სერვისები
ოფთალმოლოგია
ოფთალმოლოგია
ოფთალმოლოგია მედიცინის უმნიშვნელოვანესი დარგია, რომელიც მიზნად ისახავს თვალის აგებულების, ფუნქციისა და მხედველობის ორგანოს დაავადებების სიღრმისეულ შესწავლას. ჩვენი ოფთალმოლოგიური სამსახური მოიცავს თვალის სხვადასხვა პათოლოგიის (მხედველობის დარღვევის, თვალის ინფექციების, ტრავმების, ასაკთან დაკავშირებული ცვლილებების) პრევენციას, ზუსტ დიაგნოსტიკასა და ეფექტურ მკურნალობას.
თვალის ჯანმრთელობა გადამწყვეტ გავლენას ახდენს ადამიანის ყოველდღიური ცხოვრების ხარისხზე. ხშირად, ოფთალმოლოგიური დაავადებები საწყის ეტაპზე უსიმპტომოდ მიმდინარეობს, ამიტომ რეგულარული პროფილაქტიკური შემოწმება აუცილებელია მხედველობის შესანარჩუნებლად და პათოლოგიების ადრეული გამოვლენისთვის.
აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის კლინიკაში, თვალის დაავადებების თანამედროვე დიაგნოსტიკა და მკურნალობა მაღალი სტანდარტებით ხორციელდება. ჩვენი მთავარი მიზანია, პაციენტებს შევთავაზოთ უმაღლესი ხარისხის ოფთალმოლოგიური მომსახურება, ზუსტი დიაგნოზი და ინდივიდუალურად შერჩეული მკურნალობის გეგმა. კლინიკის ოფთალმოლოგიური განყოფილება აღჭურვილია უახლესი ევროპული წარმოების აპარატურით, რაც საშუალებას გვაძლევს ჩავატაროთ მაღალი სიზუსტის კვლევები და უზრუნველვყოთ ეფექტური შედეგები.
საკონტაქტო ინფორმაცია

პირველადი ვიზიტი ოფთალმოლოგთან: სრული შეფასება
ოფთალმოლოგთან პირველადი კონსულტაციის დროს ტარდება თვალის კომპლექსური შეფასება, რომელიც მოიცავს:- ვიზომეტრია - მხედველობის სიმახვილის ზუსტი განსაზღვრა;
- რეფრაქტომეტრია - თვალის რეფრაქციის კომპიუტერული შეფასება;
- კერატომეტრია - რქოვანას მრუდობის განსაზღვრა;
- ტონომეტრია (Icare) - თვალშიგა წნევის უმტკივნეულო გაზომვა;
- ბიომიკროსკოპია - თვალის წინა სეგმენტის დეტალური გამოკვლევა;
- ოფთალმოსკოპია - თვალის ფსკერის დათვალიერება;
- მხედველობის კორექცია - საჭიროების შემთხვევაში სათვალის პროფესიონალური შერჩევა.
აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის კლინიკის ოფთალმოლოგიური სერვისები
ჩვენი კლინიკის ოფთალმოლოგიური სამსახური პაციენტებს სთავაზობს შემდეგ დიაგნოსტიკურ და სამკურნალო მომსახურებებს:- კომპიუტერული პერიმეტრია - მხედველობის ველის სიღრმისეული კომპიუტერული კვლევა;
- შირმერის ტესტი - ცრემლის სეკრეციის შეფასება "მშრალი თვალის სინდრომის" დიაგნოსტიკისთვის;
- მარტივი და რთული სათვალის შერჩევა - ინდივიდუალურად, თქვენს საჭიროებებზე მორგებული;
- უცხო სხეულის ამოღება - რქოვანადან და კონიუნქტივადან;
- ბადურის დათვალიერება გოლდმანის ლინზით - ბადურის დეტალური ვიზუალიზაცია;
- გონიოსკოპია - თვალის წინა კამერის კუთხის გამოკვლევა გლაუკომის დიაგნოსტიკისთვის;
- სუბკონიუნქტივალური და პარაბულბარული ინექციები - თვალის სხვადასხვა მდგომარეობის სამკურნალოდ;
- მშრალი თვალის სინდრომის მკურნალობა - ლაკრიმალური საცობების გამოყენებით.
საკონტაქტო ინფორმაცია
ქართული
English
Русский