ენდოსკოპია კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებების დროული დიაგნოსტიკისთვის
ენდოსკოპია უზრუნველყოფს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის პათოლოგიების დროულ და ზუსტ შეფასებას ულტრათანამედროვე აპარატით.

ენდოსკოპიური კვლევა წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან მეთოდს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებების დროული აღმოჩენისა და შეფასებისთვის.
ასეთი კვლევა საშუალებას იძლევა ზუსტად შეფასდეს ლორწოვანი გარსის მდგომარეობა, გამოვლინდეს ანთებითი ცვლილებები, ეროზიები, წყლულები, პოლიპები და სხვა პათოლოგიები.
რა პროცედურებს მოიცავს ენდოსკოპია?
გასტროსკოპიას - საყლაპავის, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის შესაფასებლად. ასეთი კვლევა ექიმს ეხმარება ისეთი მდგომარეობების დიაგნოსტირებაში, როგორიცაა რეფლუქსი, გასტრიტი, წყლულოვანი დაავადება, სისხლდენა და სხვა ზედა საჭმლის მომნელებელი სისტემის პათოლოგიები;
კოლონოსკოპიას - სწორი ნაწლავის, მსხვილი ნაწლავის და წვრილი ნაწლავის ბოლო ნაწილის დასათვალიერებლად. ხშირად გამოიყენება პოლიპების აღმოჩენისა და ამოღებისთვის, კოლიტების, დივერტიკულიტის, სისხლიანი განავლის მიზეზებისა და სხვა ქვედა ნაწლავის პრობლემების დასადგენად.
„აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის კლინიკაში“ ენდოსკოპიური კვლევები ტარდება ულტრათანამედროვე ციფრული აპარატით - Olympus Exera III. ამ ტექნოლოგიის უპირატესობები გულისხმობს:
- მაღალი გარჩევადობის გამოსახულებას;
- ლორწოვანი გარსის ცვლილებების ზუსტ ვიზუალიზაციას;
- უსაფრთხო და კომფორტულ პროცედურას.
დამატებითი ინფორმაციისთვის ან ვიზიტის დასაჯავშნად, გთხოვთ, დაგვირეკოთ ნომერზე: 032 2 312 112 ან 577 22 21 12
მისამართი: ქ. თბილისი, საბურთალო, ალ. ყაზბეგის 16.
სხვა შეთავაზებები
ამბულატორიული სერვისები აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის კლინიკაში – ხელმისაწვდომია შაბათს და საღამოს საათებშიცკლინიკა უზრუნველყოფს პროფესიონალი ექიმების კონსულტაციებსა და ამბულატორიულ კვლევებს 24/7 რეჟიმში.
ბავშვის ინფექციური დაავადებები და მკურნალობაბავშვთა ინფექციური დაავადებების მკურნალობა ბოჭორიშვილის კლინიკაში თანამედროვე მეთოდების გამოყენებით ხდება.
ინფექციონისტები თქვენს სამსახურშიგაციების, მაღალი ტემპერატურის ან უცაბედი სისუსტის დროს ხშირად ინფექციონისტების ჩარევა ხდება საჭირო, დაავადების დროულად გამოსავლენად და მკურნალობის დასაწყებად.
შარდკენჭოვანი დაავადებების სკრინინგი და სწრაფი დიაგნოსტიკა აკადემიკოს ვახტან ბოჭორიშვილის კლინიკაშიდროული სკრინინგი შარდკენჭოვანი დაავადებების აღმოჩენასა და ეფექტურ მკურნალობაში გადამწყვეტ როლს ასრულებს.
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დიაგნოსტიკა ბოჭორიშვილის კლინიკაშიბოჭორიშვილის კლინიკაში კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დეტალური დიაგნოსტიკა თანამედროვე აპარატურითა და გამოცდილი სპეციალისტების მონაწილეობით
ვარიკოზული ვენების მკურნალობა და ლაზერული თერაპია ბოჭორიშვილის კლინიკაშილაზერული თერაპია ვარიკოზული ვენების სამკურნალოდ გულისხმობს დაზიანებული ვენების დახურვას ლაზერის დახმარებით.