Loading...
სერვისები
პულმონოლოგია/ფთიზიატრია

 

პულმონოლოგია არის მედიცინის დარგი, რომელიც სწავლობს და მკურნალობს ფილტვებისა და სუნთქვის სისტემის სხვა ნაწილების არაინფექციურ და ინფექციურ დაავადებებს, ხოლო ფთიზიატრია რის მედიცინის დარგი, რომელიც სპეციალიზდება ტუბერკულოზის დიაგნოსტიკასა და მკურნალობაში.

 

 

ამბულატორიული მომსახურება მოიცავს შემდგომი დაავადებების დიაგნოტირებასა და მართვას:

ფილტვების ობსტრუქციული დაავადებები ასთმის, ბრონქიტის, ემფიზემის, ბრონქოექტაზების და მუკოვისციდოზის ჩათვლით;

ზედა და ქვედა საუნთქი გზების მწვავე ინფექციები: პნევმონიები, მწვავე ბრონქიტი, მწვავე ბრონქიოლიტი

ქრონიკული ხველა

პროფესიული და სხვადასხვა გარე გამღიზიანებლით გამოწვეული ფილტვის დაავადებები მტვრის ინჰალაციით, აზბესტოზით გამოწვეული დაავადებების და პროფესიული ასთმის ჩათვლით;

ემფიზემა

პლევრის სხვა დაავადებები: პლევრიტი.

სასუნთქი სისტემის ალერგიული დაავადებები მათ შორის ასთმა, ჰიპერმგრძნობელობით, ჰიპერაქტივობით და სხვადასხვა გარე ალერგიული ფაქტორით გამოწვეული დაავადებები;

  სუნთქვის დარღვევა ძილის დროს და მასთან დაკავშირებული მდგომარეობები ძილის აპნოეს სინდრომის ჩათვლით;

 

  ფილტვის, პლევრის და შუასაყარის პირველადი და მეტასტაზური ონკოპათოლოგიები;

ფილტვის და ფილტვგარეშე ტუბერკულოზი მართვის, ეპიდემიოლოგიის და პრევენციის ყველა ასპექტის გათვალისწინებით;

ფილტვის დიფუზური ინტერსტიციული დაავადებები;

ფილტვის იატროგენული დაავადება მედიკამენტებით გამოწვეული დაავადების ჩათვლით;

 ფილტვის მწვავე დაზიანებები მათ შორის რადიაციით, ინჰალაციით და ტრამვით გამოწვეული;

გენეტიკური და განვითარების პათოლოგიით გამოწვეული სასუნთქი სისტემის დაავადებები;

რესპირატორული დაავადებების პრევენცია;

 

კლინიკა გთავაზობთ:

  1. უახლესი, ულტრათანამედროვე გერმანული ფირმის (GANSHORN)-ის აპარატურით ფილტვის სრულ კვლევას, ფილტვის ფუნქციური ტესტი (სრული პლეტიზმოგრაფია)-რომელიც მოიცავს სპირომეტრიას, ფილტვის მოცულობასა და დიფუზიას CO/he საფუძველზე
  2. გულმკერდის კომპიუტერული ტომოგრაფია
  3. ლაბორატორიულ კვლევებს
  4. პლევრის ღრუს ექოსკოპიას
  5. გულმკერდის რენტგენოგრაფია
  6. Quantiferon TB Gold Plus ტესტი

 

რის საშუალებას გვაძლევს აღნიშნული კვლევები:

  • რესპირატორული სიმპტომების (ქრონიკული ხველა, ქოშინი, სტრიდორი) მიზეზების დადგენა;
  • ოპერაციული ჩარევის რისკის შეფასება;
  • ბრონქული ობსტრუქციის მონიტორინგი (განსაკუთრებით ბრონქული ასთმისა და ფქოდ-ის დროს);
  • რესტრიქციული დარღვევების მონიტორინგი ფილტვების ინტერსტიციული დაავადებების და ნერვ-კუნთოვანი აპარატის პათოლოგიების დროს;
  • ბრონქო-პულმონური პათოლოგიის მკურნალობის ეფექტურობის შეფასება;
  •  დაავადების გამოვლენა ადრეულ სტადიაზე, რათა თავიდან  ავიცილოთ შემდგომი გართულებები.

 

      აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის კლინიკა გაძლევთ შესაძლებლობას ულტრათანამედროვე აპარატურით ჩაიტაროთ კვლევები და დასვათ სწორი დიაგნოზი.

 

 

 

 

 

 

შეთავაზებები
17 დეკემბერი 2025
კომპიუტერული ტომოგრაფია (CT) ბოჭორიშვილის კლინიკაში
ვახტანგ ბოჭორიშვილის კლინიკაში კომპიუტერული ტომოგრაფია ტარდება მაღალი სიზუსტის, იაპონური აპარატით.
17 დეკემბერი 2025
პროქტოლოგიური დაავადებების ლაზერული მკურნალობა ვახტანგ ბოჭორიშვილის კლინიკაში.
პროქტოლოგიური პრობლემები ცხოვრების ხარისხს ამცირებს, მაგრამ ოპერაციის შიშის გამო პაციენტები ხშირად ექიმთან მისვლას აგვიანებენ.
15 დეკემბერი 2025
პროფესორი ელი კაკიაშვილი ბოჭორიშვილის კლინიკაში - 24-29 დეკემბერი
24-29 დეკემბერს, ბოჭორიშვილის კლინიკაში პაციენტებს მიიღებს ელი კაკიაშვილი, მოწვეული ონკოქირურგი ისრაელიდან.
10 დეკემბერი 2025
სრული გინეკოლოგიური მომსახურება ვახტანგ ბოჭორიშვილის კლინიკაში
ვახტანგ ბოჭორიშვილის კლინიკაში ხელმისაწვდომია თანამედროვე მიდგომებზე დაფუძნებული მომსახურება, რომელიც სრულად უზრუნველყოფს თქვენს გინეკოლოგიურ ჯანმრთელობას.
12 დეკემბერი 2025
ვარიკოზული ვენების მკურნალობა და ლაზერული თერაპია ბოჭორიშვილის კლინიკაში
ლაზერული თერაპია ვარიკოზული ვენების სამკურნალოდ გულისხმობს დაზიანებული ვენების დახურვას ლაზერის დახმარებით.
5 დეკემბერი 2025
შარდკენჭოვანი დაავადებების სკრინინგი და სწრაფი დიაგნოსტიკა აკადემიკოს ვახტან ბოჭორიშვილის კლინიკაში
დროული სკრინინგი შარდკენჭოვანი დაავადებების აღმოჩენასა და ეფექტურ მკურნალობაში გადამწყვეტ როლს ასრულებს.
3 დეკემბერი 2025
ბავშვის ინფექციური დაავადებები და მკურნალობა
ბავშვთა ინფექციური დაავადებების მკურნალობა ბოჭორიშვილის კლინიკაში თანამედროვე მეთოდების გამოყენებით ხდება.
2 დეკემბერი 2025
ენდოსკოპია კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებების დროული დიაგნოსტიკისთვის
ენდოსკოპია უზრუნველყოფს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის პათოლოგიების დროულ და ზუსტ შეფასებას ულტრათანამედროვე აპარატით.