შეთავაზებები
გულმკერდის კომპიუტერული ტომოგრაფია პულმონოლოგის კონსულტაციასთან ერთად თბილისში
გულმკერდის კომპიუტერული ტომოგრაფია პულმონოლოგის კონსულტაციასთან ერთად თბილისში
თუ გაწუხებთ ხანგრძლივი ხველა, სუნთქვის გაძნელება, გულმკერდის ტკივილი ან ხშირად გაქვთ ფილტვების ინფექციები - დროული დიაგნოსტიკა გადამწყვეტია.
ბოჭორიშვილის კლინიკაში შეგიძლიათ ჩაიტაროთ:
-
გულკერდის კომპიუტერული ტომოგრაფია (CT კვლევა)
-
პულმონოლოგის კონსულტაცია ერთ პაკეტში
ყველაფერი ერთ სივრცეში - სწრაფად, ზუსტად და პროფესიონალურად.
📍 მომსახურება ხელმისაწვდომია თბილისში, “აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის” მრავალპროფილურ კლინიკაში.
რატომ არის გულკერდის CT კვლევა მნიშვნელოვანი?
გულკერდის კომპიუტერული ტომოგრაფია წარმოადგენს თანამედროვე გამოსახულების დიაგნოსტიკის ყველაზე ზუსტ მეთოდს, რომელიც საშუალებას გვაძლევს დეტალურად დავინახოთ:
-
ფილტვების ქსოვილი;
-
ბრონქები;
-
პლევრა;
-
ანთებითი პროცესები;
-
სიმსივნური წარმონაქმნები;
-
პნევმონია და COVID-ის შემდგომი გართულებები;
-
ტუბერკულოზის ნიშნები.
CT კვლევა ხშირად ავლენს დაავადებას მანამდე, სანამ სიმპტომები გამწვავდება.
ვის სჭირდება პულმონოლოგის კონსულტაცია?
პულმონოლოგი არის ექიმი, რომელიც სპეციალიზდება ფილტვებისა და სასუნთქი სისტემის დაავადებების დიაგნოსტიკასა და მკურნალობაში.
კონსულტაცია რეკომენდებულია, თუ გაქვთ:
-
ხველა 2 კვირაზე მეტი ხნის განმავლობაში;
-
ქოშინი ან ჰაერის უკმარისობა;
-
ხშირი ბრონქიტი ან პნევმონია;
-
თამბაქოს მოხმარების ისტორია;
-
ალერგიული ან ასთმური სიმპტომები;
-
ფილტვების ინფექციის გადატანის შემდეგ გართულებები.
ერთ პაკეტში - კომპიუტერული ტომოგრაფია + ექიმის შეფასება
ბოჭორიშვილის კლინიკაში თქვენ მიიღებთ სრულ სერვისს ერთ ვიზიტში:
-
თანამედროვე აპარატურით ჩატარებულ გულმკერდის კომპიუტერულ ტომოგრაფიას;
-
გამოცდილ პულმონოლოგთან კონსულტაციას;
-
კვლევის შედეგების ზუსტ ანალიზს;
-
ინდივიდუალურ რეკომენდაციებს და საჭირო მკურნალობის გეგმას.
რატომ ბოჭორიშვილის კლინიკა?
ბოჭორიშვილის კლინიკა ერთ-ერთი წამყვანი სამედიცინო ცენტრია საქართველოში, რომელიც გამოირჩევა:
-
მაღალკვალიფიციური ექიმებით
-
უახლესი დიაგნოსტიკური ტექნოლოგიებით
-
სწრაფი მომსახურებით
- პაციენტზე მორგებული მიდგომით
📍 მისამართი: ალ. ყაზბეგის 16, თბილისი
📲 ჩაწერა შესაძლებელია მარტივად - დაგვიკავშირდით 032 2 312 112 ან 577 22 21 12
ქართული
English
Русский