ტექნოლოგია
მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფი Siemens MAGNETOM Vida 3T
 magnitur-rezonansuli-tomografia-Siemens-MAGNETOM-Vida-3T

მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფი Siemens MAGNETOM Vida 3T

მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია (მრტ/MRI) თანამედროვე დიაგნოსტიკის ერთ-ერთი ყველაზე ინფორმაციული და მაღალტექნოლოგიური კვლევის მეთოდია. ის საშუალებას იძლევა, მივიღოთ ორგანოებისა და ქსოვილების მაღალი სიზუსტის გამოსახულება. მრტ კვლევა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სხვადასხვა დაავადების ადრეული გამოვლენის, ზუსტი დიაგნოზისა და მკურნალობის დაგეგმვისთვის. 

ბოჭორიშვილის კლინიკაში დაინსტალირდა გერმანული პრემიუმ კლასის მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფი Siemens MAGNETOM Vida 3T, რომელიც მრტ ტექნოლოგიებში ერთ-ერთი უახლესი სისტემაა მსოფლიოში.

რა არის Siemens MAGNETOM Vida 3T და რა უპირატესობები აქვს?

MAGNETOM Vida 3T გერმანული კომპანია Siemens Healthineers-ის უახლესი მაგნიტურ-რეზონანსული სისტემაა, რომელიც გამოიყენება მაღალი სიზუსტის დიაგნოსტიკისთვის თანამედროვე მედიცინაში.

მისი მთავარი უპირატესობებია: 

  • 3 ტესლა მაგნიტური ველი - ტესლა (T) არის მაგნიტური ველის სიმძლავრის ერთეული. რაც უფრო მაღალია მაჩვენებელი, მით უფრო მკაფიო და დეტალურია გამოსახულება.
  • BioMatrix ტექნოლოგია - ერგება თითოეული პაციენტის ინდივიდუალურ ანატომიას. 
  • ხელოვნურ ინტელექტზე (AI) დაფუძნებული სისტემები - უზრუნველყოფს გამოსახულების მაღალ ხარისხს და ამცირებს კვლევის დროს.

BioMatrix ტექნოლოგია - როგორ აუმჯობესებს ის მრტ-ს ხარისხს?

BioMatrix ტექნოლოგია Siemens MAGNETOM Vida 3T-ს ერთ-ერთი გამორჩეული ფუნქციაა, რომელიც მრტ კვლევას თითოეული პაციენტის ინდივიდუალურ თავისებურებებს არგებს. სენსორების საშუალებით აპარატი აღიქვამს პაციენტის სუნთქვას, გულისცემასა და მოძრაობას, რაც საშუალებას აძლევს სისტემას მაქსიმალურად მოერგოს თითოეული ადამიანის უნიკალურ ანატომიას.

BioMatrix ტექნოლოგია ზრდის გამოსახულების სტაბილურობას და ამცირებს განმეორებითი სკანირების საჭიროებას , რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მაშინ, როცა პაციენტს უჭირს ხანგრძლივად უმოძრაოდ ყოფნა.

სწრაფი მრტ კვლევა - აპარატის ტექნიკური მახასიათებლები

მაგნიტურ-რეზონანსული კვლევისას ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია კვლევის დროის შემცირება ისე, რომ გამოსახულების ხარისხზე გავლენა არ მოახდინოს. MAGNETOM Vida 3T მაგნიტურ-რეზონანსულ ტომოგრაფში ინტეგრირებული დამატებითი ტექნოლოგიები საშუალოდ 70%-მდე ამცირებს კვლევის ხანგრძლივობას.

MAGNETOM Vida 3T-ს ტექნიკური მახასიათებლები:

  • Compressed Sensing - ინოვაციური ტექნოლოგია, რომელიც აუმჯობესებს გამოსახულების ხარისხს;
    • Turbo Suite - აერთიანებს აჩქარების ტექნოლოგიებს, რაც საბოლოოდ ამცირებს კვლევის საერთო დროს;
    • Free-Breathing Imaging და Inline Compressed Sensing - საშუალებას იძლევა მრტ კვლევა ჩატარდეს თავისუფალი სუნთქვის პირობებში;
    • Deep Resolve - ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული გამოსახულების აღდგენის ტექნოლოგია;
    • TimTX TrueForm - ამცირებს არტეფაქტებს, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჭარბი წონის მქონე პაციენტებისთვის ანატომიურად რთული უბნების გამოსაკვლევად;
  • Gradient Power - მაღალი სიმძლავრის 60/200 XT გრადიენტური სისტემა უზრუნველყოფს უფრო მკაფიო გამოსახულებას. 

კომფორტული მრტ კვლევა - MAGNETOM Vida 3T-ს დამატებითი უპირატესობები

მრტ კვლევისას პაციენტის კომფორტი მნიშვნელოვანი ფაქტორია. სწორედ ამიტომ, Siemens MAGNETOM Vida 3T-ის პაციენტზე ორიენტირებული დიზაინი მოიცავს: 

  • 70 სმ-იანი ფართო გვირაბი - ზრდის პაციენტის კომფორტს კვლევის განმავლობაში. ის ამცირებს დახურული სივრცით გამოწვეულ დისკომფორტს  და მრტ კვლევას უფრო კომფორტულს ხდის ბავშვებისთვის, ჭარბწონიანი და კლაუსტროფობიის მქონე პაციენტებისთვის. 
  • ინტეგრირებული ვიდეოეკრანი Siemens MAGNETOM Vida 3T-ის ერთ-ერთი დამატებითი უპირატესობაა. პაციენტს შეუძლია სასურველი ვიდეოს ყურება კვლევის პროცესში.
  • ორთოპედიული მატრასი - ერგება სხეულის ფორმას და კვლევას ბევრად უფრო კომფორტულს ხდის.

მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფის კლინიკური გამოყენება

მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია ფართოდ გამოიყენება სხვადასხვა დაავადებების დიაგნოსტიკისთვის. მაღალი ხარისხის ვიზუალიზაციის წყალობით, კვლევა საშუალებას იძლევა ზუსტად შეფასდეს როგორც რბილი ქსოვილები, ისე რთული ანატომიური სტრუქტურები, რაც ექიმს სწორი დიაგნოზის დასმაში ეხმარება. 

მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის ძირითადი კლინიკური გამოყენების სფეროებია: 

ნევროლოგია

ნევროლოგიური დაავადებების, მათ შორის სიმსივნური წარმონაქმნების, სისხლძარღვოვანი ცვლილებებისა და სხვა პათოლოგიების შესაფასებლად.

საყრდენ-მამოძრავებელი სისტემა

საშუალებას იძლევა დეტალურად შეფასდეს ხერხემლის, სახსრების, იოგებისა და კუნთოვანი ქსოვილების მდგომარეობა.

მუცლის ღრუსა და მცირე მენჯის ორგანოები

შინაგანი ორგანოების სტრუქტურული ცვლილებების, წარმონაქმნებისა და სხვადასხვა პათოლოგიის დეტალური შეფასებისთვის.

გულ-სისხლძარღვთა სისტემა

გულისა და სისხლძარღვების სტრუქტურისა და ფუნქციური მდგომარეობის შესაფასებლად.

ონკოლოგია

მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია მნიშვნელოვან როლს ასრულებს სიმსივნური პროცესების გამოვლენაში, გავრცელების შეფასებასა და მკურნალობის ეფექტურობის კონტროლში.

Siemens MAGNETOM Vida 3T მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის აპარატი პაციენტს სთავაზობს არა მხოლოდ ტექნოლოგიურ სიახლეს, არამედ სანდოობასა და კომფორტს. აპარატი შექმნილია იმისთვის, რომ თანამედროვე ტექნოლოგიებისა და ხელოვნური ინტელექტის დახმარებით მრტ კვლევა უფრო სწრაფი, ზუსტი და პაციენტისთვის მაქსიმალურად კომფორტული გახდეს.