ბლოგი
მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია (MRI) თუ კომპიუტერული ტომოგრაფია (CT)?
მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია (MRI) თუ კომპიუტერული ტომოგრაფია (CT)?
რით განსხვავდება MRI კომპიუტერული ტომოგრაფიისგან (CT)?
მთავარი განსხვავება ამ ორ კვლევას შორის ტექნოლოგიაშია. ვახტანგ ბოჭორიშვილის კლინიკაში ორივე ტიპის კვლევა ტარდება უახლესი თაობის აპარატურით, თუმცა მათი მუშაობის პრინციპი განსხვავებულია:
- CT (კომპიუტერული ტომოგრაფია): იყენებს რენტგენის სხივებს
- MRI (მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია): მუშაობს ძლიერი მაგნიტური ველისა და რადიოტალღების პრინციპით
როდის არის რეკომენდებული კომპიუტერული ტომოგრაფიის (CT) ჩატარება?
კომპიუტერული ტომოგრაფია შეუცვლელია გადაუდებელი დახმარებისას, რადგან კვლევის პროცესი ძალიან სწრაფია. ის საუკეთესო არჩევანია შემდეგი შემთხვევების დიაგნოსტიკისთვის:
- ფილტვების დაავადებები და პათოლოგიები
- ძვლების მოტეხილობები და ტრავმული დაზიანებები
- შინაგანი სისხლდენები და მუცლის ღრუს პრობლემები
- ონკოლოგიური სკრინინგი
რა დროს უნდა მივმართოთ მაგნიტურ-რეზონანსულ ტომოგრაფიას (MRI)?
MRI კვლევა ინიშნება მაშინ, როდესაც საჭიროა ქსოვილების სიღრმისეული შესწავლა. მისი გამოყენება პრიორიტეტულია შემდეგი მიმართულებებით:
- ნევროლოგია: თავის ტვინისა და ზურგის ტვინის კვლევა
- ორთოპედია: სახსრების, იოგებისა და მენისკის დაზიანებები
- მცირე მენჯის ორგანოები: დეტალური ვიზუალიზაციისთვის
- რბილი ქსოვილების ანთებითი ან სიმსივნური პროცესები
გამოიყენება თუ არა რადიაციული დასხივება MRI კვლევის დროს?
მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის დროს არ გამოიყენება არანაირი რადიაციული დასხივება. ეს MRI-ის ერთ-ერთი მთავარი უპირატესობაა, რის გამოც ის გამოიყენება ბავშვებისა და ორსულების კვლევის დროს.
რაც შეეხება კატეს, მიუხედავად სხივური დატვირთვისა, თანამედროვე იაპონური აპარატები (Aquilion Lightning 160 slice ) ბოჭორიშვილის კლინიკაში რადიაციის დოზას მინიმუმამდე ამცირებენ.
რა უკუჩვენებები აქვს მაგნიტურ-რეზონანსულ ტომოგრაფიას?
ძლიერი მაგნიტური ველის გამო, MRI-ის ჩატარება კატეგორიულად აკრძალულია, თუ პაციენტს აქვს:
- კარდიოსტიმულატორი ან სხვა ელექტრონული იმპლანტები
- ლითონის პროტეზები (თუ ისინი არ არის დამზადებული MRI-თავსებადი მასალისგან)
- მეტალის უცხო სხეულები (მაგ. ნამსხვრევები)
- კლაუსტროფობია (საჭიროებს წინასწარ მომზადებას ან სედაციას)
რა ღირს CT და MRI კვლევა ბოჭორიშვილის კლინიკაში?
ფასი დამოკიდებულია კვლევის სირთულესა და არეალზე. კლინიკაში პაციენტებისთვის ხელმისაწვდომია:
- კომპლექსური პაკეტები: CT კვლევა + სპეციალისტის კონსულტაცია
- დაფინანსება: ვთანამშრომლობთ კერძო სადაზღვევოებთან და სახელმწიფო პროგრამებთან
- კონტრასტი: კონტრასტული ნივთიერების გამოყენებისას ფასი განსხვავებულია.
როგორ მოვემზადოთ კვლევისთვის და როგორ ჩავეწეროთ?
მომზადების პროცესი მარტივია, თუმცა საჭიროებს ყურადღებას. გასათვალისწინებელია, რომ კონტრასტული კვლევისას აუცილებელია კრეატინინის ანალიზის პასუხი. ასევე, აპარატს აქვს გარკვეული წონითი შეზღუდვები.
პროცესის გასამარტივებლად, რეკომენდირებულია წინასწარი ჩაწერა, რაც გამორიცხავს რიგებს და ზოგავს თქვენს დროს.
კონტაქტი
ქართული
English
Русский