Loading...
ტექნოლოგია
დისტანციური ლითოტრიფტორი STORZ MEDICAL MODULITH SLX-F2
დისტანციური ლითოტრიფტორი STORZ MEDICAL MODULITH SLX-F2
აღწერილობა
ინოვაციური ტექნოლოგია თირკმლის კენჭების დასაშლელად
თირკმლის კენჭები დღეს ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული უროლოგიური პრობლემაა, რომელიც შეიძლება ნებისმიერ ასაკში განვითარდეს. სტატისტიკის მიხედვით, კენჭები მსოფლიოში ყოველწლიურად დაახლოებით მილიონ ადამიანს უჩნდება. 

თირკმლის კენჭების უყურადღებოდ დატოვებამ შეიძლება გამოიწვიოს:

  • შარდის დინების შეფერხება;
  • ინფექციები;
  • თირკმლის ფუნქციის დარღვევები.
ამ მიზეზებიდან გამომდინარე, სწრაფი დიაგნოსტიკა და მკურნალობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

წარსულში ტრადიციული მკურნალობა ხშირად მოითხოვდა ხანგრძლივ რეაბილიტაციას, იწვევდა ტკივილს და სტრესს. საბედნიეროდ, დღეს ეს მიდგომა შეიცვალა და თანამედროვე მედიცინა გვთავაზობს მინიმალურად ინვაზიურ გადაწყვეტილებებს, რომლებიც სწრაფად, უსაფრთხოდ და ეფექტურად შლიან კენჭებს.
ერთ-ერთი ასეთი ინოვაციური ტექნოლოგიაა დისტანციური ლითოტრიპტორი STORZ MEDICAL MODULITH SLX-F2, რომელიც აქტიურად გამოიყენება აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის კლინიკაში.

MODULITH  SLX-F2 არის მსოფლიოში ყველაზე დახვეწილი და ძვირადღირებული მოწყობილობა, დაპატენტებული შვეიცარული კომპანია შტორცის მიერ (STORZ MEDICAL) და ლიდერია ენდოსკოპიურ ქირურგიაში. 
Storz Medical დაარსებულია Karl Storz-ის მიერ, რომელიც ასევე ნოვატორია ენდოსკოპიაში. ეს ტექნოლოგია სპეციალური შოკური ტალღების საშუალებით შლის თირკმლისა და შარდსაწვეთის კენჭებს ისე, რომ გარშემო ქსოვილები არ ზიანდება.
დისტანციური ლითოტრიფსია (Extracorporeal Shock Wave Lithotripsy, ESWL) წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე უსაფრთხო, ეფექტურ და მინიმალურად ინვაზიურ მეთოდს თირკმლის კენჭების მკურნალობისთვის. 


როგორ მიმდინარეობს თირკმლის კენჭების დაშლის პროცესი STORZ MEDICAL MODULITH SLX-F2-ის გამოყენებით?

პროცედურის დროს სპეციალური აპარატი, ამ შემთხვევაში STORZ MEDICAL MODULITH SLX-F2, წარმოქმნის მაღალენერგიულ შოკურ ტალღებს, რომლებიც ორიენტირებული არიან კენჭზე. ტალღები ასუსტებენ კენჭის სტრუქტურას, კენჭი კი ნელ-ნელა იშლება პატარა ფრაგმენტებად, რომლებიც ორგანიზმიდან ბუნებრივად გამოიდევნება.

STORZ MEDICAL MODULITH SLX-F2-ის უპირატესობები

STORZ MEDICAL MODULITH SLX-F2 წარმოადგენს უახლეს, ინოვაციურ აპარატს თირკმლის კენჭების ლაზერის გამოყენებით დაშლის პროცესში. მისი უნიკალური ფუნქციები აერთიანებს მაღალტექნოლოგიურ გამოსახულების სისტემას, ელექტრომაგნიტურ შოკურ წყაროს, პერსონალიზებულ მკურნალობის პარამეტრებს და თანამედროვე მიდგომებს. 

რენტგენის დინამიკური, ბრტყელპანელიანი დეტექტორი

21 სმ x 21 სმ ზომის ბრტყელპანელიანი დეტექტორი უზრუნველყოფს, რომ კენჭის ადგილმდებარეობა ზუსტად განისაზღვროს. ეკრანზე ჩანს მაღალი ხარისხის გამოსახულება, ექიმი კი სრულ პროცესს აკვირდება. 
ზუსტი მონიტორინგი ექიმს ეხმარება სწორად დაგეგმოს მკურნალობა, აირჩიოს ყველაზე უსაფრთხო და ეფექტური მეთოდი და თავიდან აიცილოს ზედმეტი ჩარევა ან გართულებები.

24-დიუმიანი მონიტორი

24-დიუმიანი მაღალი რეზოლუციის მონიტორი ექიმს საშუალებას აძლევს მიიღოს ძალიან მკაფიო და დეტალური გამოსახულება პროცედურის დროს. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ლითოტრიფსიისას, რადგან შოკური ტალღები უნდა მიემართოს მხოლოდ კენჭზე და არა მის გარშემო არსებულ ქსოვილზე.

ელექტრომაგნიტური შოკური ტალღების წყარო

აპარატი იყენებს ელექტრომაგნიტურ შოკურ ტალღებს, რომლებიც მიზნობრივად მოქმედებენ კენჭზე და შლიან მას მცირე ნაწილებად. ტალღები ზუსტად არის მიმართული და გარშემო ქსოვილს მინიმალურად ეხება.
შედეგად, პროცედურა იწვევს ნაკლებ დისკომფორტს, ხოლო შესაძლო გართულებებისა და გვერდითი მოვლენების რისკი მნიშვნელოვნად არის შემცირებული.

Dual Focus 

MEDICAL MODULITH SLX-F2 აღჭურვილია Dual Focus ტექნოლოგიით, რაც ექიმებს საშუალებას აძლევს შოკური ტალღების პარამეტრები, მაგალითად, ენერგია და სიმძლავრე მოარგონ თითოეული პაციენტის ინდივიდუალურ საჭიროებებს.
ეს ნიშნავს, რომ ტალღების ძალა შერჩეულია კენჭის ზომისა და სიმკვრივის მიხედვით და კენჭიც ბევრად მარტივად იშლება.

StorM-Touch პლატფორმა

StorM-Touch პლატფორმა წარმოადგენს მოწყობილობის ცენტრალურ საკონტროლო პანელს, საიდანაც სრულად იმართება მთელი სისტემა. მისი დახმარებით ექიმს შეუძლია ზუსტად განსაზღვროს კენჭის მდებარეობა და აკონტროლოს ყველა პარამეტრი.

StorM-Base

StorM-Base უზრუნველყოფს პაციენტის მონაცემების უსაფრთხოდ შენახვას ერთიან ბაზაში. ამის წყალობით ექიმებს შეუძლიათ სწრაფად და მარტივად იხილონ როგორც მკურნალობის შედეგები, ისე პაციენტის ზოგადი მდგომარეობა.

ეს მნიშვნელოვნად ამარტივებს მონიტორინგს და უზრუნველყოფს უფრო ზუსტ, ინფორმირებულ სამედიცინო გადაწყვეტილებებს.

როგორ ინტეგრირდება STORZ MEDICAL MODULITH SLX-F2 კლინიკის ინფრასტრუქტურასთან?

MODULITH SLX-F2 აპარატი სრულად შეესაბამება თანამედროვე კლინიკური ინფრასტრუქტურის სტანდარტებს, რასაც განაპირობებს:
  1. ინტეგრაცია კლინიკის ქსელთან - MODULITH SLX-F2 იყენებს DICOM და HL7 პროტოკოლებს, რაც საშუალებას აძლევს მას შეუფერხებლად ინტეგრირდეს კლინიკის ქსელთან;
  2. დაცული მონაცემები - მონაცემები ინახება მაქსიმალურად უსაფრთხოდ და ექიმებს მათი მოძებნა ძალიან სწრაფად და მარტივად შეუძლიათ;
  3. IT სისტემასთან თავსებადობა - კლინიკის IT სისტემა სრულად თავსებადია აპარატის ყველა ფუნქციასთან.

როგორ იყენებს ბოჭორიშვილის კლინიკა MODULITH SLX-F2 აპარატს თირკმლის კენჭების დასაშლელად?

დიაგნოსტიკა 

აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის კლინიკა უკვე მრავალი წელია ლიდერია უახლესი უროლოგიური ტექნოლოგიების დანერგვაში, რაც საშუალებას აძლევს პაციენტებს მიიღონ მინიმალურად ინვაზიური და უსაფრთხო მკურნალობა.
კლინიკაში პროცედურა იწყება პაციენტის დეტალური გამოკვლევით, რათა ექიმებმა განსაზღვრონ კენჭის ზომა, მდებარეობა და ტიპი. 

პერსონალიზებული მკურნალობის სტრატეგია

კლინიკის სპეციალისტები იყენებენ აპარატის Dual Focus ფუნქციას, რაც შესაძლებელს ხდის რომ თითოეული პაციენტისთვის ინდივიდუალურად შეირჩეს შოკური ტალღების პარამეტრები. 
ეს ყველაფერი დამოკიდებულია კენჭის ზომასა და სიმკვრივეზე და ამ მონაცემებზე დაყრდნობით, ექიმები განსაზღვრავენ ენერგიის დონეს, სესიის ხანგრძლივობას და საჭირო რაოდენობის შოკურ ტალღებს, რათა დისტანციური ლითოტრიფსიის პროცედურა მაქსიმალურად ეფექტური გამოდგეს და არ ჰქონდეს სერიოზული გვერდითი მოვლენები.

მართვა და მონიტორინგი

ყველა პროცედურა კონტროლდება StorM-Touch პლატფორმიდან, ამ გზით ექიმებს შეუძლიათ რომ სრულად გააკონტროლონ პროცესი. 

პაციენტის კომფორტი

MODULITH SLX-F2 აპარატის გამოყენებით ბოჭორიშვილის კლინიკაში თირკმლის კენჭების დაშლა სრულიად არაინვაზიური და მაქსიმალურად კომფორტულია. 
თირკმლის კენჭებით გამოწვეული დისკომფორტი ხშირად პაციენტებისთვის არ წარმოადგენს ნერვიულობის საფუძველს, რის გამოც ისინი დიაგნოსტიკაზე უარს ამბობენ. სინამდვილეში, მცირე ზომის კენჭების დაშლა STORZ MEDICAL MODULITH SLX-F2-ის გამოყენებით საკმაოდ მარტივია, ამიტომაა მნიშვნელოვანი რომ პრობლემის დიაგნოსტიკა რაც შეიძლება ადრეულ ეტაპზე მოხდეს. 

STORZ MEDICAL MODULITH SLX-F2 ექიმს საშუალებას აძლევს, რომ არა მხოლოდ ზუსტად განსაზღვროს კენჭის მდებარეობა, არამედ მისი დაშლის პროცესიც მაქსიმალურად უსაფრთო და კონტროლირებადი იყოს.

დიაგნოსტიკის დროს მნიშვნელოვანია, რომ პაციენტმა დროულად მიმართოს სპეციალისტს სიმპტომების გამოჩენისთანავე, რათა თავიდან აიცილოს გართულებები. დროული და სწორად ჩატარებული დიაგნოსტიკა უზრუნველყოფს არა მხოლოდ ეფექტურ შედეგებს, არამედ მნიშვნელოვნად ამცირებს პაციენტის ტკივილს, სტრესს და რეაბილიტაციის პერიოდს.

ამგვარად, თანამედროვე ტექნოლოგიამ მდგომარეობა სრულიად შეცვალა და დღეს დისტანციური ლითოტრიფსია -  განსაკუთრებით ისეთი აპარატით, როგორიც არის STORZ MEDICAL MODULITH SLX-F2 -  ყველაზე უსაფრთხო, კომფორტული და ეფექტური გამოსავალია ადამიანებისთვის, ვისაც კენჭები აწუხებს.

MODULITH SLX-F2 იმიტომ არის განსაკუთრებული, რომ იგი თავიდან ბოლომდე აგებულია პაციენტის უსაფრთხოებაზე. პროცედურის დროს არ ხდება ჭრა, არ სჭირდება ანესთეზია, თან არ ახლავს ხანგრძლივი რეაბილიტაციის პროცესი და ყველაზე მთავარი -  გარშემო ქსოვილები არ ზიანდება. შოკური ტალღები პირდაპირ კენჭზეა მიშვებული, ანუ ზუსტად იქ, სადაც პრობლემა რეალურად არის,  ხოლო დანარჩენი ორგანოები მაქსიმალურად დაცულია.

ასევე მნიშვნელოვანია, რომ MODULITH SLX-F2 განსაკუთრებით გამოსადეგია იმ პაციენტებისთვის, რომლებსაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ოპერაციის ჩატარება უჭირთ - მაგალითად, აქვთ გულის პრობლემები, სუსტი იმუნური სისტემა ან ქრონიკული დაავადებები. ასეთი ადამიანებისთვის ეს მეთოდი ფაქტობრივად საუკეთესო გამოსავალია. 

MODULITH SLX-F2 გვაძლევს საშუალებას, თირკმლის კენჭები გადავაქციოთ არა რთულ სამედიცინო გამოწვევად, არამედ ჩვეულებრივ, მარტივად დასაძლევ საკითხად. თანამედროვე ტექნოლოგიები, პროფესიონალების გამოცდილება და კომფორტული გარემო ქმნის რეალობას, სადაც პაციენტი დაცულია, მშვიდადაა და ზუსტად იცის, რომ პროცედურა უსაფრთხოა, ხოლო შედეგი - საიმედო.
შეთავაზებები
17 დეკემბერი 2025
კომპიუტერული ტომოგრაფია (CT) ბოჭორიშვილის კლინიკაში
ვახტანგ ბოჭორიშვილის კლინიკაში კომპიუტერული ტომოგრაფია ტარდება მაღალი სიზუსტის, იაპონური აპარატით.
17 დეკემბერი 2025
პროქტოლოგიური დაავადებების ლაზერული მკურნალობა ვახტანგ ბოჭორიშვილის კლინიკაში.
პროქტოლოგიური პრობლემები ცხოვრების ხარისხს ამცირებს, მაგრამ ოპერაციის შიშის გამო პაციენტები ხშირად ექიმთან მისვლას აგვიანებენ.
15 დეკემბერი 2025
პროფესორი ელი კაკიაშვილი ბოჭორიშვილის კლინიკაში - 24-29 დეკემბერი
24-29 დეკემბერს, ბოჭორიშვილის კლინიკაში პაციენტებს მიიღებს ელი კაკიაშვილი, მოწვეული ონკოქირურგი ისრაელიდან.
10 დეკემბერი 2025
სრული გინეკოლოგიური მომსახურება ვახტანგ ბოჭორიშვილის კლინიკაში
ვახტანგ ბოჭორიშვილის კლინიკაში ხელმისაწვდომია თანამედროვე მიდგომებზე დაფუძნებული მომსახურება, რომელიც სრულად უზრუნველყოფს თქვენს გინეკოლოგიურ ჯანმრთელობას.
12 დეკემბერი 2025
ვარიკოზული ვენების მკურნალობა და ლაზერული თერაპია ბოჭორიშვილის კლინიკაში
ლაზერული თერაპია ვარიკოზული ვენების სამკურნალოდ გულისხმობს დაზიანებული ვენების დახურვას ლაზერის დახმარებით.
5 დეკემბერი 2025
შარდკენჭოვანი დაავადებების სკრინინგი და სწრაფი დიაგნოსტიკა აკადემიკოს ვახტან ბოჭორიშვილის კლინიკაში
დროული სკრინინგი შარდკენჭოვანი დაავადებების აღმოჩენასა და ეფექტურ მკურნალობაში გადამწყვეტ როლს ასრულებს.
3 დეკემბერი 2025
ბავშვის ინფექციური დაავადებები და მკურნალობა
ბავშვთა ინფექციური დაავადებების მკურნალობა ბოჭორიშვილის კლინიკაში თანამედროვე მეთოდების გამოყენებით ხდება.
2 დეკემბერი 2025
ენდოსკოპია კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებების დროული დიაგნოსტიკისთვის
ენდოსკოპია უზრუნველყოფს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის პათოლოგიების დროულ და ზუსტ შეფასებას ულტრათანამედროვე აპარატით.