ბლოგი
როდის მივმართოთ უროლოგს - ძირითადი დაავადებები და მკურნალობის თანამედროვე მიდგომები
როდის მივმართოთ უროლოგს - ძირითადი დაავადებები და მკურნალობის თანამედროვე მიდგომები
ადამიანის ჯანმრთელობა და კეთილდღეობა დამოკიდებულია მისი ორგანოების სწორ ფუნქციონირებაზე. ზოგ მათგანზე საჯაროდ საუბარი დღემდე უხერხულ ტონად ითვლება, თუმცა მათი მნიშვნელობა ჩვენს ზოგად მდგომარეობაზე უმნიშვნელოვანესია. ერთ-ერთი ასეთი საკითხია შარდსასქესო დაავადებები და მათი მკურნალობა.
რა არის უროლოგია?
უროლოგია მედიცინის უმნიშვნელოვანესი დარგია, რომელიც მამაკაცის შარდსასქესო და ქალის საშარდე სისტემის ჯანმრთელობას ეხება. ის მოიცავს როგორც კონსერვატიულ, ისე ქირურგიული მკურნალობის ფართო სპექტრს.
თანამედროვე უროლოგიური პრაქტიკები ხასიათდება:
-
ინოვაციური დიაგნოსტიკური მეთოდებით;
-
მინიმალურად ინვაზიური ქირურგიული ტექნიკებით;
-
პერსონალიზებული მკურნალობის მიდგომებით.
ეს ყველაფერი უზრუნველყოფს მაღალი ხარისხის მომსახურებასა და ოპტიმალურ შედეგებს.
უროლოგი ზრუნავს შემდეგ ორგანოებზე:
-
თირკმელები;
-
თირკმელზედა ჯირკვალი;
-
შარდის ბუშტი;
-
შარდსაწვეთი;
-
შარდსადენი;
-
წინამდებარე ჯირკვალი (პროსტატა);
-
სათესლე ჯირკვლები.
როდის უნდა მივმართოთ უროლოგს?
ხშირია შემთხვევები, როცა ადამიანები დაავადების ნიშნებს უგულებელყოფენ, ან თვითმკურნალობას მიმართავენ, რაც დაუშვებელია. ჩვენი მტკიცე რეკომენდაციაა, რომ ქვემოთ ჩამოთვლილი სიმპტომებიდან ნებისმიერის გამოვლინებისას აუცილებელია მიმართოთ პროფესიონალ უროლოგს:
-
ხშირი შარდვა ან შარდვის გაძნელება
-
ტკივილი შარდვის დროს
-
სისხლი შარდში
-
ტკივილი თირკმლის არეში
-
უძილობა ან დისკომფორტი ღამით ხშირი შარდვის გამო
-
ერექციული პრობლემები ან პროსტატის გადიდება
-
შარდის შეუკავებლობა
ყველაზე გავრცელებული უროლოგიური დაავადებები
თირკმლის კენჭოვანი დაავადება
თირკმელში კენჭების გაჩენა ხშირად იწვევს ძლიერ ტკივილს, დისკომფორტსა და შარდვის პრობლემებს. მისი მკურნალობა დამოკიდებულია კენჭის ზომასა და მდებარეობაზე. ჩვენს კლინიკაში ხელმისაწვდომია საშარდე სისტემაში არსებული კენჭების დაშლის ყველაზე თანამედროვე ენდოსკოპიური მეთოდები:
-
ლაზერული ლითოტრიფსია.
წინამდებარე ჯირკვლის გადიდება (პროსტატის ჰიპერპლაზია)
ეს მდგომარეობა ძირითადად გვხვდება ასაკოვან მამაკაცებში და იწვევს ხშირ, მტკივნეულ შარდვას. კარგი უროლოგისა და თანამედროვე მედიკამენტოზური თუ ქირურგიული მეთოდების დახმარებით, ეს დაავადება ეფექტურად იკურნება.
ონკოუროლოგია
ბოჭორიშვილის კლინიკაში ონკოუროლოგიური პაციენტებისთვის ხელმისაწვდომია სრული დიაგნოსტიკური პროცესი და თანამედროვე სტანდარტებით შესრულებული ქირურგიული მკურნალობა.
განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ კლინიკას თვეში ერთხელ სტუმრობს მსოფლიო დონის უროლოგ-ონკოლოგი ქირურგი, ისრაელის წამყვანი პროფესორი დავით კაკიაშვილი. მას საერთაშორისო გამოცდილება აქვს ისრაელში, კანადასა და ამერიკაში, რაც უზრუნველყოფს რთული შემთხვევების ზუსტ დიაგნოსტიკასა და მკურნალობას.
პროფესორ კაკიაშვილის კონსულტაცია განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პაციენტებისთვის, რომლებსაც სჭირდებათ:
-
ონკო-უროლოგიური მდგომარეობის ზუსტი დიაგნოსტიკა;
-
მკურნალობის ინდივიდუალური გეგმის შედგენა;
-
საერთაშორისო სტანდარტებზე დაფუძნებული მკურნალობის მიღება.
მკურნალობა მოიცავს:
-
ღია წესით ჩატარებულ ოპერაციებს;
-
ლაპაროსკოპიულ (მინიმალურად ინვაზიურ) ქირურგიას.
საშარდე გზების ინფექციური დაავადებები
ეს დაავადება ხშირად ვლინდება ქალბატონებში. ძირითადი სიმპტომებია:
-
შარდვის დროს წვა;
-
ხშირი შარდვა;
-
მუცლის ტკივილი.
პროფესიონალი უროლოგის მიერ დასმული სწორი დიაგნოზითა და მკურნალობით, მარტივად განიკურნებით.
ერექციული დისფუნქცია
ეს არის მდგომარეობა, როცა მამაკაცს უჭირს ერექციის შენარჩუნება, რაც შესაძლოა გამოიწვიოს როგორც ფსიქოლოგიურმა, ისე ფიზიკურმა მიზეზებმა. ძლიერი სპეციალისტები და უროლოგები აღნიშნულ პრობლემასთან ინტეგრირებული მკურნალობის მეთოდს არჩევენ, დაავადების სწორი მენეჯმენტის პირობებში კი, პოზიტიური შედეგი გარდაუვალია.
შარდის შეუკავებლობა
შარდის შეუკავებლობამ ნებისმიერი ასაკის ადამიანი შეიძლება შეაწუხოს. კვალიფიციური უროლოგის მიერ შემუშავებული მკურნალობის თანამედროვე მეთოდების დახმარებით, ეს პრობლემა იოლად გვარდება, მათ შორის:
-
ფიზიოთერაპიით;
-
მედიკამენტებით;
-
საჭიროების შემთხვევაში ქირურგიული ჩარევით.
პედიატრიული უროლოგია
შარდსასქესო სისტემის პათოლოგიები ხშირია ბავშვებშიც. ისინი ხშირად სხვადასხვა ფორმით ვლინდება და შესაძლოა შეგვხვდეს:
-
შარდსადენის ან თირკმლის განვითარების პრობლემები;
-
ფიმოზი;
-
რეფლუქსი;
-
ჩამოუსვლელი სათესლე ჯირკვალი.
ემპათიური და საკუთარი საქმის მოყვარული ბავშვთა უროლოგისა და დროული დიაგნოსტიკის დახმარებით, დაავადების მკურნალობა მნიშვნელოვნად მარტივდება და შესაძლო გართულებების თავიდან აცილებაც იოლი ხდება.
რატომ ბოჭორიშვილის კლინიკა?
ბოჭორიშვილის კლინიკა საუკეთესო უროლოგებით დაკომპლექტებული დაწესებულებაა, რომელიც ღრმა პროფესიული ცოდნითა და ინოვაციური მიდგომებით, სამედიცინო სფეროში 1979 წლიდან ქმნის განსხვავებას. ჩვენთან უროლოგიური დაავადებების დიაგნოსტიკა და მკურნალობა ხდება უახლესი ტექნოლოგიებისა და ცოდნის გამოყენებით.
რატომ უნდა აირჩიოთ ბოჭორიშვილის კლინიკის უროლოგი:
-
ვიყენებთ ულტრათანამედროვე ლაბორატორიულ და ინსტრუმენტულ კვლევის მეთოდებს;
-
კლინიკას აქვს თანამედროვე დისტანციური ლითოტრიპტორი, რომლის მეშვეობითაც ხდება საშარდე სისტემაში არსებული კენჭების ეფექტური და უმტკივნეულო დაშლა.
-
ვგეგმავთ ინდივიდუალურ მკურნალობას, რომელიც მორგებულია თითოეული პაციენტის საჭიროებებზე.
-
მკურნალობა ტარდება ლაპაროსკოპიული (ნაკლებინვაზიური) ქირურგიის გამოყენებით, რაც უზრუნველყოფს მცირე ჭრილობასა და სწრაფ რეაბილიტაციის პერიოდს.
თუ საუკეთესო უროლოგს ეძებთ, დაგვიკავშირდით და მიიღეთ მტკიცებით მედიცინაზე დაფუძნებული მკურნალობა!
დეტალებისთვის დაგვიკავშირდით: ტელ: 032 2 312 112 მის: ალ. ყაზბეგის 16
სტატიის ავტორი: აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის კლინიკის ინფექციონისტი - ნინო ალხაზიშვილი.