შეთავაზებები
ჭარბი წონის კორექცია ენდოსკოპიური მეთოდებით

ჭარბი წონის კორექცია ენდოსკოპიური მეთოდებით

15 ნოემბერი 2025
ჭარბი წონის კორექცია ენდოსკოპიური მეთოდებით

კუჭის ბოტოქსი და ბალონირება უზრუნველყოფს მიღებული საჭმლის რაოდენობის კონტროლსა და მადის შემცირებას, რაც ხელს უწყობს წონის უსაფრთხოდ დაკლებას.

ორივე პროცედურა ტარდება გამოცდილი სპეციალისტების ზედამხედველობით, უსაფრთხო და სტერილურ გარემოში.

კუჭის ბოტოქსი ინექციური პროცედურაა, რომლის დროსაც კუჭის კუნთები ნაწილობრივ დუნდება. შედეგად, საჭმლის გადამუშავების პროცესი ნელდება, მადის კონტროლი კი მარტივდება. ბოტოქსი იდეალურია მათთვის, ვისაც სურს წონის დაკლება მარტივი პროცედურის ხარჯზე.

კუჭის ბალონირება გულისხმობს სპეციალური სილიკონის ბალონის კუჭში განთავსებას, რომელიც ნაწილობრივ ავსებს მას. ეს ბუნებრივად უწყობს ხელს შიმშილის შეგრძნების შემცირებას და წონის კლებას. ბალონის ამოღება ხდება რამდენიმე თვის შემდეგ, როცა ორგანიზმს უკვე კვების სწორი რეჟიმი აქვს ჩამოყალიბებული.

ჩვენს კლინიკაში დაგხვდებათ:
•⁠ ⁠უსაფრთხო და სტერილური პროცედურული გარემო;
•⁠ ⁠გამოცდილი სპეციალისტები;
•⁠ ⁠ინდივიდუალური მიდგომა თითოეულ პაციენტთან, თქვენი მოთხოვნების შესაბამისად.

ვიზიტის დასაჯავშნად დაგვიკავშირდით: 032 231 21 12 ან 577 22 21 12
მისამართი: ქ. თბილისი, საბურთალო, ალ. ყაზბეგის 16.

კონსულტაცია უფასოა.