გადასვლა ძირითად შიგთავსზე

აპენდიციტის ნიშნები ზრდასრულებსა და ბავშვებში

რა უნდა ვიცოდეთ დაავადებაზე და როგორ ტარდება ლაპაროსკოპიული ოპერაცია


ავტორი:
ვასილ აბულაძე
16 ნოემბერი 2026
კითხვის დრო 4 წუთი
apendiciti-laparaskopiuli-operacia-klinika

რა არის მწავავე აპენდიციტი და რატომ უნდა გაკეთდეს ქირურგიული ოპერაცია სასწრაფოდ:

მწვავე აპენდიციტი ჭიაყელა დანამატის მწვავე ანთებაა. საზოგადოებაში მას ხშირად "ბრმა ნაწლავის ანთებას" უწოდებენ, რაც ანატომიური თვალსაზრისით არასწორია. ანთება ყველაზე ხშირად აპენდიქსის სანათურის დახშობით იწყება: აპენდიქსის სანათურში შესაძლოა მოხვდეს ნაწლავის შიგთავსი ან სხვა უცხო სხეული რა დროსაც დახშულ სანათურში წნევა იზრდება, სისხლის მიწოდება ფერხდება და ბაქტერიები მრავლდება. ასევე შესაძლოა მწვავე აპენდიციტი განვითარდეს არაობსტრუქციული გენეზით, მაგალითად ნაწლავური ინფექციის ვირულენტობის გააქტიურებით.

apendiqsi-anatomia-anteba

მკურნალობის გარეშე ანთებადი აპენდიქსის კედელი შესაძლოა დანეკროზდეს და მისი მთლიანობა დაირღვეს რა,  ნაწლავის შიგთავსი მოხვდეს მუცლი ღრუში და გართულდეს პერიტონიტით. ასეთი მდგომარეობა ითვლევა „დაგვიანებულ“ შემთხვევათ რა დროსაც ქირურგიული ოპერაცია დროის თვალსაზრისით ხანგრძლივდება, პაციენტს სჭირდება შედარებით მეტი დროის გატარება სტაციონარში და სხვა. სწორედ ამიტომ ითვლევა რომ მწვავე აპენდიციტის არსებობის დროს სასურველია ოპერაცია გაკეთდეს 24სთ ის განმავლობაში.

აპენდიციტის კლინიკური ნიშნები და ჩივილები ზრდასრულებში:

მწვავე აპენდიციტის დროს ტკივილი შესაძლოა დაიწყოს ეპიგასტრიუმის, ჭიპის ირგლივ ან ჰიპოგასტირუმის მიდამოში, ტკივილის შემდგომი ლოკალიზაციით ილეოცეკალურ მიდამოში.

საწყის ეტაპზე პაციენტს შესაძლოა ქონდეს გულისრევა, ღებინება. უფრო ხშირად გამოხატულია უმადობა, ყაბზობა, მუცლის შებერვა. ასევე მწვავე აპენდიციტისათვის დამახასიათებელი ჩივილია ტემპერატურის მატება, პერფორაციის არსებობის შემთხვევაში კი მუცლის ძლიერი ტკივილი და მუცლის კუნთების დაჭიმულობა. აღსანიშნავია,  რომ მოხუცებში ან პაციენტებში რომლებსაც მუცლის ცხიმოვანი ქსოვილი ჭარბად აქვთ გამოხატული, კუნთების დაჭიმულობა ან ძლიერი ტკივილი არ იყოს გამოხატული მუცლის კუნთების სისუსტისა და სისქის გამო.

ექიმი გასინჯვისას რამდენიმე სპეციფიკურ ნიშანს ამოწმებს: ტკივილი მარჯვენა ქვედა კვადრანტზე დაჭერისას (მაკ-ბერნის წერტილზე), ტკივილის გაძლიერება ხელის სწრაფად აშვებისას ილეოცეკალურ მიდამოში(ბლუმბერგის სიმპტომი), ტკივილი მარჯვნივ მარცხენა თეძოს ფოსოს პალპაცით (როვზინგის სიმპტომი).

apendiciti-qirurgis-gasinjva

P.S. მსგავში გასინჯვა აუცილებლად უნდა შეასრულოს ქირურგმა  და არა თავად პაციენტმა , რადგან შესაძლოა პაციენტმა  ზ/ა სიმპტომები მიიჩნიოს არასერიოზულად, ან სათანადო გასინჯვით მსგავსი სიმპტომი არ გამოვლინდეს და გახანგრძლივდეს პაციენტის სურვილი მიმართოს კლინიკას.

აპენდიციტი ბავშვებში: რატომ არის რთული ამოცნობა

apendiciti-bavshvebshi

ბავშვებში, განსაკუთრებით 5 წლამდე, აპენდიციტი ატიპურად მიმდინარეობს: ბავშვს ტკივილის ზუსტი ადგილის ჩვენება უჭირს, ტკივა მთელი მუცელი. ბავშვებში ნაწლავის კედელი შედარებით თხელია ,  სწორედ ამიტომ ბავშვებში უფრო ხშირად გვხვდება პერფორაცია ვიდრე ზრდასრულებში.

რას უნდა მიაქციოს მშობელმა ყურადღება:

  • ბავშვი უარს ამბობს  საკვებზე, უჩვეულოდ მშვიდია და მოწყენილი;
  • ურჩევნია ფეხები მუცლისკენ მოხაროს;
  • ხტომაზე უარს ამბობს ან ტირის მუცელზე შეხებისას;
  • ბავშვებში უფრო ხშირადაა გამოხატული ღებინება და გულისრევა;

თუ ბავშვს აქვს შემდეგი ჩივილები - მუცლის ტკივილი , ტემპერატურა, გულისრევა და ღებინება - უმჯობესია მივმართოთ კლინიკას. 

დიაგნოსტიკა კლინიკაში: რამდენ ხანში დგება დიაგნოზი

აპენდიციტის დიაგნოსტიკა ექიმის მიერ გასინჯვას, და ლაბორატორიული და ინსტრუმენტული კვლევების კომბინაციას მოითხოვს რაც ბოჭორიშვილის კლინიკაში სულ რამდენიმე საათში სრულდება:

  • ქირურგის გასინჯვა: ტკივილის ლოკალიზაცია, სპეციფიკური სიმპტომები, ანამნეზი;
  • სისხლის საერთო ანალიზი: ლეიკოციტების მომატება (10-18 × 10⁹/ლ) ანთებაზე მიუთითებს;
  • შარდის ანალიზი: რომ გამოვრიცხოთ ან დავადასტუროთ თანდართული საშარდე გზების ინფექცია.
  • მუცლის ღრუს ექოსკოპია: აჩვენებს გასქელებულ აპენდიქსს (დიამეტრი > 6 მმ) და სითხის არსებობას მუცლის ღრუში რაც ხშირად ნაწლავური ინფექციითა განპირობებული.
  • კომპიუტერული ტომოგრაფია: დიაგნოზის ზუსტი ვერიფიცირებისთვის, როდესაც არსებული ჩივილები არაა საკმარისი იმისთვის რომ დაისვას ან გამოირიცხოს მწვავე აპენდიციტის კლინიკური დიაგნოზი ვიყენებთ კომპიუტერულ ტომოგრაფიას რა დროსაც ჩვენს კლინიკაში მისი სიზუსტე 95%-ს აღწევს.
apendiciti-diagnostika-eqoskopia

ქალბატონებში დიაგნოზის ვერიფიცირებისას საჭიროა ბევრი მწვავე გინეკოლოგიური პათოლოგიის გამორიცხვა დიაგნოზის დასასმელად.

ქირურგიული ოპერაცია მწვავე აპენდიციტის დროს: ლაპაროსკოპიული თუ ღია(ტრადიციული) მეთოდი?

აპენდექტომია, აპენდიქსის ამოკვეთა, მსოფლიოში ერთ ერთი ყველაზე ხშირი გადაუდებელი ოპერაციაა. ბოჭორიშვილის კლინიკაში სტანდარტული მიდგომა ლაპაროსკოპიულია.

laparoskopiuli-apendeqtomia-operacia

მახასიათებელი

ლაპაროსკოპიული აპენდექტომია

ღია (ტრადიციული) ოპერაცია

განაკვეთი

3 პატარა (2-3 მმ)

ერთი, 5-8 სმ

ხანგრძლივობა

30-60 წუთი

30-60 წუთი

ანესთეზია

ზოგადი

ზოგადი ან სპინალური

სტაციონარში

1-2 დღე

2-4 დღე

ტკივილი ოპერაციის შემდეგ

მცირე

უფრო გამოხატული

ჭრილობის ინფექციის რისკი

დაბალი

უფრო მაღალი

ჩვეულ რეჯიმში დაბრუნება

7-10 დღე

2-3 კვირა

ლაპაროსკოპიული მეთოდის დამატებითი უპირატესობაა დიაგნოსტიკური ღირებულება: სპეციალური კამერის დახმარებით შესაძლებელია მთელი მუცლის ღრუს დათვალიერება, მუცლის ღრუში გამონაჟონი სითხის ადექვატური სანაცია და დრენირება. 

ოპერაციის შემდეგ: დღეები, კვება, აქტივობა

  • პირველი დღე: ადგომა და სიარული უკვე ოპერაციის დღეს საღამოს;
  • 2-3 დღე: გაწერა სახლში; მედიკამენტოზური მკურნალობა.
  • დიეტა პირველი კვირა: მსუბუქი, ადვილად მონელებადი (ფაფები,მოხარშული ქათამი, იოგურტი); გამორიცხეთ ცხიმიანი, შემწვარი, პარკოსნები, გაზიანი სასმელები.
  • ჭრილობის მოვლა: ჭრილობების დამუშავება ყოველდღიურად ანტისეპტიკური ხსნარებით.
  • ფიზიკური დატვირთვა: სიარული პირველი დღიდან; სიმძიმეების აწევა 1 თვის შემდგომ.
  • სამსახურში / სკოლაში: 7-10 დღის შემდეგ.

გართულების ნიშნები, რომლებიც კლინიკასთან დაუყოვნებელ დაკავშირებას საჭიროებს: ტემპერატურა 38 °C-ზე მეტი, ჭრილობიდან გამონადენი ან სიწითლე.

აპენდიციტის ოპერაცია ბოჭორიშვილის კლინიკაში

ბოჭორიშვილის კლინიკა გადაუდებელ ქირურგიულ დახმარებას 24 საათის განმავლობაში უზრუნველყოფს. მუცლის მწვავე ტკივილის შემთხვევაში დარეკეთ ცხელ ხაზზე 0322 312 112 ან მობრძანდით კლინიკაში: თბილისი, ალ. ყაზბეგის გამზ. 16. გეგმური კონსულტაცია: ონლაინ ჩაწერით.

სხვა სტატიები

ხშირად დასმული კითხვები

ხშირად დასმული კითხვები