სიახლეები
მე-10 საიუბილეო სამეცნიერო კონფერენცია აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის კლინიკაში

მე-10 საიუბილეო სამეცნიერო კონფერენცია აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის კლინიკაში

24 მარტი 2026
1 წუთი კითხვის დრო
me 10 samecniero konferencia

2026 წლის 28 მარტს, დილის 09:00 საათიდან 16:30 საათამდე, აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის კლინიკაში გაიმართება საიუბილეო, რიგით მე-10 სამეცნიერო კონფერენცია, სახელწოდებით - ,,აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის კლინიკის როლი ქართული მედიცინის განვითარებაში”, რომელიც ეძღვნება აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის 102 წლისა და კლინიკის დაარსების 47 წლის იუბილეს.

პროგრამის მიზანია, სხვადასხვა დისციპლინის ექიმ-სპეციალისტის მიერ მსმენელთათვის კლინიკური მედიცინის საკითხების გაცნობა და საკუთარი გამოცდილების გაზიარება, მტკიცებულებებზე დაფუძნებული პრაქტიკის მასალების და საინტერესო კლინიკური შემთხვევების განხილვა.

სასწავლო აქტივობა აკრედიტირებულია დიპლომის შემდგომი და უწყვეტი სამედიცინო განათლების საბჭოს მიერ, შემდეგი პროფილის ექიმ-სპეციალისტებისთვის:
  • ოჯახის ექიმი
  • შინაგანი მედიცინა
  • პედიატრია
  • კარდიოლოგია
  • ნევროლოგია
  • ენდოკრინოლოგია
  • ინფექციონისტი
  • რადიოლოგი
  • ქირურგი
რომელთაც კონფერენციის დასრულების შემდეგ, მიენიჭებათ 6 (ექვსი) კრედიტ ქულა.

პროგრამა