გადასვლა ძირითად შიგთავსზე

სრული გინეკოლოგიური მომსახურება ვახტანგ ბოჭორიშვილის კლინიკაში

ვახტანგ ბოჭორიშვილის კლინიკაში ხელმისაწვდომია თანამედროვე მიდგომებზე დაფუძნებული მომსახურება, რომელიც სრულად უზრუნველყოფს თქვენს გინეკოლოგიურ ჯანმრთელობას.


10 დეკემბერი 2025
0322 312 112
სრული გინეკოლოგიური მომსახურება ვახტანგ ბოჭორიშვილის კლინიკაში


ქალის სიმშვიდისა და კეთილდღეობისთვის გინეკოლოგიური ჯანმრთელობა ძალიან მნიშვნელოვანია. ამიტომ, აუცილებელია რომ ყურადღება მიექცეს ისეთ სიმპტომებს, როგორებიცაა:

  • გამონადენი საშოდან;

  • ტკივილი წელის ან მუცლის ქვედა ნაწილში;

  • არარეგულარული, მტკივნეული ან ჭარბი მენსტრუაცია;

  • კონტაქტური სისხლდენა.

გართულებების დროულად აღმოსაჩენად და ინდივიდუალური მკურნალობისთვის ვახტანგ ბოჭორიშვილის კლინიკა გთავაზობთ სრულ მომსახურებას:

  1. გინეკოლოგის კონსულტაცია - პირადი შეხვედრა სპეციალისტთან, რომელიც ზუსტად შეაფასებს სიმპტომებს და, საჭიროების შემთხვევაში, განსაზღვრავს მკურნალობის გეგმას;

  2. ვაგინალური ან ტრანსაბდომინური ექოსკოპია – უახლესი ტექნოლოგიით ჩატარებული ულტრაბგერითი კვლევა, რომელიც საშუალებას იძლევა დეტალურად შეფასდეს მცირე მენჯის ღრუს ორგანოების, უფრო ზუსტად, საშვილოსნოს, საკვერცხეების და ფალოპის მილების მდგომარეობა;

  3. საშოს ნაცხის ბაქტერიოსკოპია – მიკრობიოლოგიური კვლევა, რომელიც საჭიროა ინფექციების და ანთებითი პროცესების გამოსავლენად;

  4. პაპ-ტესტი – ციტოლოგიური გამოკვლევა, რომელიც ხელს უწყობს საშვილოსნოს ყელის კიბოს დროულად აღმოჩენას.

კვლევის შედეგების საფუძველზე ექიმი პაციენტს აძლევს რეკომენდაციებს ან უნიშნავს მკურნალობის გეგმას, რათა პრობლემა მაქსიმალურად სწრაფად და ეფექტურად მოგვარდეს.

დამატებითი ინფორმაციისთვის ან ვიზიტის დასაჯავშნად გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ:

032 2 312 112 ან 577 22 21 12;

მისამართი: ქ. თბილისი, საბურთალო, ალ. ყაზბეგის 16.

0322 312 112

სხვა შეთავაზებები