სერვისები
ყბა-სახის ქირურგია
ყბა-სახის ქირურგია
ჩვენი დეპარტამენტი სპეციალიზებულია ყბა-სახის მიდამოს ფუნქციური და ესთეტიკური დარღვევების დიაგნოსტიკასა და ქირურგიულ მკურნალობაში. თანამედროვე სამედიცინო ტექნოლოგიებისა და ვირტუალური ქირურგიული დაგეგმარების გამოყენებით, უზრუნველყოფილია მკურნალობის მაღალი სიზუსტე, პაციენტზე ინდივიდუალური მიდგომა და ოპტიმალური კლინიკური შედეგები.
საკონტაქტო ინფორმაცია
📍 მისამართი: თბილისი, ალ. ყაზბეგის გამზირი #16
📞 ტელეფონი: 032 2 312 112 ან 577 22 21 12
სტაციონარული ქირურგიული სერვისები
ჩვენს სტაციონარში ხორციელდება რთული ქირურგიული ინტერვენციები, რომლებიც მოითხოვს მაღალტექნოლოგიურ აღჭურვილობას და მრავალპროფილურ მიდგომას:- ყბა-სახის ტრავმების მკურნალობა - სახის ძვლების მოტეხილობების, ჭრილობების ქირურგიული კორექცია;
- ინფექციების მართვა - პირის ღრუსა და ყბა-სახის მიდამოს მწვავე ინფექციების სტაციონარული მკურნალობა;
- კბილების ამოჭრის პათოლოგია - კბილების გაძნელებული ამოჭრის (რეტენცია, დისტოპია) მკურნალობა;
- ორთოგნათიული ქირურგია - თანკბილვის ანომალიების, სახის ძვლოვანი ასიმეტრიისა და სუნთქვის დარღვევების (ძილის აპნოე) ქირურგიული კორექცია;
- გენიოპლასტიკა - ნიკაპის ქირურგიული კორექცია ფორმისა და სიმეტრიის გასაუმჯობესებლად;
- იმპლანტოლოგია - დენტალური იმპლანტაცია;
- ძვლის პლასტიკა - ძვლის აუგმენტაცია, სინუს ლიფტინგი;
- საფეთქელ-ქვედა ყბის სახსარი - სახსრის პათოლოგიების კონსერვატიული და ქირურგიული მკურნალობა;
- სახის კოსმეტიკური და კორექციული ქირურგია - შეძენილი და თანდაყოლილი დეფექტების აღმოფხვრა;
- სანერწყვე ჯირკვლების პათოლოგიები - დიაგნოსტიკა, მკურნალობა;
- ჰაიმორიტი - დიაგნოსტიკა, მკურნალობა.
ამბულატორიული მომსახურება
ამბულატორიული განყოფილება უზრუნველყოფს მცირე ინვაზიურ პროცედურებსა და წინასაოპერაციო დაგეგმარებას:- კბილის ექსტრაქცია - რთული შემთხვევების მართვა (რეტენცია, დისტოპია, დაუსრულებელი ექსტრაქცია);
- რბილი ქსოვილების ქირურგია - პათოლოგიური წარმონაქმნების ამოკვეთა და ტრავმების მკურნალობა;
- მცირე ინფექციების მართვა - ლოკალური ინფექციური კერების სანაცია;
- სანერწყვე ჯირკვლები - ჯირკვლების დაავადებების დიაგნოსტიკა და ამბულატორიული მართვა;
- ორთოგნათიული ქირურგიის დაგეგმვა - ინდივიდუალური მკურნალობის გეგმის შემუშავება და ვირტუალური ოპერაციული დაგეგმარება, რაც შედეგის მაქსიმალურ სიზუსტეს განაპირობებს;
- სახის მიდამოში- კოსმეტიკური, ფუნქციური და რეკონსტრუქციული მანიპულაციები.
რატომ ბოჭორიშვილის კლინიკა?
ჩვენი კლინიკის უპირატესობაა ვირტუალური ქირურგიული დაგეგმარება, რაც პაციენტს საშუალებას აძლევს წინასწარ იხილოს მკურნალობის მოსალოდნელი შედეგი. გამოცდილი ქირურგების გუნდი და ულტრათანამედროვე აპარატურა უზრუნველყოფს თქვენს უსაფრთხოებასა და საუკეთესო კლინიკურ გამოსავალს.საკონტაქტო ინფორმაცია
📍 მისამართი: თბილისი, ალ. ყაზბეგის გამზირი #16
📞 ტელეფონი: 032 2 312 112 ან 577 22 21 12
ქართული
English
Русский