ენდოსკოპიური კვლევა წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან მეთოდს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებების დროული აღმოჩენისა და შეფასებისთვის.
ასეთი კვლევა საშუალებას იძლევა ზუსტად შეფასდეს ლორწოვანი გარსის მდგომარეობა, გამოვლინდეს ანთებითი ცვლილებები, ეროზიები, წყლულები, პოლიპები და სხვა პათოლოგიები.
რა პროცედურებს მოიცავს ენდოსკოპია?
გასტროსკოპიას - საყლაპავის, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის შესაფასებლად. ასეთი კვლევა ექიმს ეხმარება ისეთი მდგომარეობების დიაგნოსტირებაში, როგორიცაა რეფლუქსი, გასტრიტი, წყლულოვანი დაავადება, სისხლდენა და სხვა ზედა საჭმლის მომნელებელი სისტემის პათოლოგიები;
კოლონოსკოპიას - სწორი ნაწლავის, მსხვილი ნაწლავის და წვრილი ნაწლავის ბოლო ნაწილის დასათვალიერებლად. ხშირად გამოიყენება პოლიპების აღმოჩენისა და ამოღებისთვის, კოლიტების, დივერტიკულიტის, სისხლიანი განავლის მიზეზებისა და სხვა ქვედა ნაწლავის პრობლემების დასადგენად.
„აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის კლინიკაში“ ენდოსკოპიური კვლევები ტარდება ულტრათანამედროვე ციფრული აპარატით - Olympus Exera III. ამ ტექნოლოგიის უპირატესობები გულისხმობს:
• მაღალი გარჩევადობის გამოსახულებას;
• ლორწოვანი გარსის ცვლილებების ზუსტ ვიზუალიზაციას;
• უსაფრთხო და კომფორტულ პროცედურას.
დამატებითი ინფორმაციისთვის ან ვიზიტის დასაჯავშნად, გთხოვთ, დაგვირეკოთ ნომერზე: 032 2 312 112 ან 577 22 21 12
მისამართი: ქ. თბილისი, საბურთალო, ალ. ყაზბეგის 16.
ვებ გვერდი იყენებს „ქუქი“ ჩანაწერებს, რომელიც მომხმარებელთა უკეთესი გამოცდილების შესაქმნელად, პერსონალური რეკლამირებისთვის და ვებ გვერდის ანალიტიკისთვის გამოიყენება. იხილეთ პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკა
იხილეთ პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკა