გადასვლა ძირითად შიგთავსზე

ლაპაროსკოპი Olympus OTV-S300

თანამედროვე 3D ლაპაროსკოპიული სისტემა ბოჭორიშვილის კლინიკაში. მაღალი სიზუსტის ვიზუალიზაცია NBI და IR ტექნოლოგიების მხარდაჭერით.

laparoskopiuli-aparatura-olympus-elite-2-otv-300

თანამედროვე მედიცინა სწრაფად ვითარდება და პაციენტებს მუდმივად სთავაზობს უსაფრთხო და ეფექტური მკურნალობის განახლებულ მეთოდებს. ამ მიმართულებით განსაკუთრებული ადგილი 3D ლაპაროსკოპიას უჭირავს - მინიმალურად ინვაზიურ ქირურგიულ მეთოდს, რომელიც ოპერაციის დროს სამგანზომილებიან ვიზუალიზაციას უზრუნველყოფს.

ლაპაროსკოპიული ქირურგია თანამედროვე მედიცინის ერთ-ერთი ყველაზე განვითარებადი მიმართულებაა, სადაც ოპერაციის წარმატება მეტწილად დამოკიდებულია ვიზუალიზაციის ხარისხსა და ქირურგის შესაძლებლობაზე, ზუსტად აღიქვას ანატომიური დეტალები.

Olympus OTV-S300 არის VISERA ELITE II პლატფორმის თანამედროვე 3D ვიზუალიზაციის სისტემა, რომელიც გამოიყენება ლაპაროსკოპიულ და ენდოსკოპიურ ქირურგიაში. მაღალი გარჩევადობის 2D და 3D გამოსახულების წყალობით, ქირურგს შეუძლია ანატომიური დეტალები უფრო მკაფიოდ დაინახოს და პროცედურა მაღალი სიზუსტით შეასრულოს. 

ბოჭორიშვილის კლინიკა აღჭურვილია Olympus OTV-S300-ის 3D ლაპაროსკოპიული სისტემით, რომელიც ოპერაციის დროს მაღალი გარჩევადობის სამგანზომილებიან ვიზუალიზაციას უზრუნველყოფს და ქირურგს რთული ქირურგიული ჩარევების მაღალი სიზუსტით განხორციელების შესაძლებლობას აძლევს. 

OTV-S300-ის ძირითადი მახასიათებლები

Olympus OTV-S300 იყენებს მოწინავე ციფრული დამუშავების ტექნოლოგიებს, რომლებიც უზრუნველყოფს მაღალდეტალიზებული გამოსახულებების მიღებას.

3D ვიზუალიზაცია

  • ქმნის რეალისტურ სამგანზომილებიან გამოსახულებას, რაც ქირურგს ქსოვილებისა და ანატომიური სტრუქტურების სივრცობრივი განლაგების უკეთ აღქმაში ეხმარება.

2D და 3D გამოსახულების მხარდაჭერა ერთ სისტემაში

  • 2D და 3D რეჟიმებს შორის ოპერატიული გადართვის შესაძლებლობა ზრდის სამუშაო პროცესის მოქნილობასა და ეფექტურობას.

ინტეგრირებული LED განათება და ვიდეოპროცესორი 

  • სისტემა აერთიანებს ვიდეოპროცესორსა და LED სინათლის წყაროს, უზრუნველყოფს საოპერაციო სივრცის ოპტიმიზაციასა და სამუშაო პროცესის ეფექტურ მართვას.

LED განათების უპირატესობებია:

  • სტაბილური და თანაბარი განათება;
  • ბუნებრივი ფერების გადმოცემა;
  • ხანგრძლივი ექსპლუატაციის რესურსი;
  • ენერგოეფექტური მუშაობა.

NBI (Narrow Band Imaging) ტექნოლოგია

  • აუმჯობესებს სისხლძარღვებისა და ლორწოვანი გარსის ვიზუალიზაციას, რაც დიაგნოსტიკურ და ქირურგიულ სიზუსტეს ზრდის.

ინფრაწითელი (IR) ვიზუალიზაცია

  • ფლუორესცენციული და ინფრაწითელი ვიზუალიზაციის გამოყენების შესაძლებლობას იძლევა, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ონკოლოგიურ და რეკონსტრუქციულ ქირურგიაში.

სენსორული მართვის პანელი

  • LCD Touch Panel უზრუნველყოფს სისტემის ინტუიციურ და სწრაფ მართვას.

გამოსახულების ავტომატური ორიენტაცია

აპარატს აქვს 30-გრადუსიანი ენდოსკოპების მხარდაჭერა. ოპტიკის მობრუნებისას გამოსახულება ეკრანზე ყოველთვის ჰორიზონტალური და სწორი რჩება. ეს ქირურგს სივრცობრივი ორიენტაციის შენარჩუნებაში ეხმარება.

3D ლაპაროსკოპია თანამედროვე ქირურგიაში

3D ლაპაროსკოპია ფართოდ გამოიყენება მედიცინის სხვადასხვა დარგში:

  • ზოგად ქირურგიაში;
  • გინეკოლოგიაში;
  • უროლოგიაში;
  • თორაკალურ ქირურგიაში;
  • ონკოლოგიაში;
  • სხვადასხვა მინიმალურად ინვაზიურ ოპერაციებში.

რა უპირატესობები აქვს 3D ტექნოლოგიას? 

  • სამგანზომილებიანი, სიღრმისეული გამოსახულება - ჩვეულებრივი ლაპაროსკოპიის დროს ქირურგი ორგანოების გამოსახულებას ორგანზომილებიან ფორმატში ხედავს, რაც სივრცის აღქმასა და სიღრმის შეფასებას გარკვეულწილად ზღუდავს.  3D ლაპაროსკოპია კი სრულიად ახალ შესაძლებლობებს ქმნის. 

სპეციალური სათვალის მეშვეობით ქირურგი სამგანზომილებიან და სიღრმისეულ გამოსახულებას ხედავს, რაც ანატომიური სტრუქტურების უფრო ზუსტ იდენტიფიცირებასა და უსაფრთხო ქირურგიული მანიპულაციების შესრულებას უზრუნველყოფს. 

  • რამდენიმე მცირე ზომი ჭრილობა ოპერაციისას - რის შედეგადაც პოსტოპერაციული ტკივილი მინიმალურია. ნაწიბურები კი ხშირად თითქმის შეუმჩნეველი.
  • ჰოსპიტალიზაციას საჭიროებს ხანმოკლე პერიოდით - რაც დამატებითი კომფორტია პაციენტისთვის. 
  • ინფექციისა და გართულებების რისკი გაცილებით დაბალია ღია ოპერაციასთან შედარებით.
  • სწრაფი რეაბილიტაცია - მცირე ზომის განაკვეთები და ქსოვილების მინიმალური დაზიანება ხელს უწყობს პოსტოპერაციული ტკივილის შემცირებას და პროცესის მარტივად წარმართვას.

Olympus OTV-S300 წარმოადგენს თანამედროვე ენდოსკოპიური ვიზუალიზაციის სისტემას, რომელიც აერთიანებს მაღალი ხარისხის 2D და 3D გამოსახულებას, ინტელექტუალურ ვიზუალიზაციის ფუნქციებსა და კომპაქტურ დიზაინს. სისტემა შექმნილია იმისათვის, რომ ქირურგს მიაწოდოს მკაფიო, დეტალური და სტაბილური გამოსახულება, რაც აუმჯობესებს ქირურგიული ჩარევების სიზუსტის.

თავისი ტექნოლოგიური შესაძლებლობებითა და მოქნილობით Olympus OTV-S300 სრულად პასუხობს თანამედროვე ინვაზიური ქირურგიის მოთხოვნებს და ეფექტურად გამოიყენება სხვადასხვა ქირურგიულ მიმართულებაში, სადაც ვიზუალიზაციის ხარისხს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.

OTV-S300
VISERA ELITE II 

ტექნოლოგიები

მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფი Siemens MAGNETOM Vida 3T

Siemens MAGNETOM Vida 3T - გერმანული პრემიუმ კლასის მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიული სისტემა ბოჭორიშვილის კლინიკაში

ენდოსკოპი OLYMPUS EVIS X1 CV-1500

ბოჭორიშვილის კლინიკაში უახლესი თაობის ენდოსკოპიური სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს ზუსტ დიაგნოსტიკას.

ლაპაროსკოპი Olympus OTV-S300

თანამედროვე 3D ლაპაროსკოპიული სისტემა ბოჭორიშვილის კლინიკაში. მაღალი სიზუსტის ვიზუალიზაცია NBI და IR ტექნოლოგიების მხარდაჭერით.

ექოსკოპი - Siemens ACUSON Sequoia

მიიღეთ ღრმა ვიზუალიზაცია, ზუსტი ელასტოგრაფია და მაღალი სიზუსტის ულტრაბგერითი დიაგნოსტიკა.

ანგიოგრაფი SHIMADZU Trinias C16s

ზუსტი დიაგნოსტიკა და უსაფრთხო ჩარევები 30-40% ნაკლები რადიაციით. ოქროს სტანდარტი თანამედროვე მედიცინაში.

კომპიუტერული ტომოგრაფი Aquilion Lightning 160 slice

Aquilion Lightning წარმოადგენს 160 შრიან კომპიუტერულ ტომოგრაფს. შრეების ასეთი რაოდენობა უზრუნველყოფს დიდი რაოდენობის ინფორმაციის მიღებას და დამუშავებას

ექოსკოპი PHILIPS AFFINITI 70

ბოჭორიშვილის კლინიკაში განთავსებულია ექოსკოპი PHILIPS AFFINITI 70, რომელიც წარმოადგენს უახლესი თაობის აპარატს.

რენტგენი Shimadzu FLEXAVISION F4

Shimadzu FLEXAVISION F4 არის უახლესი მოდელის რენტგენი, რომელიც შექმნილია მაქსიმალური სიზუსტის, უსაფრთხოების და კომფორტისთვის პაციენტებისთვის.

დისტანციური ლითოტრიფტორი STORZ MEDICAL MODULITH SLX-F2

თირკმლის კენჭები დღეს ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული უროლოგიური პრობლემაა, რომელიც შეიძლება ნებისმიერ ასაკში განვითარდეს.

პლეტიზმოგრაფი SCHILLER-GANSHORN

ფილტვების ფუნქციის უზუსტესი დიაგნოსტიკა. ასთმა, COPD და რესტრიქციული დაავადებების სრულყოფილი შეფასება

ენდოსკოპი OLYMPUS EVIS EXERA III

EVIS EXERA III – უსაფრთხო, კომფორტული და ზუსტი ენდოსკოპი ვახტანგ ბოჭორიშვილის კლინიკაში