შეთავაზებები
ამბულატორიული სერვისები აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის კლინიკაში – ხელმისაწვდომია შაბათს და საღამოს საათებშიც
ამბულატორიული სერვისები აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის კლინიკაში – ხელმისაწვდომია შაბათს და საღამოს საათებშიც
12 დეკემბერი 2025
ამბულატორიული სერვისები არის თანამედროვე მედიცინის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი, რომელიც უზრუნველყოფს პაციენტების ჯანმრთელობის მუდმივ მონიტორინგს, დიაგნოსტიკასა და საჭირო სამედიცინო მომსახურებას. სწორედ ამიტომ, გარდა სტანდარტული სამუშაო საათებისა, ვახტანგ ბოჭორიშვილის კლინიკაში ამბულატორია ხელმისაწვდომია საღამოს საათებში და შაბათსაც, რაც წარმოადგენს მნიშვნელოვან უპირატესობას მათთვის, ვისაც დღის განმავლობაში არ აქვს დრო კლინიკაში მოსვლისთვის.
მნიშვნელოვანია, რომ ბოჭორიშვილის კლინიკა არის თანამედროვე, მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრი საქართველოში, რომელიც დაარსებულია 1979 წელს და ამჟამად განახლებული, თანამედროვე ევროპული სტანდარტებით ემსახურება პაციენტებს.
ჩვენი კლინიკა გთავაზობთ ფართო სპექტრის ამბულატორიულ სერვისებს. მათ შორისაა:

კომპიუტერული ტომოგრაფიის ძირითადი უპირატესობებია:
ბოჭორიშვილის კლინიკაში დგას კომპიუტერული ტომოგრაფი Aquilion Lightning 160 slice, რომელსაც ხშირად Aquilion Lightning SP მოდელში მოიხსენიებენ.
ეს კომპიუტერული ტომოგრაფი უზრუნველყოფს კომფორტულ და უსაფრთხო სკანირებას და მრავალმხრივ გამოყენებას, მათ შორის ანგიოგრაფიულ კვლევებში.
ჩვენს კლინიკაში დაგხვდებიან გამოცდილი და პროფესიონალი რადიოლოგები, რომლებიც კარგად იცნობენ და იყენებენ მსგავს თანამედროვე სკანერებს, რათა მიღებული სურათები იყოს მაქსიმალურად ზუსტი და მაღალრეზოლუციური, რათა ზუსტი დიაგნოზის დასმა მოხდეს ძალიან სწრაფად. გარდა ამისა, რა თქმა უნდა, ჩვენთან დაგხვდებათ ინდივიდუალური მკურნალობის გეგმები და მიდგომები, რომლებიც უშუალოდ თქვენს საჭიროებებს ერგება.
ექიმ სპეციალისტების ამბულატორიული კონსულტაციები ხელმისაწვდომია საღამოს საათებში და შაბათსაც, ხოლო დიაგნოსტიკა ყოველდღიურად, 24 საათის განმავლობაში.
კლინიკაში დაგხვდებათ ექოსკოპი PHILIPS AFFINITI 70, რომელიც გამოირჩევა მაღალი ხარისხის გამოსახულებით, კომფორტით და ინოვაციური ფუნქციებით.

PHILIPS AFFINITI 70-ის მთავარი უპირატესობებია:
ჩვენს კლინიკაში ეს ყოველივე ხდება თანამედროვე აღჭურვილობითა და გამოცდილი სპეციალისტების მეთვალყურეობით, რაც სრულ პროცესს ხდის სანდოს და გვაძლევს მაღალი სიზუსტის, სანდო შედეგებს.
რენტგენი არის აუცილებელი როგორც სერიოზული ტრავმების, ისე პროფილაქტიკური შემოწმებების დროს. იგი საშუალებას აძლევს ექიმს დაინახოს ისეთი დეტალები, რომელიც სხვა მეთოდებით შესაძლოა შეუმჩნეველი დარჩეს.
ბოჭორიშვილის კლინიკაში წარმოდგენილია რენტგენის Shimadzu FLEXAVISION F4 აპარატი - მაღალი ტექნოლოგიური, მრავალფუნქციური რენტგენული სისტემა, რომელიც აერთიანებს ფლუროსკოპიას და რადიოგრაფიას ერთ აპარატში. მისი ინოვაციური Flat-Panel Detector (FPD) უზრუნველყოფს ფართო ხედვასა და მკაფიო გამოსახულებას

FLEXAVISION F4-ის უპირატესობები:

ამ კვლევების დახმარებით ექიმს შეუძლია:
გარდა ამისა, ლაბორატორიული კვლევები გთავაზობთ სრულ სურათს თქვენი ორგანიზმის მდგომარეობაზე. სისხლის, შარდისა და სხვა ბიოლოგიური ნიმუშების ანალიზი ასახავს:
ლაბორატორიული მონაცემები ასევე საშუალებას აძლევს ექიმს დროზე ადრე მიიღოს პროფილაქტიკური ზომები, რომლებიც შეაჩერებს დაავადების განვითარებას. კვლევების შედეგების მიხედვით შესაძლოა:
ამ გზით ექიმს შეუძლია:
როგორც წესი, ლაბორატორიული კვლევები მოიცავს:
კლინიკაში ჩატარებული კვლევების ხარისხის უზრუნველყოფისთვის, ჩვენთან წარმოდგენილია თანამედროვე და ინოვაციური სამედიცინო აპარატურა. მათ შორის მნიშვნელოვანია პლეტიზმოგრაფი SCHILLER-GANSHORN და ენდოსკოპი OLYMPUS EVIS EXERA III.
პლეტიზმოგრაფი SCHILLER-GANSHORN საშუალებას გვაძლევს დეტალურად შევაფასოთ სასუნთქი სისტემის მდგომარეობა და ფუნქციონირება. სრული პლეტიზმოგრაფია , ე.წ. ფილტვის ფუნქციური ტესტი სუნთქვის ფუნქციის გაფართოებული კვლევაა, რომელიც აფასებს ფილტვების მოცულობებს, ჰაერის ნაკადის წინააღმდეგობას და სასუნთქი სისტემის საერთო მდგომარეობას.
პაციენტი სუნთქავს სპეციალურ კაბინაში, ხოლო აპარატი ზუსტი მეთოდით ზომავს ფილტვების მუშაობას. კვლევა უსაფრთხო, არაინვაზიური და ინფორმატიულია -გამოიყენება:
ენდოსკოპი OLYMPUS EVIS EXERA III უზრუნველყოფს საჭმლის მომნელებელი სისტემის და სასუნთქი სისტემის ვიზუალიზაციას მაღალ რეზოლუციაში. მისი გამოყენება აფართოებს დიაგნოსტიკური შესაძლებლობებს, განსაკუთრებით რთული ან უსიმპტომო შემთხვევებისას. ენდოსკოპია გამოიყენება სხვადასხვა ორგანოს შიდა სტრუქტურების პირდაპირი შეფასებისთვის. თანამედროვე ენდოსკოპური ტექნოლოგიები საშუალებას იძლევა არაინვაზიურად ან მინიმალური შეღწევით გამოვლინდეს პათოლოგიური ცვლილებები, მოხდეს ლორწოვანის დეტალური ინსპექცია და საჭიროების შემთხვევაში ჩატარდეს დიაგნოსტიკური და თერაპიული მანიპულაციები.

ენდოსკოპიის მიმართულებები მოიცავს:
ამ აპარატების კომბინაცია გვაძლევს უნიკალურ შესაძლებლობას, პაციენტს სრულფასოვანი, ზუსტი და ინდივიდუალური სამედიცინო მომსახურება მივაწოდოთ.
კორონაროგრაფია არის თანამედროვე სამედიცინო პროცედურა, რომელიც საშუალებას აძლევს ექიმს ზუსტად შეაფასოს გულის და სისხლძარღვების მდგომარეობა. ეს მეთოდი არის უმნიშვნელოვანესი გულ-სისხლძარღვთა დაავადებების დროული დიაგნოსტიკისთვის, განსაკუთრებით მათთვის, ვისაც აქვს ისეთი სიმპტომები, როგორებიცაა გულმკერდის ტკივილი, სუნთქვის უკმარისობა ან ხშირი დაღლა.
ამ მეთოდის სიზუსტე ბევრად აღემატება სხვა ტრადიციულ დიაგნოსტიკურ მეთოდებს, რაც გვაძლევს საშუალებას რომ პრობლემები დროულად გამოვავლინოთ და სერიოზული გართულებები თავიდან ავიცილოთ.
ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა, რაც კორონაროგრაფიას გამოარჩევს სხვა დიაგნოსტიკურ მეთოდებთან შედარებით, არის გულის არტერიების დეტალური, სრულყოფილი ვიზუალიზაცია.
სპეციალური კონტრასტული ნივთიერებისა და მაღალრეზოლუციური სკანერის საშუალებით, ექიმს შეუძლია:
პრობლემებისა და რისკების დროული გამოვლენა საშუალებას აძლევს ექიმს იმოქმედოს შესაბამისად და თავიდან აიცილოს სერიოზული გართულებები ან სიცოცხლისთვის საშიში სიტუაციები.
კორონაროგრაფია არის უსაფრთხო პროცედურა, რომელიც ტარდება მხოლოდ გამოცდილი და კვალიფიციური კარდიოლოგების მეთვალყურეობით.
აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის კლინიკაში ეს პროცედურა ხორციელდება თანამედროვე სტანდარტებით და აღჭურვილობით, რაც უზრუნველყოფს:
შემდეგ, სპეციალური კონტრასტული ნივთიერება შეჰყავთ სისხლძარღვებში, რაც საშუალებას აძლევს რადიოლოგს და კარდიოლოგს რომ სკანერის დახმარებით აღიქვან არტერიების მდგომარეობა.
მიღებული შედეგის მიხედვით, ექიმი იწყებს მკურნალობის გეგმის შედგენას.

ბოჭორიშვილის კლინიკა დღეს წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე თანამედროვე და ტექნოლოგიურად განვითარებულ სამედიცინო ცენტრს საქართველოში, კლინიკა უზრუნველყოფს როგორც ამბულატორიულ, ისე სტაციონარულ სერვისებს და იყენებს უახლეს სამედიცინო ტექნოლოგიებს, რათა პაციენტებს შესთავაზოს სანდო, უსაფრთხო და მაღალპროფესიონალური მომსახურება.
კლინიკის მთავარი მიზანია პაციენტებისთვის მომსახურების გაწევა ნებისმიერ დროს. სწორედ ამიტომ, ამბულატორიული სერვისები ხელმისაწვდომია საღამოს საათებში და შაბათსაც, რაც განსაკუთრებით დიდ კომფორტს უქმნის პაციენტებს, რომლებიც დღის განმავლობაში დაკავებულები არიან.
რატომ უნდა გააკეთოთ არჩევანი ჩვენს კლინიკაზე?
თქვენი ჯანმრთელობა და კომფორტი ჩვენი კლინიკის მთავარი პრიორიტეტია
რეგულარული ლაბორატორიული კვლევები, კომპიუტერული ტომოგრაფია, კორონაროგრაფია, რენტგენი და ექოსკოპია უზრუნველყოფს ორგანიზმის სრული კონტროლის შესაძლებლობას, დროულ დიაგნოსტიკასა და ეფექტურ მკურნალობას. დროული და სანდო დიაგნოსტიკა არის ჯანმრთელობის დაცვის საუკეთესო გზა, ხოლო ვახტანგ ბოჭორიშვილის კლინიკა გთავაზობთ სწორედ ასეთ სრულყოფილ სერვისებს.
შეარჩიეთ საჭირო მომსახურება, დაჯავშნეთ და იზრუნეთ თქვენს ჯანმრთელობაზე ჩვენს პროფესიონალ ექიმებთან ერთად.
მნიშვნელოვანია, რომ ბოჭორიშვილის კლინიკა არის თანამედროვე, მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრი საქართველოში, რომელიც დაარსებულია 1979 წელს და ამჟამად განახლებული, თანამედროვე ევროპული სტანდარტებით ემსახურება პაციენტებს.
ჩვენი კლინიკა გთავაზობთ ფართო სპექტრის ამბულატორიულ სერვისებს. მათ შორისაა:
- კომპიუტერული ტომოგრაფია;
- რენტგენი;
- ექოსკოპია;
- ენდოსკოპია;
- სრული პლეტიზმოგრაფია-ფილტვის ფუნქციური კვლევა;
- კორონაროგრაფია;
- ლაბორატორიული კვლევები.
კომპიუტერული ტომოგრაფია – პაციენტის მდგომარეობის ზუსტი დიაგნოსტიკა
კომპიუტერული ტომოგრაფია (CT) არის თანამედროვე, მაღალრეზოლუციური დიაგნოსტიკური მეთოდი, რომელიც საშუალებას აძლევს ექიმებს დეტალურად შეისწავლონ ადამიანის ორგანოები, ქსოვილები და ძვლოვანი სისტემა.
კომპიუტერული ტომოგრაფიის ძირითადი უპირატესობებია:
- ხარისხი - დეტალური სურათების გადაღების შესაძლებლობა ორგანოების, სისხლძარღვებისა და ძვლების მდგომარეობის შესასწავლად;
- სიჩქარე – პროცედურა საკმაოდ ხანმოკლეა, შედეგებს კი დაუყოვნებლივ მიიღებთ;
- სიზუსტე – ექიმს ეძლევა ზუსტი და სრული ინფორმაცია საჭირო დიაგნოზის დასასმელად;
- უსაფრთხოება – თანამედროვე იაპონური სტანდარტები უზრუნველყოფს 80%-ით ნაკლებ დასხივებას.
როგორ მუშაობს კომპიუტერული ტომოგრაფია?
კომპიუტერული ტომოგრაფიის პროცესი იწყება პაციენტის პოზიციონირებით სპეციალურ სკანერში. ამ დროს მიღებული სიგნალები გადაეცემა კომპიუტერს, რომელიც გვაწვდის დეტალურ 3D სურათს ორგანოების, ქსოვილებისა და ძვლების მდგომარეობის შესახებ. ასეთი სურათები საშუალებას აძლევს ექიმს დროულად გამოავლინოს ანომალიები, დაზიანებები ან დაავადებები, რომლებიც შეიძლება სხვა მეთოდების გამოყენების შემთხვევაში შეუმჩნეველი დარჩეს.ბოჭორიშვილის კლინიკაში დგას კომპიუტერული ტომოგრაფი Aquilion Lightning 160 slice, რომელსაც ხშირად Aquilion Lightning SP მოდელში მოიხსენიებენ.
რა უპირატესობებით გამოირჩევა Aquilion Lightning 160 slice?
კომპიუტერული ტომოგრაფი Aquilion Lightning 160 slice არის მაღალი სიზუსტის, 160 შრიანი CT სკანერი, რომელიც გამოირჩევა სწრაფი სკანირებით, დეტალური გამოსახულების მაღალი რეზოლუციით და დაბალი რადიაციის დოზით.ეს კომპიუტერული ტომოგრაფი უზრუნველყოფს კომფორტულ და უსაფრთხო სკანირებას და მრავალმხრივ გამოყენებას, მათ შორის ანგიოგრაფიულ კვლევებში.
ჩვენს კლინიკაში დაგხვდებიან გამოცდილი და პროფესიონალი რადიოლოგები, რომლებიც კარგად იცნობენ და იყენებენ მსგავს თანამედროვე სკანერებს, რათა მიღებული სურათები იყოს მაქსიმალურად ზუსტი და მაღალრეზოლუციური, რათა ზუსტი დიაგნოზის დასმა მოხდეს ძალიან სწრაფად. გარდა ამისა, რა თქმა უნდა, ჩვენთან დაგხვდებათ ინდივიდუალური მკურნალობის გეგმები და მიდგომები, რომლებიც უშუალოდ თქვენს საჭიროებებს ერგება.
ექიმ სპეციალისტების ამბულატორიული კონსულტაციები ხელმისაწვდომია საღამოს საათებში და შაბათსაც, ხოლო დიაგნოსტიკა ყოველდღიურად, 24 საათის განმავლობაში.
ექოსკოპია – უსაფრთხო, სწრაფი და თანამედროვე დიაგნოსტიკა
ექოსკოპია წარმოადგენს ულტრაბგერითი კვლევის თანამედროვე მეთოდს, რომელიც საჭიროა როგორც ორგანოების, ისე სისხლძარღვებისა და ქსოვილების შესასწავლად. როგორც უკვე აღვნიშნეთ, ბოჭორიშვილის კლინიკის ამბულატორიაში ექოსკოპია ხელმისაწვდომია 24/7 ზე, რაც საშუალებას აძლევს პაციენტებს რომ მოქნილად დაგეგმონ ვიზიტი.კლინიკაში დაგხვდებათ ექოსკოპი PHILIPS AFFINITI 70, რომელიც გამოირჩევა მაღალი ხარისხის გამოსახულებით, კომფორტით და ინოვაციური ფუნქციებით.

PHILIPS AFFINITI 70-ის მთავარი უპირატესობებია:
- არ შეიცავს რადიაციას – უსაფრთხოა როგორც ბავშვებისთვის, ასევე ორსულებისთვის და უფროსი ასაკის პაციენტებისთვის;
- არის საკმაოდ სწრაფი პროცედურა – ვიზიტი ჩვეულებრივ 15–30 წუთში სრულდება;
- აქვს მრავალმხრივი გამოყენება – ეფექტური მეთოდია გულის, ღვიძლის, თირკმლების, საშვილოსნოსა და სხვა ორგანოების შესასწავლად.
- ყველაფერი ეს საშუალებას აძლევს ექიმს სწრაფად, ზუსტად და უსაფრთხოდ ჩაატაროს ფართო სპექტრის ექოსკოპიური კვლევები.
როგორ მიმდინარეობს პროცედურა?
ექოსკოპია გულისხმობს სპეციალური გელის გამოყენებას, რომლის დახმარებითაც ექიმი ულტრაბგერით გადამწოდს გადააადგილებს სხეულზე. შედეგად, სპეციალურ ეკრანზე სურათები გამოისახება რეალურ დროში, რაც საშუალებას აძლევს ექიმს დაუყოვნებლივ შეაფასოს ორგანოების მდგომარეობა და საჭიროების შემთხვევაში გასცეს შესაბამისი რეკომენდაციები.ჩვენს კლინიკაში ეს ყოველივე ხდება თანამედროვე აღჭურვილობითა და გამოცდილი სპეციალისტების მეთვალყურეობით, რაც სრულ პროცესს ხდის სანდოს და გვაძლევს მაღალი სიზუსტის, სანდო შედეგებს.
რენტგენი – საუკეთესო მეთოდი ძვლებისა და ქსოვილების მდგომარეობის შესაფასებლად
რენტგენი ასევე არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და გავრცელებული დიაგნოსტიკური პროცედურა, რომელიც სამედიცინო პრაქტიკაში გამოიყენება ძვლებისა და ქსოვილების მდგომარეობის შესაფასებლად. ეს პროცედურა გთავაზობთ სწრაფ, ზუსტ და უსაფრთხო მეთოდს, რათა ექიმმა შეძლოს პაციენტის პრობლემების დროულად გამოვლენა და სწორი მკურნალობის გეგმის შემუშავება.რენტგენი არის აუცილებელი როგორც სერიოზული ტრავმების, ისე პროფილაქტიკური შემოწმებების დროს. იგი საშუალებას აძლევს ექიმს დაინახოს ისეთი დეტალები, რომელიც სხვა მეთოდებით შესაძლოა შეუმჩნეველი დარჩეს.
ბოჭორიშვილის კლინიკაში წარმოდგენილია რენტგენის Shimadzu FLEXAVISION F4 აპარატი - მაღალი ტექნოლოგიური, მრავალფუნქციური რენტგენული სისტემა, რომელიც აერთიანებს ფლუროსკოპიას და რადიოგრაფიას ერთ აპარატში. მისი ინოვაციური Flat-Panel Detector (FPD) უზრუნველყოფს ფართო ხედვასა და მკაფიო გამოსახულებას

FLEXAVISION F4-ის უპირატესობები:
- სიზუსტე – დეტალურად აჩვენებს ძვლების, სახსრების და ქსოვილების სტრუქტურას, რაც საშუალებას აძლევს ექიმს დროულად შეაფასოს ნებისმიერი პრობლემა;
- სწრაფი პროცედურა – შედეგები ხშირად დაუყოვნებლივ მიიღება, რაც მნიშვნელოვნად ამარტივებს დიაგნოსტიკის და მკურნალობის პროცესს;
- უსაფრთხოება – თანამედროვე აღჭურვილობა უზრუნველყოფს მინიმალურ რადიაციას, რაც ხელს უწყობს პროცედურის უსაფრთხოებას, როგორც ზრდასრულებისთვის, ასევე ბავშვებისთვის;
- უნივერსალურობა - რენტგენი უსაფრთხო და ეფექტურია სხვადასხვა ასაკის პაციენტებისთვის, დაწყებული ბავშვებით და დასრულებული უფროსი ასაკის ადამიანებით.
როგორ მუშაობს რენტგენი FLEXAVISION F4?
FLEXAVISION F4 იყენებს სპეციალურ რადიაციას, რომელიც სხეულში აღწევს და ქმნის სურათს ქსოვილების ან ძვლების სტრუქტურის შესახებ. პროცედურა სრულდება რამდენიმე ეტაპად:- პაციენტის მომზადება - ექიმი აუხსნის პაციენტს პროცედურის მიზანს და ყველაფერს, რაც საჭიროა მის მოსამზადებლად. ზოგჯერ საჭიროა რომ პაციენტმა მოიხსნას სამკაულები ან მოიშოროს ტანსაცმელი, რომელიც აფერხებს სურათის გადაღების პროცესს;
- სურათის გადაღება - პაციენტი დგება ან წვება სკანერის წინ, ხოლო სპეციალური აპარატი იღებს სურათს;
- სურათის ანალიზი - მიღებული გამოსახულება ექიმს საშუალებას აძლევს დეტალურად შეაფასოს ძვლები, სახსრები და ქსოვილები, გამოავლინოს ტრავმები ან დაავადებები;
- მკურნალობის გეგმის შემუშავება - რენტგენის შედეგების მიხედვით ექიმი ადგენს საჭირო მკურნალობის გეგმას, ფიზიოთერაპიას ან ითხოვს დამატებით კვლევებს.
რენტგენის პრაქტიკული მნიშვნელობა
რენტგენი არის ეფექტური არა მხოლოდ ტრავმების შესაფასებლად, არამედ ჯანმრთელობის მდგომარეობის გრძელვადიანად კონტროლისთვის. მისი დახმარებით შესაძლებელია:- ძვლების, სახსრების და ზოგიერთი რბილი ქსოვილის მდგომარეობის შეფასება;
- ართრიტის, ოსტეოპოროზის ან სხვა ქრონიკული პრობლემების გამოვლენა;
- ხერხემლის შეფასება, მათ შორის ფუნქციური დატვირთვის დროს;
- ტრავმების და გამოჯანმრთელების პროგრესის კონტროლი;
- ფილტვების და გულის მდგომარეობის შეფასება;
- ცხვირის დანამატი ღრუების (სინუსების) გამოკვლევა;
- კუჭ-ნაწლავის ტრაქტის გარკვეული პათოლოგიების შეფასება;
- შარდ-სასქესო სისტემის გამოკვლევა.
ლაბორატორიული კვლევები – დეტალური მონაცემები თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ
ლაბორატორიული კვლევები წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ეტაპს თქვენი ჯანმრთელობის კონტროლისა და დიაგნოსტიკის პროცესში. ჩვენთან ეს პროცედურები სრულყოფილად არის ორგანიზებული, რათა პაციენტებმა მიიღონ სწორი, სანდო და დეტალური ინფორმაცია საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ.
რატომ არის მნიშვნელოვანი ლაბორატორიული კვლევების ჩატარება?
ბევრ ქრონიკულ დაავადებას, მაგალითად, დიაბეტს, ჰიპერტენზიას ან გულის დაავადებებს, შესაძლოა არ ჰქონდეს აშკარა სიმპტომები. სწორედ ამიტომ ლაბორატორიული კვლევების ჩატარება აუცილებელი ხდება.ამ კვლევების დახმარებით ექიმს შეუძლია:
- გამოავლინოს სისხლში შაქრის, ქოლესტერინის ან ჰორმონალური დარღვევები;
- დროულად განსაზღვროს დაავადების სტადია;
- შეადგინოს ინდივიდუალური მკურნალობის გეგმა, რომელიც შეაჩერებს დაავადების პროგრესს.
გარდა ამისა, ლაბორატორიული კვლევები გთავაზობთ სრულ სურათს თქვენი ორგანიზმის მდგომარეობაზე. სისხლის, შარდისა და სხვა ბიოლოგიური ნიმუშების ანალიზი ასახავს:
- იმუნური სისტემის აქტივობას;
- თირკმლებისა და ღვიძლის ფუნქციურ მდგომარეობას;
- სითხის და ელექტროლიტების ბალანსს;
- საჭმლის მონელების პროცესის ეფექტურობას.
ლაბორატორიული მონაცემები ასევე საშუალებას აძლევს ექიმს დროზე ადრე მიიღოს პროფილაქტიკური ზომები, რომლებიც შეაჩერებს დაავადების განვითარებას. კვლევების შედეგების მიხედვით შესაძლოა:
- საჭირო გახდეს დიეტა ან ცხოვრების სტილის შეცვლა;
- დაინიშნოს დამატებითი ანალიზები ან სპეციალური სამედიცინო კვლევები;
- პაციენტმა მიიღოს ექიმის მიერ დანიშნული მედიკამენტები, რომ თავიდან აიცილოს შესაძლო გართულებები და რისკები;
- პროფილაქტიკა ყოველთვის უფრო ეფექტურია, ვიდრე მკურნალობა, ამიტომ ლაბორატორიული კვლევების რეგულარული ჩატარება მნიშვნელოვანია ჯანმრთელობის მდგომარეობის შენარჩუნებისთვის.
ამ გზით ექიმს შეუძლია:
- შეაფასოს მედიკამენტების მოქმედება ორგანიზმზე;
- დაინახოს მკურნალობის პროცედურის შედეგები;
- დროულად დააკორექტიროს მკურნალობის გეგმა, თუ ამის საჭიროება არსებობს.
როგორც წესი, ლაბორატორიული კვლევები მოიცავს:
- სისხლის ანალიზს - რომლის დახმარებითაც ხდება სისხლის შემადგენლობის, ჰემოგლობინის, შაქრის, ქოლესტერინის, ჰორმონებისა და იმუნური სისტემის მაჩვენებლების შეფასება;
- შარდის ანალიზს - რომელიც უზრუნველყოფს თირკმლებისა და შარდსადენების ჯანმრთელობის შეფასებას, ინფექციების გამოვლენას და სხეულის მდგომარეობის მონიტორინგს;
- სხვადასხვა ბიოლოგიური ნიმუშების კვლევას - რომელთა შორის შეიძლება იყოს განავალი, ნაცხი, ნახველი, ბიოფსიური მასალა და სხვა ბიომარკერები, რომლებიც მნიშვნელოვანია დაავადებების დროული გამოვლენისთვის.
ლაბორატორიული კვლევების უპირატესობები ბოჭორიშვილის კლინიკაში
ჩვენი კლინიკის ლაბორატორიული სერვისები გამოირჩევა შემდეგი უპირატესობებით:- სწრაფი შედეგები - უმეტესი პროცედურა სრულდება რამდენიმე საათში ან დღეში, რაც საშუალებას აძლევს პაციენტს სწრაფად მიიღოს ინფორმაცია თავისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ;
- ზუსტი და სანდო მონაცემები - თანამედროვე აღჭურვილობა უზრუნველყოფს კვლევის მაქსიმალურ სიზუსტეს, რაც მნიშვნელოვანია სწორი დიაგნოზის დასასმელად;
- თანამედროვე ლაბორატორიული ტექნოლოგიები - კლინიკა იყენებს უახლეს აპარატურას, რომელიც აკმაყოფილებს საერთაშორისო სტანდარტებს;
- გამოცდილი ლაბორანტები - თითოეული სპეციალისტი არის მაღალკვალიფიციური და გამოცდილი გუნდის წევრი.
კლინიკაში ჩატარებული კვლევების ხარისხის უზრუნველყოფისთვის, ჩვენთან წარმოდგენილია თანამედროვე და ინოვაციური სამედიცინო აპარატურა. მათ შორის მნიშვნელოვანია პლეტიზმოგრაფი SCHILLER-GANSHORN და ენდოსკოპი OLYMPUS EVIS EXERA III.
პლეტიზმოგრაფი SCHILLER-GANSHORN საშუალებას გვაძლევს დეტალურად შევაფასოთ სასუნთქი სისტემის მდგომარეობა და ფუნქციონირება. სრული პლეტიზმოგრაფია , ე.წ. ფილტვის ფუნქციური ტესტი სუნთქვის ფუნქციის გაფართოებული კვლევაა, რომელიც აფასებს ფილტვების მოცულობებს, ჰაერის ნაკადის წინააღმდეგობას და სასუნთქი სისტემის საერთო მდგომარეობას.
პაციენტი სუნთქავს სპეციალურ კაბინაში, ხოლო აპარატი ზუსტი მეთოდით ზომავს ფილტვების მუშაობას. კვლევა უსაფრთხო, არაინვაზიური და ინფორმატიულია -გამოიყენება:
- ასთმისა და ფქოდ-ის დიაგნოსტიკისა და მონიტორინგისთვის;
- ქოშინისა და ქრონიკული ხველის მიზეზების დასადგენად;
- ალერგიული და ფილტვის რესტრიქციული დაავადებების დასადგენად;
- პაციენტის პრეოპერაციული შეფასებისთვის.
ენდოსკოპი OLYMPUS EVIS EXERA III უზრუნველყოფს საჭმლის მომნელებელი სისტემის და სასუნთქი სისტემის ვიზუალიზაციას მაღალ რეზოლუციაში. მისი გამოყენება აფართოებს დიაგნოსტიკური შესაძლებლობებს, განსაკუთრებით რთული ან უსიმპტომო შემთხვევებისას. ენდოსკოპია გამოიყენება სხვადასხვა ორგანოს შიდა სტრუქტურების პირდაპირი შეფასებისთვის. თანამედროვე ენდოსკოპური ტექნოლოგიები საშუალებას იძლევა არაინვაზიურად ან მინიმალური შეღწევით გამოვლინდეს პათოლოგიური ცვლილებები, მოხდეს ლორწოვანის დეტალური ინსპექცია და საჭიროების შემთხვევაში ჩატარდეს დიაგნოსტიკური და თერაპიული მანიპულაციები.

ენდოსკოპიის მიმართულებები მოიცავს:
- გასტროენტეროლოგიურ ენდოსკოპიას (გასტროსკოპია, კოლონოსკოპია) - კუჭის, საყლაპავის, ნაწლავების პათოლოგიების იდენტიფიკაციისთვის, სისხლდენის წყაროს დასადგენად, პოლიპების აღმოჩენა/ამოღებისთვის და ბიოფსიისთვის.
- ბრონქოსკოპიას - სასუნთქი გზების დეტალური ვიზუალიზაციისთვის, ბრონქული სტრუქტურების შეფასებისთვის, უცხო სხეულის აღმოჩენა/ამოღებისთვის, ანთებითი და ონკოლოგიური პროცესების დიაგნოსტირებისთვის, ბიოფსიისა და თერაპიული ჩარევების ჩასატარებლად.
ამ აპარატების კომბინაცია გვაძლევს უნიკალურ შესაძლებლობას, პაციენტს სრულფასოვანი, ზუსტი და ინდივიდუალური სამედიცინო მომსახურება მივაწოდოთ.
კორონაროგრაფია – გულისა და სისხლძარღვების დეტალური შესწავლა
კორონაროგრაფია არის თანამედროვე სამედიცინო პროცედურა, რომელიც საშუალებას აძლევს ექიმს ზუსტად შეაფასოს გულის და სისხლძარღვების მდგომარეობა. ეს მეთოდი არის უმნიშვნელოვანესი გულ-სისხლძარღვთა დაავადებების დროული დიაგნოსტიკისთვის, განსაკუთრებით მათთვის, ვისაც აქვს ისეთი სიმპტომები, როგორებიცაა გულმკერდის ტკივილი, სუნთქვის უკმარისობა ან ხშირი დაღლა.ამ მეთოდის სიზუსტე ბევრად აღემატება სხვა ტრადიციულ დიაგნოსტიკურ მეთოდებს, რაც გვაძლევს საშუალებას რომ პრობლემები დროულად გამოვავლინოთ და სერიოზული გართულებები თავიდან ავიცილოთ.
რა შეიძლება ჩაითვალოს კორონაროგრაფიის მთავარ უპირატესობებად?
გულის არტერიების სრულყოფილი ვიზუალიზაციაერთ-ერთი მთავარი უპირატესობა, რაც კორონაროგრაფიას გამოარჩევს სხვა დიაგნოსტიკურ მეთოდებთან შედარებით, არის გულის არტერიების დეტალური, სრულყოფილი ვიზუალიზაცია.
სპეციალური კონტრასტული ნივთიერებისა და მაღალრეზოლუციური სკანერის საშუალებით, ექიმს შეუძლია:
- მიიღოს სრული სურათი თითოეული არტერიის შესახებ;
- შეაფასოს სისხლის ნაკადის სისწრაფე და სირთულეები;
- გამოავლინოს მცირე წარმონაქმნები, რომლებიც სხვა მეთოდებით შემოწმების შემთხვევაში შესაძლოა შეუმჩნეველი დარჩეს.
შესაძლო პრობლემების დროული გამოვლენა
კორონაროგრაფია მნიშვნელოვან როლს ასრულებს გულის დაავადებების დროულ გამოვლენაში, რაც ხშირად განსაზღვრავს მკურნალობის ეფექტურობას. პროცედურის საშუალებით ხდება გულის მკვებავი არტერიების (კორონარების) შეფასება და მათი დაზიანების ხარისხის განსაზღვრა.პრობლემებისა და რისკების დროული გამოვლენა საშუალებას აძლევს ექიმს იმოქმედოს შესაბამისად და თავიდან აიცილოს სერიოზული გართულებები ან სიცოცხლისთვის საშიში სიტუაციები.
კორონაროგრაფია არის უსაფრთხო პროცედურა, რომელიც ტარდება მხოლოდ გამოცდილი და კვალიფიციური კარდიოლოგების მეთვალყურეობით.
აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის კლინიკაში ეს პროცედურა ხორციელდება თანამედროვე სტანდარტებით და აღჭურვილობით, რაც უზრუნველყოფს:
- მინიმალურ რისკებს პაციენტისთვის;
- კონტრასტული ნივთიერების უსაფრთხო გამოყენებას;
- სრულყოფილ მონიტორინგს თითოეულ ეტაპზე.
როგორ მიმდინარეობს კორონაროგრაფიის პროცედურა?
პროცედურა იწყება პაციენტის მომზადებით: ექიმი მას აუხსნის თითოეულ ნაბიჯს და უზრუნველყოფს, რომ ეს ნაბიჯები მაქსიმალურად კომფორტული იყოს.შემდეგ, სპეციალური კონტრასტული ნივთიერება შეჰყავთ სისხლძარღვებში, რაც საშუალებას აძლევს რადიოლოგს და კარდიოლოგს რომ სკანერის დახმარებით აღიქვან არტერიების მდგომარეობა.
მიღებული შედეგის მიხედვით, ექიმი იწყებს მკურნალობის გეგმის შედგენას.

ბოჭორიშვილის კლინიკა დღეს წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე თანამედროვე და ტექნოლოგიურად განვითარებულ სამედიცინო ცენტრს საქართველოში, კლინიკა უზრუნველყოფს როგორც ამბულატორიულ, ისე სტაციონარულ სერვისებს და იყენებს უახლეს სამედიცინო ტექნოლოგიებს, რათა პაციენტებს შესთავაზოს სანდო, უსაფრთხო და მაღალპროფესიონალური მომსახურება.
კლინიკის მთავარი მიზანია პაციენტებისთვის მომსახურების გაწევა ნებისმიერ დროს. სწორედ ამიტომ, ამბულატორიული სერვისები ხელმისაწვდომია საღამოს საათებში და შაბათსაც, რაც განსაკუთრებით დიდ კომფორტს უქმნის პაციენტებს, რომლებიც დღის განმავლობაში დაკავებულები არიან.
რატომ უნდა გააკეთოთ არჩევანი ჩვენს კლინიკაზე?
- მომსახურების მრავალფეროვნება – ჩვენთან თქვენთვის საჭირო ნებისმიერი პროცედურა დაგხვდებათ;
- მოწინავე ტექნოლოგიები – კლინიკის თანამედროვე აღჭურვილობა უზრუნველყოფს სიზუსტეს და უსაფრთხოებას;
- პროფესიონალი სპეციალისტები – გვყავს გამოცდილი ექიმები და ლაბორანტები, რომლებიც გთავაზობენ ინდივიდუალურ მიდგომებს.
თქვენი ჯანმრთელობა და კომფორტი ჩვენი კლინიკის მთავარი პრიორიტეტია
რეგულარული ლაბორატორიული კვლევები, კომპიუტერული ტომოგრაფია, კორონაროგრაფია, რენტგენი და ექოსკოპია უზრუნველყოფს ორგანიზმის სრული კონტროლის შესაძლებლობას, დროულ დიაგნოსტიკასა და ეფექტურ მკურნალობას. დროული და სანდო დიაგნოსტიკა არის ჯანმრთელობის დაცვის საუკეთესო გზა, ხოლო ვახტანგ ბოჭორიშვილის კლინიკა გთავაზობთ სწორედ ასეთ სრულყოფილ სერვისებს.
შეარჩიეთ საჭირო მომსახურება, დაჯავშნეთ და იზრუნეთ თქვენს ჯანმრთელობაზე ჩვენს პროფესიონალ ექიმებთან ერთად.
ქართული
English
Русский