პროქტოლოგიური დაავადებების ლაზერული მკურნალობა ვახტანგ ბოჭორიშვილის კლინიკაში.
პროქტოლოგიური პრობლემები ცხოვრების ხარისხს ამცირებს, მაგრამ ოპერაციის შიშის გამო პაციენტები ხშირად ექიმთან მისვლას აგვიანებენ.

თანამედროვე სამედიცინო ტექნოლოგიების განვითარებამ დღეს უკვე შესაძლებელი გახადა ამ პათოლოგიების მკურნალობა უფრო უსაფრთხოდ, სწრაფად და მინიმალური ტკივილით.
ვახტანგ ბოჭორიშვილის კლინიკა პროქტოლოგიური პრობლემების მართვისთვის იყენებს ლაზერულ მეთოდს - ინოვაციურ ტექნოლოგიას, რომელიც გამოირჩევა მაღალი ეფექტიანობით, მცირე ტრავმულობით და მოკლე რეაბილიტაციის პერიოდით.
პროქტოლოგიური პათოლოგიების ყველაზე ხშირი სიმპტომებია:
-
ტკივილი ან დისკომფორტი სწორი ნაწლავის არეში;
-
ქავილი და წვა;
-
სისხლდენა;
-
ჩირქოვანი ან ლორწოვანი გამონადენი;
-
დეფეკაციის გაძნელება.
ამ ნიშნების გამოვლენის შემთხვევაში რეკომენდებულია დროულად მიმართოთ სპეციალისტს, რადგან ადრეულ ეტაპზე მკურნალობა გაცილებით მარტივი და ეფექტიანია.
ლაზერული ტექნოლოგია საგრძნობლად ამცირებს სარეაბილიტაციოდ განსაზღვრულ პერიოდს. შესაბამისად, საშუალებას იძლევა, პაციენტმა სტაციონარი დატოვოს ერთ დღეში და სწრაფად დაუბრუნდეს ყოველდღიურ ცხოვრებას
ჩვენს კლინიკაში ხელმისაწვდომია შემდეგი ტიპის ლაზერული პროცედურები:
-
ბუასილის ლაზერული მკურნალობა;
-
სწორი ნაწლავის ფისტულის ლაზერული მკურნალობა;
-
გავა-კუდუსუნის კისტის ლაზერული მოცილება.
თითოეული მათგანი ტარდება თანამედროვე აპარატურითა და კვალიფიციური სპეციალისტების ზედამხედველობით.
დამატებითი ინფორმაციისთვის ან ვიზიტის დასაჯავშნად, გთხოვთ, დაგვირეკოთ ნომერზე: 032 2 312 112 ან 577 22 21 12;
მისამართი: ქ. თბილისი, საბურთალო, ალ. ყაზბეგის 16.
სხვა შეთავაზებები
სრული გინეკოლოგიური მომსახურება ვახტანგ ბოჭორიშვილის კლინიკაშივახტანგ ბოჭორიშვილის კლინიკაში ხელმისაწვდომია თანამედროვე მიდგომებზე დაფუძნებული მომსახურება, რომელიც სრულად უზრუნველყოფს თქვენს გინეკოლოგიურ ჯანმრთელობას.
კომპიუტერული ტომოგრაფია (CT) ბოჭორიშვილის კლინიკაშივახტანგ ბოჭორიშვილის კლინიკაში კომპიუტერული ტომოგრაფია ტარდება მაღალი სიზუსტის, იაპონური აპარატით.
ვარიკოზული ვენების მკურნალობა და ლაზერული თერაპია ბოჭორიშვილის კლინიკაშილაზერული თერაპია ვარიკოზული ვენების სამკურნალოდ გულისხმობს დაზიანებული ვენების დახურვას ლაზერის დახმარებით.
თავის ტვინის კომპიუტერული ტომოგრაფია და ნევროლოგის კონსულტაცია - თბილისში, ბოჭორიშვილის კლინიკაშიჩაიტარეთ თავის ტვინის კომპიუტერული ტომოგრაფია და მიიღეთ ნევროლოგის კონსულტაცია ერთ ვიზიტში ბოჭორიშვილის კლინიკაში, თბილისში.
შარდკენჭოვანი დაავადებების სკრინინგი და სწრაფი დიაგნოსტიკა აკადემიკოს ვახტან ბოჭორიშვილის კლინიკაშიდროული სკრინინგი შარდკენჭოვანი დაავადებების აღმოჩენასა და ეფექტურ მკურნალობაში გადამწყვეტ როლს ასრულებს.
გულმკერდის კომპიუტერული ტომოგრაფია პულმონოლოგის კონსულტაციასთან ერთად თბილისშიგულმკერდის კომპიუტერული ტომოგრაფია და პულმონოლოგის კონსულტაცია ერთ ვიზიტში ბოჭორიშვილის კლინიკაში, თბილისში. ჩაწერა მარტივად.