციენტის კანონიერი წარმომადგენლისაგან ან სხვა სამედიცინო დაწესებულების მიერ გამოწერილი დოკუმენტის საფუძველზე;
- მონაცემებზე წვდომა ჯანმრთელობის შესახებ ელექტრონული ჩანაწერების სისტემის (EHR) მეშვეობით;
- მონაცემებზე წვდომა სახელმწიფო/ადგილობრივი/საყოველთაო/მიზნობრივი პროგრამების განმახორციელებლების მფლობელობის ქვეშ მყოფი ელექტრონული სისტემების მეშვეობით;
- სახელმწიფო/ადგილობრივი/საყოველთაო/მიზნობრივი პროგრამების განმახორციელებლების მიერ გაცემული საგარანტიო წერილების/მიმართვების მეშვეობით;
- კერძო სადაზღვევო კომპანიების ან სხვა ორგანიზაციების, დაწესებულებების მიერ გაცემული საგარანტიო წერილების/მიმართვების/პოლისების მეშვეობით;
- სხვა სამედიცინო დაწესებულების მიერ პაციენტის გადამისამართების/გამოგზავნის შედეგად;
- სასწრაფო სამედიცინო დამხარების ბრიგადის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) მიერ პაციენტის სამედიცინო დაწესებულებაში შეყვანის შედეგად არსებული თანმხლები დოკუმენტაციის მეშვეობით.
კლინიკამ შეიძლება შეაგროვოს და დაამუშაოს მონაცემთა სუბიექტის პერსონალური მონაცემები ასევე, საჯაროდ ხელმისაწვდომი წყაროებიდან (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
III. რა კატეგორიის ინფორმაციას ვამუშავებთ თქვენს შესახებ
მონაცემთა კატეგორიები, დამუშავების მიზანი და საფუძვლები:
კლინიკაში ვიზიტის დაჯავშნა პაციენტის მაიდენტიფიცირებელი მონაცემები - სახელი, გვარი, პირადი ნომერი, დაბადების თარიღი, საკონტაქტო ნომერი. ვიზიტის თარიღი, დრო, სასურველი მომსახურება კლინიკაში სასურველ ექიმთან ვიზიტის დაჯავშნა „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტები კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოები/მარეგულირებელი ორგანოები, ასევე სხვა პირები მხოლოდ კანონმდებლობით გათვალისწინებული საფუძვლის არსებობისას, მოთხოვნის მოცულობის ფარგლებში და დადგენილი წესით. პაციენტისთვის სამედიცინო მომსახურების გაწევა მაიდენტიფიცირებელი მონაცემები - სახელი, გვარი, სქესი, დაბადების თარიღი, პირადი ნომერი, მოქალაქეობა, მამის სახელი; საკონტაქტო ინფორმაცია - ტელეფონის ნომერი, ელფოსტა, საცხოვრებელი მისამართი (იურიდიული/ფაქტიური); ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაცია (განსაკუთრებული კატეგორია) - სამედიცინო ისტორიაში ასახული მონაცემები, რომელიც მოიცავს ინფორმაციას ანამნეზის, დიაგნოზის, გამოკვლევის პასუხის, დანიშნულების შესახებ; სადაზღვევო და ადმინისტრაციულ-ფინანსური მონაცემები - პოლისის ნომერი, დაფინანსების საფუძველი, გადახდის ფორმა; არასრულწლოვანი პაციენტის შემთხვევაში - მშობლის ან კანონიერ წარმომადგენლის მაიდენტიფიცირებელი და საკონტაქტო ინფორმაცია თქვენი იდენტიფიცირება, კლინიკაში სამედიცინო მომსახურების გაწევის მიზნით; თქვენთვის სრულფასოვანი ამბულატორიული და სტაციონარული სამედიცინო მომსახურების გაწევა, სამედიცინო დიაგნოზის დადგენა, ამ ფარგლებში შესაბამისი (ამბულატორიული და სტაციონარული) სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოება; თქვენი სასიცოცხლო ინტერესების დაცვა; სამედიცინო მომსახურების გაწევის შედეგად სახელმწიფო ან/და ადგილობრივი ბიუჯეტით დაფინანსებული პროგრამებისა და ქვეპროგრამების განმახორციელებელი; სადაზღვევო ან/და შესაბამისი დამფინანსებელ(ებ)ი ორგანოსგან ანაზღაურების მიღება პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის “ბ”, “გ” და „დ“ ქვეპუნქტები; საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის №108/ნ ბრძანების დანართი №1; №01-41/ნ ბრძანების დანართი №1 და №01-1/ნ; ჯანმრთელობის დაცვის მიზნით (01-1/ნ, ბრძანება №108/ნ დანართი №1; საქართველოს მთავრობის 36-ე; 165-ე; 218-ე დადგენილება; სახელმწიფო პროგრამების შესახებ დადგენილება); “საექიმო საქმიანობის შესახებ”, “პაციენტის უფლებების შესახებ” და “ჯანმრთელობის დაცვის შესახებ” საქართველოს კანონები. საქართველოს დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ვებ გვერდზე www.moh.gov.ge. თქვენი მონაცემები იტვირთება ჯანმრთელობის შესახებ ელექტრონული ჩანაწერების სისტემაში (EHR). კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოები/მარეგულირებელი ორგანოები, ასევე სხვა პირები მხოლოდ კანონმდებლობით გათვალისწინებული საფუძვლის არსებობისას, მოთხოვნის მოცულობის ფარგლებში და დადგენილი წესით. აუდიომონიტორინგი ცხელი ხაზის ჩანაწერი მომსახურების ხარისხის მონიტორინგისა და გაუმჯობესება (მათ შორის, ზარების მართვის სტანდარტების დაცვა, შეცდომების იდენტიფიცირება, თანამშრომელთა ტრენინგი/კონსულტირება); პაციენტის უფლებების დაცვისა და საჩივრების/მიმართვების განხილვა (მომსახურების ფაქტობრივი გარემოებების დადგენა); დავის პრევენცია და განხილვა (საუბრის შინაარსის დადასტურება, შეთანხმებული ინფორმაციის/დავალების ფაქტის დაფიქსირება); ინციდენტების გამოვლენა და მოკვლევა; კლინიკის და დასაქმებულ პირთა ლეგიტიმური ინტერესების დაცვა, როდესაც მიზნის მიღწევა სხვა საშუალებით შეუძლებელია ან დაკავშირებულია არაპროპორციულ ძალისხმევასთან. „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ი“ ქვეპუნქტები კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოები/მარეგულირებელი ორგანოები, ასევე სხვა პირები მხოლოდ კანონმდებლობით გათვალისწინებული საფუძვლის არსებობისას, მოთხოვნის მოცულობის ფარგლებში და დადგენილი წესით. ვიდეომონიტორინგი თქვენი გამოსახულება, კლინიკის ვიდეოჩანაწერები დანაშაულის თავიდან აცილების, მისი გამოვლენის/მოკვლევის, საზოგადოებრივი უსაფრთხოების, პირის უსაფრთხოებისა და საკუთრების დაცვის, საიდუმლო (კონფიდენციალური) ინფორმაციის დაცვის და კლინიკის ლეგიტიმური ინტერესების სფეროსთვის მიკუთვნებული სხვა მნიშვნელოვანი ამოცანების შესასრულებლად (კერძოდ: ინციდენტების მართვა და პაციენტის უფლებების დაცვა, ხარისხის მონიტორინგი, დასაქმებულ პირთა ინტერესების დაცვა) „შენობა-ნაგებობათა ჩამონათვალის დამტკიცების შესახებ, რომელთა გარე პერიმეტრზე სავალდებულოა ავტომატური ფოტო- ან/და ვიდეოტექნიკის განთავსება/დამონტაჟება“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 22 მარტის N101 დადგენილების მოთხოვნათა დაცვით; „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „გ“, „დ“, „ვ“ და „ი“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საფუძველი, მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტები კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოები/მარეგულირებელი ორგანოები, ასევე სხვა პირები მხოლოდ კანონმდებლობით გათვალისწინებული საფუძვლის არსებობისას, მოთხოვნის მოცულობის ფარგლებში და დადგენილი წესით. პირდაპირი მარკეტინგი თქვენი მაიდენტიცირებელი მონაცემები - სახელი, გვარი, პირადი ნომერი; თქვენი საკონტაქტო ინფორმაცია - მისამართი, ტელეფონის ნომერი, ელექტრონული ფოსტა სხვადასხვა შეთავაზებებისა და აქციების გაზიარება „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლი კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოები/მარეგულირებელი ორგანოები, ასევე სხვა პირები მხოლოდ კანონმდებლობით გათვალისწინებული საფუძვლის არსებობისას, მოთხოვნის მოცულობის ფარგლებში და დადგენილი წესით. განცხადებების განხილვა თქვენი მაიდენტიცირებელი მონაცემები - სახელი, გვარი, პირადი ნომერი; საკონტაქტო ინფორმაცია - საცხოვრებელი მისამართი, ელ.ფოსტა, ტელეფონის ნომერი, განცხადებაში/საჩივარში გაზიარებული ინფორმაცია საჩივრებზე/სარჩელებზე/განცხადებებზე რეაგირება; თქვენი/თქვენი წარმომადგენლის ან/და განცხადების წარმდგენის ვინაობის დადგენის მიზნით პირის იდენტიფიცირება; მომსახურების ხარისხის მონიტორინგი და გაუმჯობესება „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „კ“ ქვეპუნქტი კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოები/მარეგულირებელი ორგანოები, ასევე სხვა პირები მხოლოდ კანონმდებლობით გათვალისწინებული საფუძვლის არსებობისას, მოთხოვნის მოცულობის ფარგლებში და დადგენილი წესით. ვაკანსიის გამოცხადება და კანდიდატის შერჩევა თქვენი მაიდენტიფიცირებელი მონაცემები - სახელი, გვარი, პირადი ნომერი, დაბ. თარიღი, განათლება, პროფესია, სამუშაო ადგილი, სუბიექტის მიერ რეზიუმეში მითითებული ინფორმაცია; თქვენი საკონტაქტო ინფორმაცია - მისამართი, ტელეფონის ნომერი თქვენთან შრომით-სამართლებრივ ურთიერთობებში შესვლა/შრომით სამართლებრივ ურთიერთობის შესახებ გადაწყვეტილების მიღება „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოები/მარეგულირებელი ორგანოები, ასევე სხვა პირები მხოლოდ კანონმდებლობით გათვალისწინებული საფუძვლის არსებობისას, მოთხოვნის მოცულობის ფარგლებში და დადგენილი წესით. ჩვენს საიტზე ვიზიტისას საიტზე ვიზიტისას - ქუქი პოლიტიკით გათვალისწინებული მონაცემები; საიტზე პირადი გვერდის შემქნისას მაიდენტიფიცირებელი მონაცემები - სახელი, გვარი, დაბადების თარიღი, მოქალაქეობა, პირადი ნომერი, ტელეფონის ნომერი, ელ-ფოსტა; ვიზიტის თარიღი, დრო, ექიმის სახელი, გვარი თქვენ მიერ კლინიკის შესახებ საჯარო ინფორმაციის მოძიება, თქვენთვის საინტერესო მომსახურებით სარგებლობა, ვიზიტის დაჯავშნა „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ი“ ქვეპუნქტები, მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „დ“ კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოები/მარეგულირებელი ორგანოები, ასევე სხვა პირები მხოლოდ კანონმდებლობით გათვალისწინებული საფუძვლის არსებობისას, მოთხოვნის მოცულობის ფარგლებში და დადგენილი წესით.ამასთან, კლინიკის საქმიანობის ფარგლებში შესაძლოა დამუშავდეს ნებისმიერი სხვა მონაცემი, რომლის შედეგადაც შესაძლებელია თქვენი იდენტიფიცირება ან/და დახასიათება ან/და სხვა პაციენტებთან დაჯგუფება თქვენი ფიზიკური, ფიზიოლოგიური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, კულტურული ან სოციალური ნიშნებით.
გაითვალისწინეთ, რომ გარდა ცხრილში აღნიშნული მიზნებისა, კლინიკამ თქვენი მონაცემები შესაძლოა დაამუშაოს შემდეგი მიზნებით:
- სახელმწიფო მარეგულირებელი ორგანოებისთვის კანონმდებლობით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების მიზნით შესაბამისი ინფორმაციის მიწოდება;
- ფულის გათეთრების და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობა;
- დებიტორული დავალიანების მართვა;
- სასამართლო დავის წარმოება;
- სხვა კანონმდებლობით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულება.
IV. ვინ შეიძლება იყოს მონაცემთა დამუშავებაზე უფლებამოსილი პირები
თქვენი პერსონალური მონაცემები შესაძლოა გადაეცეს მხოლოდ იმ პირებს, რომლებიც კლინიკის მიერ უფლებამოსილი არიან პერსონალურ მონაცემთა დამუშავებაზე, მათ შორის კონტრაქტორ კომპანიებს, რომლებიც უზრუნველყოფენ შესაბამის მომსახურებას.
პერსონალურ მონაცემთა დამუშავებაზე უფლებამოსილი პირისთვის პერსონალური მონაცემების გადაცემა ხორციელდება ხელშეკრულების საფუძველზე, რომლითაც განსაზღვრულია დამუშავების საფუძვლები და მიზნები, დასამუშავებელ მონაცემთა კატეგორიები, მონაცემთა დამუშავების ვადა და დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირისა და დამუშავებაზე უფლებამოსილი პირის უფლებები და ვალდებულებები ან/და კანონის საფუძველზე.
პერსონალურ მონაცემთა დამუშავებაზე უფლებამოსილი პირები შეიძლება იყვნენ:
- ლაბორატორიული კვლევების მიმწოდებლები;
- სამედიცინო აღჭურვილობის მომსახურებისა და ტექნიკური მხარდაჭერის კომპანიები;
- ინფორმაციული ტექნოლოგიების (IT) სერვისის მიმწოდებლები;
- სამედიცინო პროგრამული უზრუნველყოფის (EMR/EHR) სისტემის ოპერატორები;
- სამედიცინო სადაზღვევო კომპანიები (სადაზღვევო მოთხოვნების ადმინისტრირებისთვის);
- სატელეფონო და საკომუნიკაციო მომსახურების პროვაიდერები (მაგალითად, პაციენტთა რეგისტრაციის ან ინფორმაციის მიწოდებისთვის);
- ვებგვერდის ჰოსტინგისა და ინფრასტრუქტურის მომსახურების მიმწოდებლები;
- ვებანალიტიკის, ქცევის ანალიზისა და სარეკლამო პლატფორმები (Google, Meta, TikTok, Microsoft) — მხოლოდ ვებგვერდზე გამოყენებული ქუქი-ფაილების ფარგლებში და თქვენი თანხმობის შესაბამისად.
თქვენ შეგიძლიათ ნებისმიერ დროს მიმართოთ კლინიკის ადმინისტრაციას და მიიღოთ დეტალური ინფორმაცია მონაცემთა დამუშავებაზე უფლებამოსილი პირების შესახებ.
სხვა ქვეყნებში თქვენი მონაცემების გაზიარება ხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არსებობს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საფუძვლები და შესაბამის ქვეყანაში უზრუნველყოფილია მონაცემების და უფლებების დაცვის სათანადო გარანტიები. თუ თქვენს მონაცემებს გადავცემთ ისეთ ქვეყანას, სადაც არ არსებობს მონაცემთა დაცვის სათანადო გარანტიები, კლინიკა გააფორმებს პერსონალურ მონაცემთა გადაცემის შესახებ შეთანხმებას, რომელიც უზრუნველყოფს პერსონალური მონაცემების სათანადო დაცვას კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების შესაბამისად და მოიპოვებს მარეგულირებელი ორგანოს ნებართვას ან/და თქვენს თანხმობას.
V. რა არის მზა ჩანაწერები (Cookies)?
კლინიკის ვებგვერდით სარგებლობისას ჩვენ ვაგროვებთ ე.წ. მზა ჩანაწერებს (Cookies), რაც გულისხმობს თქვენი მოწყობილობის ოპერაციული სისტემის ვერსიის, მოდელის და სხვა უნიკალური იდენტიფიკატორების, ასევე ვებგვერდებზე გატარებული დროის, ონლაინ ნავიგაციის, თქვენი ლოკაციის, გამოყენებული ენის და სხვა მონაცემების დაფიქსირებას.
მზა ჩანაწერების მეშვეობით ვცდილობთ გავიგოთ, თუ როგორ იყენებთ ჩვენს ვებგვერდს და, შესაბამისად, გავაუმჯობესოთ თქვენი გამოცდილება: გავამარტივოთ ვებგვერდზე ნავიგაცია, მოგიმზადოთ თქვენზე მორგებული შეთავაზებები, გავაუმჯობესოთ ძებნის ფუნქციონალი, ვებგვერდის დიზაინი და მოვერგოთ თქვენს საჭიროებებს.
ჩვენს ვებგვერდზე ვიზიტისას თქვენ შეგიძლიათ არ დაეთანხმოთ მზა ჩანაწერების გამოყენებას და თქვენი სურვილის შესაბამისად მართოთ მათი გამოყენების მიზნობრიობა. მაგალითად, შეგიძლიათ დაეთანხმოთ მხოლოდ აუცილებელ Cookie-ებს და არ დაეთანხმოთ მათ გამოყენებას ანალიტიკური ან/და მარკეტინგული მიზნებით.
„მზა–ჩანაწერების“ კატეგორიები და გამოყენების მიზნები
ქვემოთ მოცემულია ვებგვერდზე გამოყენებული მზა ჩანაწერების (Cookies) ჩამონათვალი კატეგორიების, დანიშნულებისა და შენახვის ვადების მითითებით.
[სესიის ქუქი] აუცილებელი კლინიკა ავტორიზებული სესიის შენარჩუნება პირად კაბინეტში სესიის დასრულებამდე [CSRF token] აუცილებელი კლინიკა ფორმების გაყალბებისგან დაცვა (CSRF) სესიის დასრულებამდე cookie_consent აუცილებელი კლინიკა ქუქი-ფაილებზე გაკეთებული არჩევანის დამახსოვრება 6 თვე NEXT_LOCALE აუცილებელი კლინიკა არჩეული ენის დამახსოვრება 12 თვე __cf_bm აუცილებელი Cloudflare ავტომატური (bot) ტრაფიკის გამოვლენა და ვებგვერდის დაცვა 30 წუთი _ga ანალიტიკური Google მომხმარებლის განმასხვავებელი იდენტიფიკატორი სტატისტიკისთვის 2 წელი _ga_2V3K3TVRW2 ანალიტიკური Google სესიის მდგომარეობის შენარჩუნება Google Analytics 4-ისთვის 2 წელი _gcl_au ანალიტიკური Google კონვერსიების აღრიცხვა 90 დღე _clck ქცევის ანალიზი Microsoft Clarity მომხმარებლის იდენტიფიკატორი 1 წელი _clsk ქცევის ანალიზი Microsoft Clarity ერთი სესიის ფარგლებში გვერდების დაკავშირება 1 დღე CLID ქცევის ანალიზი Microsoft Clarity მოწყობილობის იდენტიფიცირება 1 წელი MUID ქცევის ანალიზი Microsoft მოწყობილობის უნიკალური იდენტიფიკატორი 390 დღე ANONCHK, MR, SM ქცევის ანალიზი Microsoft ტექნიკური და სინქრონიზაციის ქუქი-ფაილები 10 წუთი – 7 დღე _fbp მარკეტინგული Meta რეკლამის ეფექტიანობის გაზომვა და აუდიტორიის ფორმირება 90 დღე _fbc მარკეტინგული Meta რეკლამიდან გადმოსვლის აღრიცხვა 90 დღე _ttp მარკეტინგული TikTok რეკლამის ეფექტიანობის გაზომვა და კონვერსიების აღრიცხვა 13 თვე _tt_enable_cookie მარკეტინგული TikTok TikTok-ის ქუქი-ფაილების ჩართვის ნიშნული 13 თვეGoogle Tag Manager თავად მზა ჩანაწერს არ ათავსებს — იგი წარმოადგენს კონტეინერს, რომლის მეშვეობითაც ზემოთ ჩამოთვლილი სერვისები იტვირთება.
აუცილებელი მზა ჩანაწერები გამოიყენება თანხმობის გარეშე, ვინაიდან მათ გარეშე ვებგვერდისა და პირადი კაბინეტის ფუნქციონირება შეუძლებელია. ანალიტიკური, ქცევის ანალიზისა და მარკეტინგული მზა ჩანაწერები ირთვება მხოლოდ თქვენი თანხმობის შემდეგ. თანხმობის შეცვლა ან გამოხმობა ნებისმიერ დროს შეგიძლიათ ვებგვერდის ქვედა ნაწილში განთავსებული ბმულით „ქუქი-ფაილების პარამეტრები“.
Microsoft Clarity, რომელიც ემსახურება გვერდების გამოყენებადობის ანალიზს, ირთვება მხოლოდ ვებგვერდის საჯარო ნაწილში და არ გამოიყენება პირად კაბინეტში.
აღნიშნული სერვისების მიმწოდებლები (Google Ireland Limited / Google LLC, Meta Platforms Ireland Limited, TikTok Technology Limited, Microsoft Ireland Operations Limited) წარმოადგენენ დამოუკიდებელ ან ერთობლივ პასუხისმგებელ პირებს და მონაცემები შესაძლოა დამუშავდეს ევროპის ეკონომიკური ზონის ფარგლებს გარეთ, შესაბამისი სამართლებრივი გარანტიების, მათ შორის სტანდარტული სახელშეკრულებო დებულებების, საფუძველზე.
თქვენ გაქვთ უფლება შეცვალოთ (დაბლოკოთ, შეზღუდოთ) „მზა–ჩანაწერების“ პარამეტრები ან/და წაშალოთ „მზა–ჩანაწერები“ ბრაუზერიდან.
„მზა-ჩანაწერების წაშლა“ შესაძლებელია უშუალოდ კომპიუტერში ჩაწერილი ვებბრაუზერის პარამეტრებიდან „მზა-ჩანაწერების“ (Cookies) წაშლის მეთოდით. „მზა–ჩანაწერები“, რომელთა ვადა არ არის განსაზღვრული, ავტომატურად იშლება ბრაუზერის სესიის დახურვისას.
VI. რა შემთხვევაში და როგორ ვიყენებთ ხელოვნურ ინტელექტს (AI)?
კლინიკის ვებგვერდზე, მათ შორის პირად კაბინეტში, ხელოვნური ინტელექტი არ გამოიყენება. ვებგვერდზე არ მიიღება ავტომატიზებულ დამუშავებაზე, მათ შორის პროფაილინგზე, დაფუძნებული ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც თქვენთვის სამართლებრივ ან სხვა არსებით შედეგს წარმოშობს.
ვიზიტის დაჯავშნა, სამედიცინო ინფორმაციის გამოსახვა და კლინიკასთან კომუნიკაცია ხორციელდება კლინიკის თანამშრომელთა უშუალო ჩართულობით.
თუ მომავალში ვებგვერდზე დაინერგება ხელოვნური ინტელექტის გამოყენებაზე დაფუძნებული ფუნქცია, ამის შესახებ ინფორმაცია წინასწარ აისახება წინამდებარე შეტყობინებაში.
VII. როგორ ვიცავთ მონაცემების უსაფრთხოებას?
ჩვენთვის მნიშვნელოვანია თქვენი მონაცემები სრულყოფილად იყოს დაცული, ამისათვის კლინიკას შემუშავებული აქვს შესაბამისი წესი და ყველა ეტაპზე უზრუნველვყოფთ პერსონალური მონაცემების უსაფრთხო დაცვას და მივმართავთ ყველა საჭირო ტექნიკურ და ორგანიზაციულ ზომას.
ჩვენ ვიცავთ პერსონალურ მონაცემებს არაავტორიზებული ან არაკანონიერი წვდომისაგან, შემთხვევითი დაკარგვისგან, დაზიანებისგან, გამჟღავნებისგან ან განადგურებისგან.
პერსონალურ მონაცემთა დამუშავების მიზნის ამოწურვის შემდგომ, ჩვენ მითითებული ვადების დაცვით რეგულარულად ვშლით და ვანადგურებთ პერსონალურ მონაცემს აღდგენის შესაძლებლობის გარეშე ან ვინახავთ დეპერსონალიზებული სახით ანალიტიკური და სტატისტიკური მიზნებისთვის.
ჩვენი თანამშრომლები შეზღუდულნი არიან კონფიდენციალობის ვალდებულებით, როგორც მათთან დადებული ხელშეკრულებით, ასევე კლინიკის შინაგანაწესით. კონფიდენციალობის დაცვის ვალდებულება უნარჩუნდებათ შრომითი ხელშეკრულების დასრულების შემდეგაც.
პერსონალურ მონაცემთა დამუშავებისას, მონაცემთა უსაფრთხოებისათვის კლინიკა უზრუნველყოფს ქვემოთ ჩამოთვლილი, შესაბამისი პროგრამული, ელექტრონული, ციფრული ღონისძიებების თანმიმდევრულ განხორციელებას, როგორიცაა:
- მონაცემთა დაცვა: მონაცემები გადაიცემა დაშიფრული კავშირით (HTTPS/TLS); მონაცემთა ბაზა და სარეზერვო ასლები ინახება დაშიფრული სახით; პაროლები ინახება მხოლოდ ცალმხრივად დაშიფრული (hash) სახით.
- ციფრული და ფიზიკური აქტივების უსაფრთხოება: სერვერული ინფრასტრუქტურა განთავსებულია დაცულ გარემოში; სამედიცინო დოკუმენტაციის ფიზიკური მატარებლები ინახება შეზღუდული წვდომის სივრცეში; სამუშაო მოწყობილობებზე მოქმედებს განახლებისა და ანტივირუსული დაცვის წესები.
- წვდომის და კონტროლის მექანიზმები: წვდომა ენიჭება როლის მიხედვით, მხოლოდ სამსახურებრივი საჭიროების ფარგლებში; გამოიყენება მრავალფაქტორიანი ავთენტიფიკაცია, სესიის ავტომატური დასრულება და ავტორიზაციის მცდელობების შეზღუდვა; წვდომა უქმდება შრომითი ურთიერთობის შეწყვეტისთანავე.
- მკაცრი შესაბამისობა და ტრენინგი: თანამშრომლები გადიან პერსონალურ მონაცემთა დაცვის ტრენინგს; მოქმედებს შიდა წესები და კონფიდენციალურობის ვალდებულება, რომელიც ძალაში რჩება შრომითი ხელშეკრულების დასრულების შემდეგაც.
- მონიტორინგი/ლოგირება: აღირიცხება სისტემაში შესვლა, მონაცემებზე წვდომა, მათი ნახვა, ჩამოტვირთვა და შეცვლა; ჩანაწერებზე წვდომა აქვთ მხოლოდ უფლებამოსილ პირებს; უსაფრთხოების ინციდენტი გამოვლენისთანავე მოწმდება, აღირიცხება და მასზე ხდება რეაგირება.
- კონფიდენციალურობა: პერსონალურ მონაცემებზე წვდომა აქვთ მხოლოდ იმ პირებს, რომელთაც ეს ესაჭიროებათ სამსახურებრივი მოვალეობის შესასრულებლად.
- კონფიდენციალურობა კონსულტაციის პროცესში: კონსულტაცია ტარდება ისე, რომ მესამე პირმა ვერ მოისმინოს ან ვერ იხილოს პაციენტის შესახებ ინფორმაცია; სამედიცინო დოკუმენტაცია არ რჩება ხელმისაწვდომი საერთო სივრცეში.
VIII. რა ვადით ვინახავთ თქვენს მონაცემებს?
მონაცემთა შენახვის ვადებთან დაკავშირებით ვხელმძღვანელობთ შემდეგი კრიტერიუმებით:
- კანონმდებლობით გათვალისწინებული ვადები;
- ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადები;
- კლინიკის შიდა წესებით გათვალისწინებული ვადები (ვიდეომონიტორინგის წესი, აუდიომონიტორინგის წესი, მონაცემთა შენახვის წესი);
- ხანდაზმულობიდან გამომდინარე ვადები, გარდა გამონაკლისი შემთხვევებისა;
- მაკონტროლებელი ორგანოს შემოწმების ვადები;
- ლეგიტიმური მიზნის და/ან ინტერესის არსებობა;
- მომსახურების გაწევის სპეციფიკა/ფარგლები.
IX. თქვენი უფლებები და ვალდებულებები
ჩვენ ვიცავთ „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონითა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის ევროპული რეგულაციით (GDPR) გარანტირებულ პერსონალურ მონაცემთა სუბიექტის უფლებებს. ჩვენ ვიცავთ „პაციენტის უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონით გარანტირებულ პირადი ცხოვრების კონფიდენციალობას და ხელშეუხებლობას.
მონაცემთა სუბიექტი უფლებამოსილია, მიიღოს პერსონალურ მონაცემთა დამუშავების შესახებ შემდეგი ინფორმაცია:
მონაცემთა დამუშავების შესახებ ინფორმაციის მიღების უფლება
მონაცემთა სუბიექტს აქვს უფლება მოითხოვოს და ჩვენ არაუგვიანეს 10 სამუშაო დღისა მივაწვდით შემდეგ ინფორმაციას: მის შესახებ რომელ მონაცემებს ვამუშავებთ (მაიდენტიფიცირებელი მონაცემები, სამედიცინო ისტორია, დიაგნოსტიკური მონაცემები, ფინანსური ინფორმაცია, მონაცემები ოჯახური მდგომარეობის შესახებ და სხვა განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემები); მონაცემთა დამუშავების საფუძველი და მიზანი; მონაცემთა შეგროვების/მოპოვების წყარო; მონაცემთა შენახვის ვადა, ხოლო თუ კონკრეტული ვადის განსაზღვრა შეუძლებელია, რა კრიტერიუმით განვსაზღვრავთ ვადას. მონაცემთა სუბიექტს ვაწვდით ინფორმაციას რა სამართლებრივი საფუძვლით, რა მიზნით და რა დაცვის გარანტიებით გადავცემთ მის მონაცემებს მესამე პირებს.
მონაცემთა გაცნობისა და ასლის მიღების უფლება
მონაცემთა სუბიექტს შეუძლია მოგვთხოვოს ჩვენ მიერ დამუშავებული, მისი პერსონალური მონაცემების ასლები უსასყიდლოდ. ჩვენ შეიძლება დავადგინოთ გონივრული საფასური იმ შემთხვევაში, თუ მონაცემთა სუბიექტი ითხოვს შენახვის ფორმისგან განსხვავებული ფორმით მათ გაცემას და ამისათვის საჭიროა ჩვენ მიერ დამატებითი რესურსის დახარჯვა. ამ შემთხვევაში, განსაზღვრული საფასური არ იქნება დახარჯული რესურსის ოდენობაზე მეტი.
ჩვენ პაციენტის პირადი ინფორმაციის შემცველ მონაცემებს (მათ შორის ანალიზის/ტესტირების მონაცემები) არ გადავცემთ სხვა პირებს, თუკი პაციენტმა თავად არ განაცხადა წერილობითი თანხმობა.
მონაცემთა გასწორების, განახლებისა და შევსების უფლება
მონაცემთა სუბიექტს უფლება აქვს მოგვთხოვოს მის შესახებ მცდარი, არაზუსტი ან/და არასრული მონაცემების გასწორება, განახლება ან/და შევსება. ჩვენ გავასწორებთ შეცდომას, როგორც მონაცემთა სუბიექტის მოთხოვნის საფუძველზე, ასევე შეცდომის ჩვენ მიერ აღმოჩენის შემთხვევაშიც და ამის შესახებ შევატყობინებთ მონაცემთა სუბიექტს, გარდა იმ შემთხვევისა, თუ შეცდომა ტექნიკური ხასიათისაა. თუკი პერსონალურ მონაცემებში არსებულმა შეცდომამ გამოიწვია ან/და შეიძლება გამოიწვიოს პაციენტისთვის მნიშვნელოვანი სამართლებრივი, ფინანსური ან სხვა სახის შედეგი, ჩვენ ასევე ვატყობინებთ პაციენტს ამის შესახებ.
შეცდომის შემთხვევაში ასევე შევატყობინებთ მონაცემის ყველა მიმღებს, ამავე მონაცემთა ყველა სხვა დამუშავებისთვის პასუხისმგებელ პირს და დამუშავებაზე უფლებამოსილ პირს, რომლებსაც თავად გადავეცით მონაცემები.
მონაცემთა დამუშავების შეწყვეტის, წაშლის ან განადგურების უფლება
მონაცემთა სუბიექტს უფლება აქვს, მოგვთხოვოს ჩვენ მიერ მისი პერსონალურ მონაცემთა დამუშავების შეწყვეტა ან/და ჩვენ მიერ დამუშავებული მონაცემების წაშლა ან განადგურება. მოთხოვნა უნდა შესრულდეს არაუგვიანეს 10 სამუშაო დღისა.
მონაცემთა სუბიექტს მონაცემთა წაშლასა და განადგურებაზე შეიძლება უარი ეთქვას მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ გამონაკლის შემთხვევებში, კერძოდ:
- თუ არსებობს მონაცემთა დამუშავების სხვა კანონიერი საფუძველი (კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნა, საზოგადოებრივი ჯანდაცვა და ა.შ.);
- მონაცემები მუშავდება კანონით გათვალისწინებული საჯარო ინტერესებისთვის არქივირების მიზნით, სამეცნიერო ან ისტორიული კვლევის ან სტატისტიკური მიზნებისთვის და მონაცემთა დამუშავების შეწყვეტის, წაშლის ან განადგურების უფლების განხორციელება შეუძლებელს გახდის ან მნიშვნელოვნად დააზიანებს დამუშავების მიზნების მიღწევას.
თუ მონაცემთა დამუშავების შეწყვეტამ, წაშლამ ან განადგურებამ შესაძლოა მოიტანოს მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან ფინანსური შედეგები მონაცემთა სუბიექტისთვის (მაგალითად, პაციენტი ვეღარ მიიღებს სახელმწიფო დახმარებას ან ვერ ჩაერთვება სახელმწიფო პროგრამაში), ჩვენ ამის შესახებ ინფორმაციას ვაწვდით პაციენტს მონაცემთა დამუშავების შეწყვეტამდე ან/და მონაცემთა განადგურებამდე.
მონაცემთა დაბლოკვის უფლება
მონაცემთა სუბიექტს უფლება აქვს, მოგვთხოვოს მონაცემთა დაბლოკვა, თუ არსებობს კანონით განსაზღვრული ერთ-ერთი შემდეგი გარემოება: მონაცემთა სუბიექტი სადავოს ხდის მონაცემების ნამდვილობას ან სიზუსტეს; მონაცემთა დამუშავება უკანონოა, თუმცა მონაცემთა სუბიექტი ეწინააღმდეგება მათ წაშლას და ითხოვს მონაცემთა დაბლოკვას; მონაცემები საჭირო აღარ არის მათი დამუშავების მიზნის მისაღწევად, თუმცა მონაცემთა სუბიექტს ისინი სჭირდება საჩივრის/სარჩელის წარსადგენად; მონაცემთა სუბიექტი მოითხოვს მონაცემთა დამუშავების შეწყვეტას, წაშლას ან განადგურებას და მიმდინარეობს ამ მოთხოვნის განხილვა; არსებობს მონაცემების მტკიცებულებად გამოყენების მიზნით შენახვის აუცილებლობა.
მონაცემთა სუბიექტს მონაცემთა დაბლოკვაზე შეიძლება უარი ეთქვას მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ გამონაკლის შემთხვევებში.
თუ მონაცემთა დამუშავების შეწყვეტამ, წაშლამ ან განადგურებამ შესაძლოა მოიტანოს მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან ფინანსური შედეგები მონაცემთა სუბიექტისთვის (მაგალითად, პაციენტი ვეღარ მიიღებს სახელმწიფო დახმარებას ან ვერ ჩაერთვება სახელმწიფო პროგრამაში), ჩვენ ამის შესახებ ინფორმაციას ვაწვდით პაციენტს მონაცემთა დამუშავების შეწყვეტამდე ან/და მონაცემთა განადგურებამდე.
თანხმობის მოპოვება და თანხმობის გამოხმობის უფლება
იმ შემთხვევაში, თუ მონაცემების დამუშავების საფუძვლად განსაზღვრულია თქვენი თანხმობა, მონაცემთა სუბიექტს უფლება აქვს, ნებისმიერ დროს, ყოველგვარი განმარტების ან დასაბუთების გარეშე გამოიხმოს მის მიერ გაცემული თანხმობა. თუ მონაცემთა სუბიექტის თანხმობის გარდა მონაცემთა დამუშავების სხვა საფუძველი არ არსებობს, თანხმობის გამოხმობის შემთხვევაში მონაცემთა დამუშავება უნდა შეწყდეს ან/და დამუშავებული მონაცემები წაიშალოს ან განადგურდეს მოთხოვნიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღის ვადაში. მონაცემთა სუბიექტს უფლება აქვს, თანხმობა გამოიხმოს იმავე ფორმით, რომლითაც თანხმობა განაცხადა (წერილობითი ფორმით).
მონაცემთა სუბიექტის თანხმობის გამოხმობამდე მივაწვდით ინფორმაციას თანხმობის გამოხმობის შესაძლო შედეგების შესახებ (მატერიალური, სამართლებრივი და სხვა მნიშვნელოვანი შედეგები).
გასაჩივრების უფლება
თუ კლინიკის მიერ არ მოხდა მონაცემთა სუბიექტის მიერ მოთხოვნილი მოქმედების შესრულება, კერძოდ, სუბიექტის მოთხოვნის მიუხედავად არ შეწყდა მისი მონაცემთა დამუშავება ან/და მონაცემები არ წაიშალა ან არ განადგურდა, მონაცემთა სუბიექტს უნდა ეცნობოს მოთხოვნაზე უარის თქმის საფუძველი და განემარტოს უარის გასაჩივრების წესი.
თუ მონაცემთა სუბიექტის მოთხოვნიდან 10 სამუშაო დღის ვადაში კლინიკამ არ უზრუნველყო მისი პერსონალური მონაცემების გასწორება, განახლება ან/და შევსება, მონაცემთა სუბიექტს უნდა ეცნობოს მოთხოვნაზე უარის თქმის საფუძველი და განემარტოს უარის გასაჩივრების წესი.
მონაცემთა სუბიექტს უფლება აქვს ,,პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული უფლებებისა და დადგენილი წესების დარღვევის შემთხვევაში კანონით დადგენილი წესით მიმართოს კლინიკაში პერსონალურ მონაცემთა სუბიექტის უფლებების დაცვის კომისიას, სახელმწიფო აუდიტის სამსახურს ან/და სასამართლოს.
მონაცემთა გადატანის უფლება
მონაცემთა სუბიექტს უფლება აქვს მიმართოს კლინიკას და მოითხოვოს მისი ავტომატურად დამუშავებადი პერსონალური მონაცემების მიღება სტრუქტურიზებული, საზოგადოდ გამოყენებადი და მანქანურად წაკითხვადი ფორმატით. აგრეთვე, მონაცემთა სუბიექტს შეუძლია აღნიშნული მონაცემის გადაცემა სთხოვოს კლინიკას სხვა ისეთი პასუხისმგებელი პირისთვის, რომელიც ახორციელებს მონაცემების დამუშავებას.
X. მონაცემთა სუბიექტის უფლების შეზღუდვა
თქვენი უფლებები შესაძლოა შეიზღუდოს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, თუ ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული საქართველოს კანონმდებლობით, ამით არ ირღვევა ადამიანის ძირითადი უფლებები და თავისუფლებები, აუცილებელი და პროპორციული ზომაა დემოკრატიულ საზოგადოებაში და ამ უფლებების განხორციელებამ შეიძლება საფრთხე შეუქმნას:
- სახელმწიფო უსაფრთხოების, ინფორმაციული უსაფრთხოებისა და კიბერუსაფრთხოების ან/და თავდაცვის ინტერესებს;
- საზოგადოებრივი უსაფრთხოების ინტერესებს;
- დანაშაულის თავიდან აცილებას, დანაშაულის გამოძიებას, სისხლისსამართლებრივ დევნას, მართლმსაჯულების განხორციელებას, პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულებას, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებას და პრობაციას, ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობას;
- ქვეყნისთვის მნიშვნელოვან ფინანსურ ან ეკონომიკურ (მათ შორის, მონეტარულ, საბიუჯეტო და საგადასახადო), საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის საკითხებთან დაკავშირებულ ინტერესებს;
- თქვენ მიერ პროფესიული, მათ შორის, რეგულირებადი პროფესიის, ეთიკის ნორმების დარღვევის გამოვლენას და მისთვის პასუხისმგებლობის დაკისრებას;
- თქვენი ან სხვა პირების უფლებებსა და თავისუფლებებს, მათ შორის, გამოხატვის თავისუფლებას;
- სამართლებრივი მოთხოვნის ან შესაგებლის დასაბუთებას;
- ზემოაღნიშნულ სფეროებში მარეგულირებელი ან/და ზედამხედველობის განმახორციელებელი ორგანოების ფუნქციებისა და უფლებამოსილებების განხორციელებას;
- სახელმწიფო, კომერციული, პროფესიული და კანონით გათვალისწინებული სხვა სახის საიდუმლოებების დაცვას.
თქვენი უფლების შეზღუდვის საჭიროების შემთხვევაში, შეზღუდვას მხოლოდ იმ მოცულობით გამოვიყენებთ, რაც აუცილებელი იქნება შეზღუდვის მიზნის მისაღწევად.
XI. პერსონალურ მონაცემთა სუბიექტის უფლებების დაცვის კომისია
თქვენი უფლებების ეფექტიანად განხორციელების მიზნით კლინიკაში შექმნილია პერსონალურ მონაცემთა სუბიექტის უფლებების დაცვის კომისია.
თქვენი უფლებების განხორციელებასთან დაკავშირებით შეგიძლიათ განცხადებით ან ელ. ფოსტაზე შეტყობინების გაგზავნითა და ვებგვერდის საშუალებით მიმართოთ პერსონალურ მონაცემთა სუბიექტის უფლებების დაცვის კომისიას.
პერსონალურ მონაცემთა სუბიექტის უფლებების დაცვის კომისია გადაწყვეტილებას იღებს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონისა და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტების შესაბამისად ამ პოლიტიკით დადგენილი წესით. პერსონალურ მონაცემთა სუბიექტის უფლებების დაცვის კომისიის მიერ საკითხების განხილვა უნდა იყოს ობიექტური, სამართლიანი და მიუკერძოებელი.
XII. მონაცემთა დამუშავების კონტროლი
პერსონალურ მონაცემთა დაცვის წინამდებარე პოლიტიკასთან და ამგვარ მონაცემთა დაცვის სფეროში მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობა მოწმდება და კონტროლდება რეგულარულად. შემოწმებასა და კონტროლს ახორციელებენ კლინიკის პერსონალურ მონაცემთა სუბიექტის უფლებების დაცვის კომისია და/ან პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი.
XIII. პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი
კლინიკას საქართველოს კანონით ,,პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ დადგენილი მოთხოვნებისა და ვადის დაცვით ჰყავს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი, რომელსაც შესაძლებელია მიმართოთ განცხადებით, კითხვით, საჩივრით, რაც უკავშირდება მონაცემთა სუბიექტის პერსონალური მონაცემების დამუშავებას.
ცვლილებები პოლიტიკაში
კლინიკა იტოვებს უფლებას ნებისმიერ დროს განაახლოს აღნიშნული პოლიტიკა, რომელიც განთავსდება კლინიკის ვებგვერდზე.
ინფორმაციის მიწოდება
მომხმარებელი/პაციენტი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს მიმართოს კლინიკას წინამდებარე პოლიტიკასთან დაკავშირებული, მისთვის საჭირო ინფორმაციის მიღების მიზნით, მისამართზე: ქ. თბილისი, ალ. ყაზბეგის გამზირი №16, ელ-ფოსტაზე: info.bochorishvili@bochorishvili.ge,
ან მიმართოთ კლინიკის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერს, შპს „სამედიცინო იურიდიული საკონსულტაციო ჯგუფი“ (ს/კ 405683194), შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: mladvisoryteam@gmail.com