შეთავაზებები
საშარდე სისტემის კომპიუტერული ტომოგრაფია უროლოგის კონსულტაციასთან ერთად
საშარდე სისტემის კომპიუტერული ტომოგრაფია უროლოგის კონსულტაციასთან ერთად
საშარდე სისტემის სიმპტომები ხშირად თავდაპირველად უმნიშვნელოდ აღიქმება, თუმცა დროული დიაგნოსტიკა გადამწყვეტია დაავადებების სწორად გამოვლენასა და გართულებების თავიდან ასაცილებლად.
თუ გაწუხებთ ხშირი შარდვა, ტკივილი შარდვის დროს, წელის ან მუცლის ქვედა არეში დისკომფორტი, მნიშვნელოვანია მიზეზის ზუსტად დადგენა და სპეციალისტის შეფასება.
ბოჭორიშვილის კლინიკა გთავაზობთ სრულ პაკეტს ერთ ვიზიტში:
- საშარდე სისტემის კომპიუტერული ტომოგრაფია (CT კვლევა);
- უროლოგის კონსულტაცია.
რატომ არის საშარდე სისტემის CT კვლევა მნიშვნელოვანი?
საშარდე სისტემის კომპიუტერული ტომოგრაფია (CT) თანამედროვე დიაგნოსტიკის ერთ-ერთი ყველაზე ზუსტი და თანამედროვე მეთოდია. მისი მეშვეობით შესაძლებელია დეტალურად შეფასდეს:
- თირკმელები;
- შარდსაწვეთები;
- შარდის ბუშტი;
- მიმდებარე რბილი ქსოვილები.
CT კვლევა განსაკუთრებით ეფექტურია კენჭოვანი დაავადებების, ანთებითი პროცესების, ობსტრუქციის, წარმონაქმნების ან სხვა პათოლოგიური ცვლილებების დროულად გამოსავლენად.
როდის არის რეკომენდებული კომპიუტერული ტომოგრაფია და უროლოგის კონსულტაცია?
პაკეტი რეკომენდებულია, თუ აღინიშნება:
- შარდვის დროს ტკივილი ან წვა;
- ხშირი ან გაძნელებული შარდვა;
- თირკმლის კენჭების ეჭვი;
- წელის ან მუცლის ქვედა ტკივილი;
- ანთებითი პროცესების ან სხვა ცვლილებების დიაგნოსტიკა;
- ექიმის რეკომენდაცია კვლევის ჩატარებაზე.
დროული კვლევა ხშირად ხელს უწყობს დაავადების ადრეულ გამოვლენას და მკურნალობის სწორ დაგეგმვას.
კტ კვლევა და უროლოგის შეფასება ერთ პაკეტში
პაციენტი ერთ სივრცეში იღებს:
- ზუსტ კტ კვლევას;
- უროლოგის პროფესიულ კონსულტაციას;
- კვლევის შედეგების დეტალურ განმარტებას და ინდივიდუალურ რეკომენდაციებს;
- სამკურნალო ტაქტიკის სწორ დაგეგმვას.
ეს დაზოგავს დროს და უზრუნველყოფს კომფორტულ პროცესს.
რატომ ბოჭორიშვილის კლინიკა?
ბოჭორიშვილის კლინიკაში კვლევა ტარდება თანამედროვე აპარატურით და უსაფრთხოების ყველა სტანდარტის დაცვით.
ჩვენი უპირატესობებია:
- გამოცდილი უროლოგები;
- სწრაფი პასუხი;
- ზუსტი დიაგნოსტიკა;
- მაღალტექნოლოგიური აპარატურა;
- სრული მომსახურება ერთ სივრცეში;
- პაციენტზე მორგებული მიდგომა.
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ან ვიზიტის დასაჯავშნათ გთხოვთ, ჩაეწეროთ ნომერზე ან მოგვწეროთ პირად შეტყობინებაში: 032 2 312 112 ან 577 22 21 12
ქართული
English
Русский