სერვისები
ჰემატოლოგია
ჰემატოლოგია
ჰემატოლოგია ბოჭორიშვილის კლინიკაში: სისხლის დაავადებების დიაგნოსტიკა და მკურნალობა
ჰემატოლოგია მედიცინის დარგია, რომელიც შეისწავლის სისხლს, სისხლმბად ორგანოებს და მათთან დაკავშირებულ დაავადებებს. ვახტანგ ბოჭორიშვილის კლინიკაში ჰემატოლოგიის მთავარი მიზანია სისხლის დაავადებების დროული დიაგნოსტიკა, მკურნალობა და პრევენცია.სისხლის ჯანმრთელობა მთლიანი ორგანიზმის ჯანმრთელობის მნიშვნელოვანი ნაწილია, ამიტომ მისი კონტროლი და საჭიროების შემთხვევაში სპეციალისტთან კონსულტაცია მნიშვნელოვან როლს თამაშობს ჯანმრთელობის შენარჩუნებაში.
როდის არის რეკომენდებული ჰემატოლოგთან კონსულტაცია?
ჰემატოლოგთან ვიზიტი აუცილებელია სისხლის ანალიზში ცვლილებების არსებობისას (ჰემოგლობინის, ლეიკოციტების ან თრომბოციტების რაოდენობის ცვლილება), ასევე შემდეგი სიმპტომების გამოვლენისას:- საერთო სისუსტე;
- კანისა და ხილული ლორწოვანის სიფერმკრთალე;
- ხშირი ინფექციები;
- სისხლდენა და სისხლჩაქცევები;
- ლიმფური კვანძების გადიდება;
- გაურკვეველი წარმოშობის ცხელება ან წონის კლება.
ჰემატოლოგიური მიმართულება: დიაგნოსტიკა და მკურნალობა
ბოჭორიშვილის კლინიკის ჰემატოლოგიური მიმართულება მოიცავს როგორც კეთილთვისებიანი, ასევე ავთვისებიანი სისხლის დაავადებების დიაგნოსტიკასა და მკურნალობას, მათ შორის:კეთილთვისებიანი და სისტემური დარღვევები:
- ანემიები (სხვადასხვა ეტიოლოგიის);
- თრომბოციტოპენია და თრომბოციტოზი;
- სისხლის შედედების დარღვევები და თრომბოფილიები;
- თრომბოზები.
ონკოჰემატოლოგიური დაავადებები:
- ლეიკემიები;
- ლიმფომები;
- მრავლობითი მიელომა;
- მიელოდისპლაზიური სინდრომები;
- მიელოპროლიფერაციული ნეოპლაზიები.
საკონტაქტო ინფორმაცია:
📍 მისამართი: თბილისი, ალ. ყაზბეგის გამზირი #16
📞 ტელეფონი: 032 2 312 112 ან 577 22 21 12
ქართული
English
Русский