სიახლეები
ფილტვის კიბოს უფასო სკრინინგი ბოჭორიშვილის კლინიკაში
ფილტვის კიბოს უფასო სკრინინგი ბოჭორიშვილის კლინიკაში
ბოჭორიშვილის კლინიკა ჩაერთო თბილისის მერიის მიერ დაფინანსებულ ფილტვის კიბოს მუნიციპალურ სკრინინგ პროგრამაში. პროგრამის მიზანია დაავადების ადრეულ ეტაპზე გამოვლენა, რაც მკურნალობის ეფექტიანობას ზრდის.
სკრინინგი მოიცავს სწრაფ და უმტკივნეულო კვლევას, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია ფილტვების დეტალური შეფასება.
ვის შეუძლია მონაწილეობა მიიღოს ფილტვის კიბოს სკრინინგ პროგრამაში?
ფილტვის კიბოს უფასო მუნიციპალური სკრინინგ პროგრამით სარგებლობა შეუძლიათ იმ პირებს, რომლებიც აკმაყოფილებენ განსაზღვრულ კრიტერიუმებს და არიან:
- ქალაქ თბილისში რეგისტრირებული საქართველოს მოქალაქეები;
- 45–75 წლის ქალები და მამაკაცები;
- მოქმედი მწეველები ან პირები, რომლებმაც თამბაქოს მოხმარება ბოლო 15 წლის განმავლობაში შეწყვიტეს.
როგორ ტარდება ფილტვის კიბოს სკრინინგი?
სკრინინგი მოიცავს სწრაფ და უმტკივნეულო დაბალდოზირებულ კომპიუტერულ-ტომოგრაფიულ გამოკვლევას (კტ/CT), რომელსაც ორი რადიოლოგი ერთმანეთისგან დამოუკიდებლად გაეცნობა. ბოჭორიშვილის კლინიკაში კვლევა ტარდება თანამედროვე იაპონური Canon Aquilion Lightning SP 160 კომპიუტერული ტომოგრაფით, რომელიც უზრუნველყოფს:
- მაღალი ხარისხის 3D გამოსახულებას
- 80%-ით შემცირებულ დასხივებას
- მაღალი სიზუსტის დიაგნოსტიკას
- კვლევის ხანგრძლივობის შემცირებას 3 წუთამდე
ფილტვის კიბო მსოფლიოში კიბოთი გამოწვეული სიკვდილიანობის წამყვანი მიზეზია. ყოველწლიურად ამ დაავადებით დაახლოებით 1.8 მილიონი ადამიანი იღუპება.
თამბაქოს მოხმარება ფილტვის კიბოს განვითარების მთავარი რისკ-ფაქტორია. ფილტვის კიბოს შემთხვევების დაახლოებით 80–90% სწორედ აქტიურ ან ყოფილ მწეველებში ვითარდება.
ფილტვის კიბოს დროს ადრეული დიაგნოსტიკა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. თუ სიმსივნე სიმპტომების გამოვლენამდე, სკრინინგის ფარგლებში გამოვლინდა, მკურნალობის წარმატების შანსი მნიშვნელოვნად იზრდება. დაავადების I სტადიაზე აღმოჩენის შემთხვევაში, 5-წლიანი გადარჩენის მაჩვენებელი 68%-დან 92%-მდეა.
დროული სკრინინგი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მაღალი რისკის მქონე პირებისთვის. თუ პროგრამით გათვალისწინებულ ჯგუფს მიეკუთვნებით, ჩაიტარეთ უფასო სკრინინგი ბოჭორიშვილის კლინიკაში.
ქართული
English
Русский