Loading...
სერვისები
ჩირქოვანი ქირურგია

ჩირქოვანი ქირურგიის განყოფილება არის სპეციალიზებული დანაყოფი, რომელიც ახორციელებს რთული ინფექციური დაავადებების მქონე პაციენტების დიაგნოსტიკას, ქირურგიულ მკურნალობასა და ხანგრძლივ მოვლას.  აქ მკურნალობენ ფართო სპექტრის რთულ ინფექციებს, რომლებიც აზიანებენ რბილ ქსოვილებს, ძვლებს, სახსრებსა და შინაგან ორგანოებს. ხშირ შემთხვევებში ეს არის სიცოცხლისთვის საშიში მდგომარეობები, რომლებიც სასწრაფო კვალიფიციურ და კომპლექსურ მკურნალობას საჭიროებენ.

 

 

ლიდერობისა და ინოვაციის ისტორია

 

ჩვენი განყოფილება დაარსდა 1979 წელს და საქართველოში ამჟამად ის არის არამხოლოდ ერთ-ერთი უძველესი, არამედ ჩირქოვანი ქირურგიის ერთადერთი სპეციალიზირებული განყოფილება, რომლის ანალოგიც არ არის მსოფლიოს უმეტეს ქვეყანაში. წლების განმავლობაში ჩვენ რთული სეპტიური შემთხვევების მართვის ეროვნულ ცენტრად ჩამოვყალიბდით და ამ დარგში მკურნალობის რამდენიმე ინოვაციური მეთოდიც დავნერგეთ. განყოფილებას დიდი წვლილი მიუძღვის სეფსისის მკურნალობასა და დარგის განვითარებაში სხვადასხვა ექსპერიმენტული მეთოდების შესწავლით (ბაროთერაპია, ქსენო ელენთა, ჩირქოვანი პერიტონიტების მკურნალობა ელვას გამოყენებით და ა.შ.) რაც ქირურგიული მეცდიერების განვითარებაში ჩვენი წვლილის დემონსტრირებაა.

 

 

რას ვმკურნალობთ

 

ჩვენი გუნდი მკურნალობს დაავადებათა ფართო სპექტრს, მათ შორის:

  • დიაბეტური ტერფის ინფექციები და განგრენები
  • რბილი ქსოვილის მანეკროზებელი ინფექციები (ნეკროზული ფასციიტი, ნეკროზული ცეცულიტი)
  • ოსტეომიელიტი და სეპტიური ართრიტი
  • ინფიცირებული ჭრილობები და ქირურგიული ჩარევის მიდამოში განვითარებული პოსტოპერციული ინფექციები
  • აბსცესები, ფლეგმონები, კარბუნკული, ღრმა ინფექციები და პოსტინექციური ჩირქოვანი პროცესები
  • ინფიცირებული იმლპანტები და პროტეზები
  • ჩირქოვანი ჰიდრადენიტები
  • ინფიცირებული პილონიდური კისტა
  • პარაპროქტიტი
  • წყლულები და ფისტულები
  • რთული ჭრილობების მკურნალობა ვაკუუმ-თერაპიის გამოყენებით

ასევე ვმკურნალობთ პაციენტებს მორეციდივე ინფექციებით. ჩვენთან ხშირად აგზავნიან პაციენტებს, რომელთა ტრადიციული მეთოდებით მკურნალობამ შედეგი არ გამოიღო.

 

 

პაციენტზე ორიენტირებული მრავალპროფილური მიდგომა

 

ჩირქოვანი ქირურგიის განყოფილება მჭიდრო კავშირშია სხვადასხვა სპეციალისტებთან: ენდოკრინოლოგებთან, მიკრობიოლოგებთან, რადიოლოგებთან, ინტენსიური თერაპიის ბრიგადებთან, რათა უზრუნველყონ გუნდური და კომპლექსური მიდგომა პაციენტთა სამკურნალოდ. შედეგად თითოეული პაციენტი ერთ სივრცეში იღებს უახლეს სამედიცინო მიღწევებსა და ქირურგიულ მეთოდებზე დაფუძნებულ მკურნალობას გამოცდილი გუნდის დახმარებით.

წარმატებული მკურნალობისა და რეაბილიტაციისათვის ჩვენი განყოფილება გთავაზობთ ყველა შესაძლებლობას, აგრესიული ქირურგიული ჩარევიდან და რეკონსტრუქციული ქირურგიიდან დაწყებული, ჭრილობების მკურნალობის მოწინავე მეთოდებით დამთავრებული (ვაკუუმ-თერაპია, ტრანსპლანტაცია).

 

 

მომავლის ხედვები

 

ჩვენი ზრდის მიუხედავათ მისია უცვლელი რჩება: მეცნიერებასა და მტკიცებულებებზე დაფუძნებული მეთოდებით სიცოცხლე შევუნარჩუნოთ და გამოვაჯანმრთელოთ რთული ინფექციების მქონე პაციენტები. მადლობას გიხდით რომ ეწვიეთ ჩვენს გვერდს და გთავაზობთ უფრო დეტალურად გაეცნოთ ჩვენს სერვისებს, განყოფილებას და პერსონალს

შეთავაზებები
17 დეკემბერი 2025
კომპიუტერული ტომოგრაფია (CT) ბოჭორიშვილის კლინიკაში
ვახტანგ ბოჭორიშვილის კლინიკაში კომპიუტერული ტომოგრაფია ტარდება მაღალი სიზუსტის, იაპონური აპარატით.
17 დეკემბერი 2025
პროქტოლოგიური დაავადებების ლაზერული მკურნალობა ვახტანგ ბოჭორიშვილის კლინიკაში.
პროქტოლოგიური პრობლემები ცხოვრების ხარისხს ამცირებს, მაგრამ ოპერაციის შიშის გამო პაციენტები ხშირად ექიმთან მისვლას აგვიანებენ.
15 დეკემბერი 2025
პროფესორი ელი კაკიაშვილი ბოჭორიშვილის კლინიკაში - 24-29 დეკემბერი
24-29 დეკემბერს, ბოჭორიშვილის კლინიკაში პაციენტებს მიიღებს ელი კაკიაშვილი, მოწვეული ონკოქირურგი ისრაელიდან.
10 დეკემბერი 2025
სრული გინეკოლოგიური მომსახურება ვახტანგ ბოჭორიშვილის კლინიკაში
ვახტანგ ბოჭორიშვილის კლინიკაში ხელმისაწვდომია თანამედროვე მიდგომებზე დაფუძნებული მომსახურება, რომელიც სრულად უზრუნველყოფს თქვენს გინეკოლოგიურ ჯანმრთელობას.
12 დეკემბერი 2025
ვარიკოზული ვენების მკურნალობა და ლაზერული თერაპია ბოჭორიშვილის კლინიკაში
ლაზერული თერაპია ვარიკოზული ვენების სამკურნალოდ გულისხმობს დაზიანებული ვენების დახურვას ლაზერის დახმარებით.
5 დეკემბერი 2025
შარდკენჭოვანი დაავადებების სკრინინგი და სწრაფი დიაგნოსტიკა აკადემიკოს ვახტან ბოჭორიშვილის კლინიკაში
დროული სკრინინგი შარდკენჭოვანი დაავადებების აღმოჩენასა და ეფექტურ მკურნალობაში გადამწყვეტ როლს ასრულებს.
3 დეკემბერი 2025
ბავშვის ინფექციური დაავადებები და მკურნალობა
ბავშვთა ინფექციური დაავადებების მკურნალობა ბოჭორიშვილის კლინიკაში თანამედროვე მეთოდების გამოყენებით ხდება.
2 დეკემბერი 2025
ენდოსკოპია კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებების დროული დიაგნოსტიკისთვის
ენდოსკოპია უზრუნველყოფს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის პათოლოგიების დროულ და ზუსტ შეფასებას ულტრათანამედროვე აპარატით.