პროქტოლოგიური დაავადებების ლაზერული მკურნალობა ვახტანგ ბოჭორიშვილის კლინიკაში.
პროქტოლოგიური დაავადებების ლაზერული მკურნალობა ვახტანგ ბოჭორიშვილის კლინიკაში.
17 დეკემბერი 2025
თანამედროვე სამედიცინო ტექნოლოგიების განვითარებამ დღეს უკვე შესაძლებელი გახადა ამ პათოლოგიების მკურნალობა უფრო უსაფრთხოდ, სწრაფად და მინიმალური ტკივილით.
ვახტანგ ბოჭორიშვილის კლინიკა პროქტოლოგიური პრობლემების მართვისთვის იყენებს ლაზერულ მეთოდს - ინოვაციურ ტექნოლოგიას, რომელიც გამოირჩევა მაღალი ეფექტიანობით, მცირე ტრავმულობით და მოკლე რეაბილიტაციის პერიოდით.
პროქტოლოგიური პათოლოგიების ყველაზე ხშირი სიმპტომებია:
ტკივილი ან დისკომფორტი სწორი ნაწლავის არეში;
ქავილი და წვა;
სისხლდენა;
ჩირქოვანი ან ლორწოვანი გამონადენი;
დეფეკაციის გაძნელება.
ამ ნიშნების გამოვლენის შემთხვევაში რეკომენდებულია დროულად მიმართოთ სპეციალისტს, რადგან ადრეულ ეტაპზე მკურნალობა გაცილებით მარტივი და ეფექტიანია.
ლაზერული ტექნოლოგია საგრძნობლად ამცირებს სარეაბილიტაციოდ განსაზღვრულ პერიოდს. შესაბამისად, საშუალებას იძლევა, პაციენტმა სტაციონარი დატოვოს ერთ დღეში და სწრაფად დაუბრუნდეს ყოველდღიურ ცხოვრებას
ჩვენს კლინიკაში ხელმისაწვდომია შემდეგი ტიპის ლაზერული პროცედურები:
ბუასილის ლაზერული მკურნალობა;
სწორი ნაწლავის ფისტულის ლაზერული მკურნალობა;
გავა-კუდუსუნის კისტის ლაზერული მოცილება.
თითოეული მათგანი ტარდება თანამედროვე აპარატურითა და კვალიფიციური სპეციალისტების ზედამხედველობით.
დამატებითი ინფორმაციისთვის ან ვიზიტის დასაჯავშნად, გთხოვთ, დაგვირეკოთ ნომერზე: 032 2 312 112 ან 577 22 21 12; მისამართი: ქ. თბილისი, საბურთალო, ალ. ყაზბეგის 16.
ვებ გვერდი იყენებს „ქუქი“ ჩანაწერებს, რომელიც მომხმარებელთა უკეთესი გამოცდილების შესაქმნელად, პერსონალური რეკლამირებისთვის და ვებ გვერდის ანალიტიკისთვის გამოიყენება. იხილეთ პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკა
იხილეთ პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკა