Loading...
ტექნოლოგია
რენტგენი Shimadzu FLEXAVISION F4
რენტგენი Shimadzu FLEXAVISION F4

FLEXAVISION F4-ის უპირატესობას წარმოადგენს უსადენო, ბრტყელი პანელ-დეტექტორი (FPD). სწორედ ეს ნაწილი უზრუნველყოფს მაღალი გარჩევადობის გამოსახულებას, მონაცემების სწრაფად გაცვლას და კვლევის პროცესის ეფექტურობას. უსადენო პანელის დახმარებით, ექიმებს შეუძლიათ გააუმჯობესონ პროცესი, მარტივად ჩაატარონ სასურველი კვლევები და ძალიან სწრაფად მიიღონ ზუსტი დიაგნოსტიკური შედეგები.

ამ სისტემის გამოყენება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია თანამედროვე მედიცინაში, რადგან ის არა მხოლოდ აუმჯობესებს დიაგნოსტიკის სიზუსტეს, არამედ ოპტიმიზაციას უკეთებს პროცედურების ხანგრძლივობას, ამარტივებს პროცესს და პაციენტებზე ხდება საგრძნობლად ნაკლები სხივური დასხივება.

FLEXAVISION F4 – ეს არის ინოვაციური, მაღალი წარმადობის DR სისტემა, რომელიც აერთიანებს სიზუსტეს, საიმედოობას და მარტივ დიზაინს.
rentgeni-content

Shimadzu FLEXAVISION F4 – რენტგენის აპარატის ძირითადი მახასიათებლები 

FLEXAVISION F4 გამოირჩევა თანამედროვე ტექნოლოგიებით, რაც მას მეტად ეფექტურ და სანდო გადაწყვეტილებად აქცევს. 

Wireless FPD (უსადენო ბრტყელი პანელ–დეტექტორი)

FLEXAVISION F4-ს უსადენო ბრტყელი პანელ–დეტექტორი (FPD) უზრუნველყოფს რენტგენის კვლევის სრულ მოქნილობას. 17” × 17” ზომის პანელი გამოირჩევა მაღალი მგრძნობელობით და ხარისხიანი გამოსახულებით, რაც საშუალებას აძლევს ექიმებს რომ მიიღონ დეტალური და ზუსტი გამოსახულება, თუნდაც რთული შემთხვევების დროს ან რთულად ხელმისაწვდომი ორგანოების და დეტალების დათვალიერების შემთხვევაში.

უსადენო დეტექტორი შეგვიძლია გამოვიყენოთ Flexavision დანადგარში მოთავსებით, ამავე მოწყობილობის ზედაპირზე ან პირდაპირ პაციენტის საწოლზე დადებით. 

გარდა ამისა, ეს ჭკვიანური დეტექტორი ზრდის კომფორტს და აძლიერებს კვლევის ეფექტურობას. ექიმებს აღარ სჭირდებათ ხელის ზედმეტი მოძრაობა ან პაციენტის მრავალჯერ გადაადგილება. შედეგი არის სწრაფი, უსაფრთხო და ზუსტი. 

მრავალფუნქციური კონფიგურაცია

FLEXAVISION F4 გამოირჩევა თავისი მრავალფუნქციური კონფიგურაციით, რაც უპირატესობას იძლევა როგორც ყოველდღიურ, ისე სპეციალიზებულ კვლევებში. 

ამ მრავალფუნქციურობის წყალობით კვლევა ხორციელდება უფრო სწრაფად და ეფექტურად, ხოლო პაციენტი იღებს კომფორტულ, უსაფრთხო და ტექნოლოგიურად მოწინავე მომსახურებას.

მაღალი ხარისხის გამოსახულება და სიზუსტე

FLEXAVISION F4- მნიშვნელოვანი უპირატესობაა გამოსახულების ხარისხი, რომელიც აუცილებელია ზუსტი დიაგნოსტიკისთვის. მისი გამოსახულება მაღალი რეზოლუციისაა და პრაქტიკულად არ აქვს შეცდომები, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რთული ან ორთოპედიული კვლევების დროს, როცა წვრილმანი დეტალების მიმართ კრიტიკული ყურადღებაა საჭირო.

სისტემა უზრუნველყოფს გამოსახულების სწრაფად მიღებას, რაც კიდევ უფრო აჩქარებს რენტგენის გადაღების პროცესს. ექიმებს არ სჭირდებათ რომ სურათი რამდენჯერმე გადაიღონ.
მუცლის ღრუს რენტგენი  რენტგენი მუცლის  ფილტვების რენგენოლოგიური სურათი

კლინიკური გამოყენების სფეროები FLEXAVISION F4-სთვის

FLEXAVISION F4 გამოირჩევა თავისი უნივერსალურობით და მრავალფუნქციურობით, რაც საშუალებას აძლევს კლინიკებს რომ ის გამოიყენონ სხვადასხვა ტიპის რადიოგრაფიული კვლევებისთვის. მისი ფართო გამოყენების სპექტრი მოიცავს:

  • ზოგადი რადიოგრაფია (DR): სწრაფი და ზუსტი გამოსახულება ყოველდღიური დიაგნოსტიკური კვლევებისთვის, რაც მნიშვნელოვნად ამარტივებს რენტგენის გადაღების პროცესს.

  • ფილტვები: მაღალი რეზოლუციის გამოსახულება ფილტვების მდგომარეობის დეტალური შესწავლისთვის, რომელიც მოიცავს პათოლოგიებისა და ქრონიკული ცვლილებების შესწავლას.

  • მენჯი და კიდურები: უნიკალური შესაძლებლობა სწრაფად და ზუსტად იქნას გადაღებული კიდურები, რაც მნიშვნელოვანია ტრავმებისა და ორთოპედიული დიაგნოსტიკის დროს.

მაღალი სიზუსტე საშუალებას აძლევს ექიმებს სწორად შეაფასონ ძვლოვანი სტრუქტურები, დასვან ზუსტი დიაგნოზი და ხელი შეუწყონ მკურნალობის სწორი სქემის ჩამოყალიბებას.

FLEXAVISION F4-ის მრავალმხრივი გამოყენება ზრდის კლინიკური კვლევის ეფექტურობას და დამატებით კომფორტს უქმნის პაციენტებს, რომლებიც კლინიკისგან ელოდებიან მაღალტექნოლოგიურ, სწრაფ და კომფორტულ მომსახურებას.

გასტროენტეროლოგიური კვლევები

რენტგენი FLEXAVISION F4 ასევე ძალიან მოსახერხებელია კუჭ-ნაწლავის შესასწავლი კვლევებისთვის. აპარატი აძლევს ექიმებს შესაძლებლობას ზუსტად დაინახონ კუჭის, ნაწლავების და ლორწოვანი გარსის მდგომარეობა.

ეს ტექნოლოგია აჩქარებს პროცედურებს, ზრდის პაციენტის კომფორტს და ეხმარება ექიმებს სწორედ და დროულად დადგინონ პრობლემები. გამოსახულება მაღალი ხარისხისაა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია პათოლოგიების სწორად დიაგნოსტირებისთვის.

უროლოგიური კვლევები

FLEXAVISION F4- შეუძლია მონაწილეობა მიიღოს უროლოგიურ კვლევებშიც, როგორებიცაა ცისტოგრაფია და კონტრასტული უროგრაფია. ამ დროს ექიმები ადევნებენ თვალს შარდის ბუშტსა და შარდსაწვეთ სისტემას, ხშირად იყენებენ კონტრასტულ საშუალებებს, რათა უკეთ დაინახონ დეტალები და შესაძლო პათოლოგიები.

აპარატის მაღალი რეზოლუცია და სწრაფი გამოსახულება ექიმს ეხმარება რომ სწორად და დეტალურად გაანალიზოს პრობლემა, ხოლო პაციენტისთვის კვლევა უფრო კომფორტულია და დროის დაზოგვის საშუალებას იძლევა.


უსაფრთხოება და რენტგენის დოზის კონტროლი

FLEXAVISION F4 აღჭურვილია იაპონური ტექნოლოგიით, რომელიც ზოგავს რენტგენის სხივების დოზას და ამავე დროს უზრუნველყოფს მაღალი ხარისხის გამოსახულებას. რენტგენის დახმარებით ხელმისაწვდომია:

  1. პულსირებული გამოსახულება, რომელიც უზრუნველყოფს კვლევას უფრო მცირე რადიაციული გამოსხივებით;

  2. Beam-Hardening ფილტრები, რომლებიც ბლოკავენ ზედმეტ რადიაციას და აუმჯობესებენ გამოსახულების კონტრასტს;

  3. ვირტუალური კოლიმაცია, რომელიც ზუსტად განსაზღვრავს სხივების მიმართულებას და აუმჯობესებს სიზუსტეს.

ეს ფუნქციები ხელს უწყობენ კლინიკურ კვლევებს მინიმალური რენტგენის დოზით, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პაციენტებისთვის, რომლებიც ხშირად იტარებენ კვლევებს და სურთ რადიაციის დოზის მინიმუმამდე შემცირება.

FLEXAVISION F4 აერთიანებს მაღალ ტექნოლოგიას, სიზუსტეს და მოხერხებულობას, ეს კი პირდაპირ ახდენს კლინიკურ კვლევებზე დადებით გავლენას. მისი გამოყენების მთავარი სარგებელი არის:

  • ზუსტი დიაგნოსტიკა: მაღალი რეზოლუციის გამოსახულება პრობლემების სწორად და დროულად გამოვლენას;

  • პროცედურების ეფექტურობა: სწრაფი გამოსახულების მიღება და მრავალფუნქციური კონფიგურაცია აჩქარებს კვლევის პროცესს.

  • პაციენტის კომფორტი: უსადენო პანელი და მოქნილი პოზიციონირება ხდის კვლევას მარტივს და ნაკლებად სტრესულს;

  • უსაფრთხოება: რადიაციის დოზის კონტროლის ტექნოლოგიები უზრუნველყოფენ მინიმალურ რადიოაქტიურ დატვირთვას,

ასე რომ, Shimadzu FLEXAVISION F4 წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე სრულყოფილ, თანამედროვე და ფუნქციონალურ რენტგენის (DR) სისტემას, მისი ინოვაციური ტექნოლოგია, კომპაქტური დიზაინი და მაღალი წარმადობა ერთობლივად უზრუნველყოფს პაციენტისთვის უსაფრთხო, ეფექტურ და კომფორტულ კვლევებს.

FLEXAVISION F4ის ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა არის 17” × 17” უსადენო ფლატ პანელდეტექტორი (FPD), რომელიც უზრუნველყოფს მაღალ რეზოლუციას, ფართო გამოსახულების ველს და მოსახერხებელ პოზიციონირებას სხვადასხვა ტიპის რენტგენოლოგიური კვლევებისთვის. ამ სისტემის საშუალებით შესაძლებელია როგორც ზოგადი რადიოგრაფია (ფილტვები, მენჯი, კიდურები, ორთოპედიული კვლევები), ასევე სპეციალური კვლევები, როგორიცაა უროლოგიური კვლევები.

აპარატის დიზაინი გათვლილია მაქსიმალური ეფექტურობისთვის. სწრაფი გადართვა სხვადასხვა რეჟიმებს შორის (~0.9 წამში), მარტივი ოპერირება, მრავალფეროვანი პოზიციონირების შესაძლებლობები (მაგიდა,სტენდი, საწოლი) და დამატებითი FPDის მართვა ერთ კონსოლზე მნიშვნელოვნად ზრდის პროცესების ეფექტურობას.

შეთავაზებები
17 დეკემბერი 2025
კომპიუტერული ტომოგრაფია (CT) ბოჭორიშვილის კლინიკაში
ვახტანგ ბოჭორიშვილის კლინიკაში კომპიუტერული ტომოგრაფია ტარდება მაღალი სიზუსტის, იაპონური აპარატით.
17 დეკემბერი 2025
პროქტოლოგიური დაავადებების ლაზერული მკურნალობა ვახტანგ ბოჭორიშვილის კლინიკაში.
პროქტოლოგიური პრობლემები ცხოვრების ხარისხს ამცირებს, მაგრამ ოპერაციის შიშის გამო პაციენტები ხშირად ექიმთან მისვლას აგვიანებენ.
15 დეკემბერი 2025
პროფესორი ელი კაკიაშვილი ბოჭორიშვილის კლინიკაში - 24-29 დეკემბერი
24-29 დეკემბერს, ბოჭორიშვილის კლინიკაში პაციენტებს მიიღებს ელი კაკიაშვილი, მოწვეული ონკოქირურგი ისრაელიდან.
10 დეკემბერი 2025
სრული გინეკოლოგიური მომსახურება ვახტანგ ბოჭორიშვილის კლინიკაში
ვახტანგ ბოჭორიშვილის კლინიკაში ხელმისაწვდომია თანამედროვე მიდგომებზე დაფუძნებული მომსახურება, რომელიც სრულად უზრუნველყოფს თქვენს გინეკოლოგიურ ჯანმრთელობას.
12 დეკემბერი 2025
ვარიკოზული ვენების მკურნალობა და ლაზერული თერაპია ბოჭორიშვილის კლინიკაში
ლაზერული თერაპია ვარიკოზული ვენების სამკურნალოდ გულისხმობს დაზიანებული ვენების დახურვას ლაზერის დახმარებით.
5 დეკემბერი 2025
შარდკენჭოვანი დაავადებების სკრინინგი და სწრაფი დიაგნოსტიკა აკადემიკოს ვახტან ბოჭორიშვილის კლინიკაში
დროული სკრინინგი შარდკენჭოვანი დაავადებების აღმოჩენასა და ეფექტურ მკურნალობაში გადამწყვეტ როლს ასრულებს.
3 დეკემბერი 2025
ბავშვის ინფექციური დაავადებები და მკურნალობა
ბავშვთა ინფექციური დაავადებების მკურნალობა ბოჭორიშვილის კლინიკაში თანამედროვე მეთოდების გამოყენებით ხდება.
2 დეკემბერი 2025
ენდოსკოპია კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებების დროული დიაგნოსტიკისთვის
ენდოსკოპია უზრუნველყოფს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის პათოლოგიების დროულ და ზუსტ შეფასებას ულტრათანამედროვე აპარატით.