სიახლეები
ACUSON Sequoia - სიახლე ბოჭორიშვილის კლინიკაში და ახალი სტანდარტი ექოსკოპიაში

ACUSON Sequoia - სიახლე ბოჭორიშვილის კლინიკაში და ახალი სტანდარტი ექოსკოპიაში

23 თებერვალი 2026
4 წუთი კითხვის დრო
eqsoskopiis-aparati-simens-sequoia-tbilisshi

ულტრაბგერითი კვლევა (ექოსკოპია) იგივე “ეხოსკოპია” თანამედროვე მედიცინაში ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი, უსაფრთხო და ინფორმაციული დიაგნოსტიკური მეთოდია. მისი ეფექტურობა დიდწილად დამოკიდებულია აპარატურის ტექნოლოგიურ შესაძლებლობებსა და ექიმის გამოცდილებაზე. 

სწორედ ამიტომ, ბოჭორიშვილის კლინიკაში ექოსკოპია ახლა უკვე ტარდება ACUSON Sequoia-ს გამოყენებით, უახლესი თაობის ულტრაბგერითი სისტემით, რომელიც აერთიანებს სიზუსტესა და სიღრმისეულ ვიზუალიზაციას.

ბოჭორიშვილის კლინიკა მუდმივად ნერგავს ინოვაციურ ტექნოლოგიებს, რათა პაციენტმა სწორი დიაგნოზი უმოკლეს დროში მიიღოს.

რა არის ACUSON Sequoia და რა განასხვავებს მას სტანდარტული ექოსკოპისგან?

ACUSON Sequoia არის პრემიუმ კლასის ულტრაბგერითი სისტემა, რომელიც შექმნილია რთული კლინიკური შემთხვევების ზუსტი შეფასებისთვის. აპარატი იყენებს ბიოაკუსტიკურ (BioAcoustic) ტექნოლოგიას, რაც ნიშნავს, რომ ის ადაპტირდება თითოეული პაციენტის ანატომიურ და ბიოლოგიურ მახასიათებლებთან.

სტანდარტული ექოსკოპისგან განსხვავებით, ACUSON Sequoia უზრუნველყოფს:

  • ღრმა დიაგნოსტიკას 55 სმ-მდე სიღრმეზე;
  • ფერადი დოპლერის მგრძნობელობის 73%-ით გაზრდას;
  • მკაფიო გამოსახულებას რთულ ანატომიურ პირობებშიც;
  • ავტომატურ გაზომვასა და ანალიზს ხელოვნური ინტელექტის მხარდაჭერით.

ეს ტექნოლოგიური შესაძლებლობები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მაშინ, როდესაც საქმე რთული დიაგნოზის მქონე პაციენტებს ეხებათ.

რატომ არის აპარატურის ხარისხი მნიშვნელოვანი ექოსკოპიის სიზუსტისთვის?

ულტრაბგერითი კვლევის დროს მიღებული გამოსახულების ხარისხი პირდაპირ განსაზღვრავს დიაგნოზის სიზუსტეს. რაც უფრო მაღალია აპარატის რეზოლუცია, მით უფრო დეტალურად ფასდება ორგანოების მდგომარეობა.

ACUSON Sequoia-ს ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა InFocus ტექნოლოგიაა, რომელიც უზრუნველყოფს მაქსიმალურ ფოკუსს ნებისმიერ სიღრმეზე. შედეგად, გამოსახულება რჩება მკაფიო როგორც ზედაპირული დათვალიერებისას, ასევე, სიღრმისეული გამოკვლევისას.

უახლეს აპარატურასთან ერთად, ბოჭორიშვილის კლინიკა გთავაზობს: 

  • დაავადების ადრეული აღმოჩენის გარანტს;
  • ცდომილების რისკის შემცირებას;
  • კვლევის განმეორების ნაკლებ შანსს.

როგორ აუმჯობესებს ხელოვნური ინტელექტი (AI) დიაგნოსტიკას?

ACUSON Sequoia იყენებს ხელოვნური ინტელექტის მხარდაჭერას, რისი დახმარებითაც შეგვიძლის:

  • მუცლის ღრუს ორგანოების სკანირება 17 ხედით;
  • სტრუქტურების ავტომატური შემოსაზღვრა;
  • ღვიძლის ცხიმოვანი მაჩვენებლის (UDFF) წამებში განსაზღვრა.

AI ტექნოლოგია ექიმს ეხმარება სწრაფად მიიღოს ზუსტი მონაცემები. ბოჭორიშვილის კლინიკაში ინოვაციური მიდგომა ტექნოლოგიასა და პროფესიონალიზმს აერთიანებს, რაც თანამედროვე სტანდარტებს სრულად პასუხობს.

რა კვლევების ჩატარებაა შესაძლებელი ACUSON Sequoia-ით?

ACUSON Sequoia მრავალფუნქციური სისტემაა და გამოიყენება სხვადასხვა მიმართულებით:

მუცლის ღრუს ექოსკოპია

შესაძლებელია ღვიძლის, ნაღვლის ბუშტის, კუჭქვეშა ჯირკვლის, ელენთის, თირკმლებისა და შარდის ბუშტის დეტალური შეფასება. მაღალი სიზუსტე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სიმსივნური, ანთებითი და სტრუქტურული ცვლილებების აღმოჩენისას.

დოპლეროგრაფია

ფერადი დოპლერის 73%-ით გაუმჯობესებული მგრძნობელობა უზრუნველყოფს სისხლის ნაკადის უფრო ზუსტ შეფასებას. გამოიყენება:

  • ქვედა კიდურების ვენების კვლევისას;
  • კისრის სისხლძარღვების შეფასებისას;
  • თირკმლის არტერიების დიაგნოსტიკისას;
  • ორსულობის მონიტორინგისას.

ფარისებრი ჯირკვლის ექოსკოპია

მაღალი რეზოლუციის ვიზუალიზაცია იძლევა კვანძოვანი წარმონაქმნების ადრეულ გამოვლენისა და ქსოვილის სტრუქტურის დეტალური შეფასების საშუალებას. 

სარძევე ჯირკვლის კვლევა

Breast Elastography ტექნოლოგია ეხმარება ექიმს ეჭვქვეშ მყოფი უბნების დაყოფასა და ქსოვილის სიმკვრივის შეფასებაში, რაც დიაგნოსტიკის ხარისხს მნიშვნელოვნად ზრდის.

სახსრებისა და რბილი ქსოვილების ექოსკოპია

რეალურ დროში შესაძლებელია ანთებითი, ტრავმული და დეგენერაციული ცვლილებების შეფასება.

როგორ უზრუნველყოფს ACUSON Sequoia პაციენტის კომფორტს?

 ბოჭორიშვილის კლინიკაში ყველა კვლევა ტარდება ინდივიდუალური კლინიკური საჭიროების გათვალისწინებით, ACUSON Sequoia-თან ერთად, ჩვენ უზრუნველვყოფთ:

  • სწრაფ კვლევას შემცირებული ლოდინის დროით;
  • ორგანოების ავტომატურ გაზომვას, რაც ამცირებს პროცედურის ხანგრძლივობას;
  • კომფორტულ, არაინვაზიურ და უმტკივნეულო პროცესს.

გარდა ამისა, სისტემა ამცირებს ექიმის ფიზიკურ დატვირთვას დაახლოებით 70%-ით, რაც მის მუშაობას მთელი დღის განმავლობაში უფრო ეფექტურს ხდის.

რა როლი აქვს ექოსკოპიას პრევენციაში?

ულტრაბგერითი კვლევა მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია დაავადებების ადრეული გამოვლენისთვის. რეგულარული მუცლის ღრუს ექოსკოპია, ფარისებრი ჯირკვლის შეფასება ან დოპლეროგრაფია საშუალებას იძლევა გამოვლინდეს პათოლოგიური ცვლილებები სიმპტომების გამოჩენამდე.

ACUSON Sequoia-ს ტექნოლოგია ამ პროცესს კიდევ უფრო ამარტივებს ხდის, რადგან მცირე ზომის სტრუქტურული ცვლილებებიც კი მკაფიოდ ჩანს.

ბოჭორიშვილის კლინიკა განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს პრევენციულ მედიცინას და პაციენტს სთავაზობს სრულყოფილ დიაგნოსტიკურ მომსახურებას ერთ სივრცეში.

რატომ არის ბოჭორიშვილის კლინიკა სწორი არჩევანი ACUSON Sequoia-ით ექოსკოპიისთვის?

ბოჭორიშვილის კლინიკა აერთიანებს სამ მნიშვნელოვან კომპონენტს:
ინოვაციურ ტექნოლოგიას, პროფესიონალ გუნდსა და პაციენტზე ორიენტირებულ სერვისს.

ჩვენთან პაციენტს ეძლევა დეტალური განმარტება კვლევის პროცესისა და შედეგების შესახებ. ACUSON Sequoia-ს შესაძლებლობები კლინიკაში სრულად გამოიყენება გამოცდილი რადიოლოგების მიერ, კლინიკის მომსახურება არ შემოიფარგლება მხოლოდ კვლევით, პაციენტი იღებს სრულ ინფორმაციულ მხარდაჭერას, კონსულტაციასა და მკურნალობის დაგეგმვის შესაძლებლობას.

თანამედროვე ექოსკოპია დღეს ნიშნავს არამხოლოდ გამოსახულებას, არამედ სწორ, დროულ და სანდო დიაგნოზს.

ბოჭორიშვილის კლინიკაში ACUSON Sequoia სწორედ ამ სტანდარტს ქმნის - სიზუსტის, უსაფრთხოებისა და მაღალი ხარისხის სამედიცინო მომსახურების.

დაჯავშნეთ ვიზიტი მარტივად: 032 2 312 112 | 577 22 21 12
ქ. თბილისი, საბურთალო, ალ. ყაზბეგის 16