სიახლეები
მუხლის სახსრის ართროსკოპიული მკურნალობა ბოჭორიშვილის კლინიკაში

მუხლის სახსრის ართროსკოპიული მკურნალობა ბოჭორიშვილის კლინიკაში

6 აგვისტო 2026
2 წუთი კითხვის დრო

ბოჭორიშვილის კლინიკის ორთოპედ-ტრავმატოლოგიურ დეპარტამენტში დაინერგა და წარმატებით ხორციელდება მუხლის სახსრის თანამედროვე ართროსკოპიული პროცედურები.

ართროსკოპია არის მინიმალურად ინვაზიური ქირურგიული მეთოდი, რომლის დროსაც სპეციალური ოპტიკური ინსტრუმენტის - ართროსკოპის საშუალებით ხდება მუხლის სახსრის შიდა სტრუქტურების დათვალიერება და საჭიროების შემთხვევაში დაზიანებული უბნების მკურნალობა.

მუხლის სახსრის ზუსტი დიაგნოსტიკა და ეფექტური მკურნალობა

მუხლის სახსრის პრობლემები ხშირად იწვევს ტკივილს, მოძრაობის შეზღუდვას, შეშუპებასა და ფიზიკური აქტივობის გაუარესებას. ართროსკოპიული მიდგომა ექიმს საშუალებას აძლევს, ზუსტად შეაფასოს სახსრის შიდა სტრუქტურების მდგომარეობა და საჭიროების შემთხვევაში, იმავე პროცედურის ფარგლებში განახორციელოს შესაბამისი მკურნალობა.

მეთოდი გამოიყენება შემდეგი პათოლოგიების სამკურნალოდ:

  • მენისკის დაზიანებისას;
  • სინოვიალური გარსის პათოლოგიების დროს;
  • წინა ჯვარედინი იოგის (ACL) დაზიანებისას;
  • სახსარში თავისუფალი სხეულების არსებობისას;
  • სასახსრე ხრტილის დაზიანებისას.

ართროსკოპიის უპირატესობები პაციენტისთვის

მუხლის სახსრის ართროსკოპიული მკურნალობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი უპირატესობაა მისი ნაკლებტრავმულობა. პროცედურა ტარდება მცირე ზომის განაკვეთების საშუალებით, რაც ამცირებს ქსოვილების დაზიანებას და ხელს უწყობს უფრო კომფორტულ აღდგენას. 

მეთოდი, როგორც წესი, დაკავშირებულია ხანმოკლე ჰოსპიტალიზაციის პერიოდთან და პაციენტს საშუალებას აძლევს, შედარებით სწრაფად დაუბრუნდეს ყოველდღიურ აქტივობას.

მუხლის ართროსკოპია ხორციელდება თანამედროვე 4K ართროსკოპიული სისტემის - Olympus Visera 4K UHD OtV-S400 გამოყენებით, რომელიც უზრუნველყოფს მკაფიო და დეტალურ ვიზუალიზაციას. მაღალი ხარისხის გამოსახულება ექიმს საშუალებას აძლევს, ზუსტად შეაფასოს სახსრის სტრუქტურა და ჩაატაროს ეფექტური მკურნალობა.

ბოჭორიშვილის კლინიკის ორთოპედ-ტრავმატოლოგიური დეპარტამენტი პაციენტებს სთავაზობს თანამედროვე სამედიცინო ტექნოლოგიებზე დაფუძნებულ მომსახურებას.

მუხლის სახსრის ტკივილის, ტრავმის ან მოძრაობის შეზღუდვის შემთხვევაში მნიშვნელოვანია დროული კონსულტაცია ორთოპედ-ტრავმატოლოგთან, რათა სწორად შეფასდეს მდგომარეობა და შეირჩეს ეფექტური მკურნალობის მეთოდი.

☎️ ვიზიტის დასაჯავშნად დაგვიკავშირდით:
032 2 312 112 |  577 22 21 12

📍 ალ. ყაზბეგის 16, თბილისი