კომპიუტერული ტომოგრაფიული ანგიოგრაფია (CT) დინამიური კონტრასტირებით

დინამიური კონტრასტირების მეთოდი საშუალებას იძლევა შეფასდეს სისხლძარღვების გამავლობა, სტენოზები, ანევრიზმები, მალფორმაციები და სხვა სისხლძარღვოვანი პათოლოგიები, ასევე სისხლის ნაკადის თავისებურებები სხვადასხვა ფაზაში.
160-შრიანი CT განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მცირე კალიბრის სისხლძარღვებისა და რთული ანატომიური ზონების შესასწავლად.
კვლევა ტარდება დაბალი დასხივების პირობებში - გამოსხივების დონე დაახლოებით 80%-ით ნაკლებია წინა თაობის CT აპარატებთან შედარებით, რაც ზრდის კვლევის უსაფრთხოებას.
პროცედურა მიმდინარეობს სწრაფად, დაახლოებით 5-10 წუთის განმავლობაში, მიღებული შედეგები კი მნიშვნელოვან როლს ასრულებს დიაგნოსტიკისა და მკურნალობის პროცესში.
ფასი: 500ლ
დამატებითი ინფორმაციისთვის ან ვიზიტის დასაჯავშნად, გთხოვთ, დაგვირეკოთ ნომერზე: 032 2 312 112 ან 577 22 21 12;
მისამართი: ქ. თბილისი, საბურთალო, ალ. ყაზბეგის 16.