Loading...
სერვისები
კომპიუტერული ტომოგრაფია - გულმკერდის კომპიუტერული ტომოგრაფია (CT)
გულმკერდის კომპიუტერული ტომოგრაფია (CT)

თანამედროვე ტექნოლოგია და შრეების მეტი რაოდენობა უზრუნველყოფს გულმკერდის ღრუს დეტალურ და მაღალი გარჩევადობის მქონე გამოსახულებას, რაც მნიშვნელოვანია ფილტვების, გულმკერდის ორგანოებისა და სისხლძარღვების ზუსტი შეფასებისთვის.

აპარატი გვაძლევს მაქსიმალურ ინფორმაციას მინიმალური დასხივების პირობებში - გამოსხივების დონე დაახლოებით 80%-ით ნაკლებია წინა თაობის CT აპარატებთან შედარებით, რაც კვლევას განსაკუთრებით უსაფრთხოს ხდის როგორც პირველად, ასევე განმეორებით ჩატარების შემთხვევაში.

პროცედურა მიმდინარეობს სწრაფად და კომფორტულად, პაციენტისთვის დამატებითი დისკომფორტის გარეშე და საშუალოდ 5–10 წუთს გრძელდება. მიღებული შედეგები მნიშვნელოვნად ეხმარება ექიმს სწორი დიაგნოზის დასმასა და შემდგომი მკურნალობის დაგეგმვაში.

ფასი: 200ლ

დამატებითი ინფორმაციისთვის ან ვიზიტის დასაჯავშნად, გთხოვთ, დაგვირეკოთ ნომერზე: 032 2 312 112 ან 577 22 21 12;

მისამართი: ქ. თბილისი, საბურთალო, ალ. ყაზბეგის 16.

კონტაქტი