სიახლეები
OLYMPUS EVIS X1 CV-1500 - თანამედროვე ენდოსკოპიური დიაგნოსტიკა ბოჭორიშვილის კლინიკაში

OLYMPUS EVIS X1 CV-1500 - თანამედროვე ენდოსკოპიური დიაგნოსტიკა ბოჭორიშვილის კლინიკაში

2 ივლისი 2026
2 წუთი კითხვის დრო
uaxlesi-endoskopiri-sistema-bochorishvilis-klinikashi-evis-x1-sv-1500

ენდოსკოპია თანამედროვე მედიცინაში ერთ-ერთი ყველაზე ზუსტი და ინფორმაციული დიაგნოსტიკური მეთოდია. მისი ეფექტურობა მნიშვნელოვნად დამოკიდებულია ტექნოლოგიურ შესაძლებლობებზე.

ბოჭორიშვილის კლინიკა აგრძელებს თანამედროვე სამედიცინო ტექნოლოგიების დანერგვას და პაციენტებისთვის მაღალი ხარისხის სამედიცინო სერვისების შეთავაზებას. კლინიკაში ენდოსკოპიური კვლევები უკვე ბოლო თაობის OLYMPUS EVIS X1 CV-1500 სისტემით ტარდება - 4K UHD გარჩევადობის უახლესი აპარატურით, რომელიც უზრუნველყოფს მაღალ სიზუსტეს, დეტალიზაციასა და დიაგნოსტიკურ შესაძლებლობებს.

კლინიკა მუდმივად ნერგავს ინოვაციურ ტექნოლოგიებს, რათა პაციენტმა მიიღოს სწრაფი, ზუსტი და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი მომსახურება.

ენდოსკოპიური დიაგნოსტიკის ახალი სტანდარტი 

EVIS X1 CV-1500 არის თანამედროვე ენდოსკოპიური ვიდეო სისტემა, რომელშიც ვიდეოპროცესორი და LED სინათლის წყარო ერთ მოწყობილობაშია გაერთიანებული. სისტემა უზრუნველყოფს მაღალი გარჩევადობის ვიზუალიზაციას და მრავალფეროვან დიაგნოსტიკურ რეჟიმს, რაც ექიმს საშუალებას აძლევს:

  • დეტალურად შეაფასოს ლორწოვანი გარსის მდგომარეობა;
  • გამოავლინოს მცირე ზომის პათოლოგიური ცვლილებები ადრეულ ეტაპზე;
  • ჩაატაროს ზუსტი დიაგნოსტიკა და საჭიროების შემთხვევაში დაუყოვნებლივ დაიწყოს შესაბამისი მკურნალობა.

რა უპირატესობები აქვს ენდოსკოპიურ სისტემას?

OLYMPUS EVIS X1 CV-1500 წარმოადგენს ახალი თაობის სისტემას, რომელიც 5 სხვადასხვა LED-ის კომბინაციით ენდოსკოპიურ დიაგნოსტიკაში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს. აპარატი გამოირჩევა ისეთი თანამედროვე ვიზუალიზაციის რეჟიმებით,  როგორებიცაა: 

  • TXI - ტექსტურისა და ფერის გაუმჯობესებული ვიზუალიზაცია 

  • RDI - წითელი დიქრომატული გამოსახულება
  • BAI-MAC - სიკაშკაშის რეგულირება და კონტრასტის შენარჩუნება 
  • AFI - ავტოფლუორესცენციული ვიზუალიზაცია
  • NBI - ვიწრო სპექტრის ვიზუალიზაცია

რაში გამოიყენება EVIS X1 ბოჭორიშვილის კლინიკაში?

ბოჭორიშვილის კლინიკაში OLYMPUS EVIS X1 CV-1500 გამოიყენება სამი ძირითადი მიმართულებით, რაც პაციენტს საშუალებას აძლევს ერთ სივრცეში მიიღოს როგორც დიაგნოსტიკური, ისე სამკურნალო პროცედურები უახლესი ტექნოლოგიების გამოყენებით.

გასტროენტეროლოგია

სისტემა უზრუნველყოფს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მაღალი სიზუსტის დიაგნოსტიკას - ადრეული პათოლოგიების გამოვლენიდან სრულფასოვან შეფასებამდე. 

თერაპიული ენდოსკოპია

დიაგნოსტიკის გარდა, სისტემა საშუალებას იძლევა ერთი პროცედურის ფარგლებში განხორციელდეს მკურნალობაც მინიმალური ინვაზიური ჩარევით

პულმონოლოგია

EVIS X1 ასევე გამოიყენება სასუნთქი სისტემის ენდოსკოპიური კვლევებისთვისაც - მცირე დიამეტრის ბრონქებამდეც კი მაღალი გარჩევადობის გამოსახულების წყალობით

უახლესი თაობის ენდოსკოპიური სისტემა OLYMPUS EVIS X1 CV-1500 ბოჭორიშვილის კლინიკის ენდოსკოპიური სერვისების განვითარების მიმართულებით კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია. თანამედროვე აპარატი უზრუნველყოფს პაციენტებისთვის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის ზუსტ და უსაფრთხო კვლევებს.

გაიგეთ მეტი OLYMPUS EVIS X1 CV-1500-ის შესაძლებლობებზე - დეტალური სტატია