Loading...
სერვისები
ალერგოლოგია

   ალერგოლოგია, ეს არის მედიცინის დარგი, რომელიც სწავლობს ალერგიული დაავადებების გამომწვევ მიზეზებს, მართვას, მკურნალობას და პროფილაქტიკას. ალერგოლოგია იკვლევს, თუ როგორ რეაგირებს იმუნური სისტემა სხვადასხვა ნივთიერებებსა და მის გამომწვევ ალერგიულ რეაქციებზე. 

    ალერგიული რეაქციები ვითარდება მაშინ, როდესაც იმუნური სისტემა მიიჩნევს, რომ უვნებელი ნივთიერებები, რომლებიც ცნობილია როგორც ალერგენები, საფრთხეს წარმოადგენენ ჩვენი ორგანიზმისთვის. საერთო ალერგენებს მიეკუთვნება: მედიკამენტები, საკვები, ყვავილის მტვერი, მტვრის ტკიპები, ცხოველების ქერცლი და ა.შ.

   ალერგოლოგი არის  სპეციალისტი, რომელიც სპეციალიზებულია ალერგიისა და იმუნოლოგიური დარღვევების იდენტიფიცირებასა და დიაგნოსტირებაში. ალერგოლოგი აფასებს პაციენტის მდგომარეობას, ატარებს გამოკვლევებს, ტესტებს, რათა დადგინდეს კონკრეტული ალერგენები, რომლებიც იწვევენ პაციენტის სიმპტომებს.

 

  დიაგნოზის საფუძველზე ალერგოლოგი  ირჩევს მკურნალობის ინდივიდუალურ სქემას. მკურნალობა შეიძლება მოიცავდეს ალერგენის თავიდან აცილების სტრატეგიებს, მედიკამენტებით მართვას და ა.შ. 

 

ალერგიის სიმპტომებია:

 

  • ცემინება, ცხვირის გაჭედილობა და ქვილი, წყლისებური გამონადენი ცხვირიდან.
  • თვალების ქავილი, ცრემლდენა, სიწითლე
  • ხველა, მსტვინავი სუნთქვა, სუნთქვის გაძნელება, გულმკერდში შებოჭილობა
  • სახის, ტუჩების, ენის, ქუთუთოების შეშუპება
  • გამონაყარი, ქვა, ქავილი კანზე

 

 

ბოჭორიშვილის კლინიკაში მიმდინარეობს სხვადსხვა ალერგიული დაავადების  მართვა, მკურნალობა, ესენია:

ალერგიული რინიტი

ბრონქული ასთმა

ურტიკარია (.. ჭინჭრის ციება)

ანგიონევროზული შეშუპება (კვინკეს შეშუპება)

ატოპიური დერმატიტი

წამლისმიერი ალერგია

კვებითი ალერგია

მედიკამენტური ალერგია

ალერგია მწერის ნაკბენზე და მზეზე

 

ჩვენს კლინიკაში ტარდება სპეციფიკური ალერგოლოგიური გამოკვლევები:

კანის სინჯები

სპეციფიკური IgE-ანტისხეულების განსაზღვარა-კვებით და რესპირატორულ ალერგენებზე

სპირომეტრია

თუ გაწუხებთ ალერგიის სიმპტომები, ნუ დააყოვნებთ-დროული დიაგნოსტიკა და მკურნალობა მნიშვნელოვანია სრულფასოვანი ცხოვრებისთვის

 

შეთავაზებები
17 დეკემბერი 2025
კომპიუტერული ტომოგრაფია (CT) ბოჭორიშვილის კლინიკაში
ვახტანგ ბოჭორიშვილის კლინიკაში კომპიუტერული ტომოგრაფია ტარდება მაღალი სიზუსტის, იაპონური აპარატით.
17 დეკემბერი 2025
პროქტოლოგიური დაავადებების ლაზერული მკურნალობა ვახტანგ ბოჭორიშვილის კლინიკაში.
პროქტოლოგიური პრობლემები ცხოვრების ხარისხს ამცირებს, მაგრამ ოპერაციის შიშის გამო პაციენტები ხშირად ექიმთან მისვლას აგვიანებენ.
15 დეკემბერი 2025
პროფესორი ელი კაკიაშვილი ბოჭორიშვილის კლინიკაში - 24-29 დეკემბერი
24-29 დეკემბერს, ბოჭორიშვილის კლინიკაში პაციენტებს მიიღებს ელი კაკიაშვილი, მოწვეული ონკოქირურგი ისრაელიდან.
10 დეკემბერი 2025
სრული გინეკოლოგიური მომსახურება ვახტანგ ბოჭორიშვილის კლინიკაში
ვახტანგ ბოჭორიშვილის კლინიკაში ხელმისაწვდომია თანამედროვე მიდგომებზე დაფუძნებული მომსახურება, რომელიც სრულად უზრუნველყოფს თქვენს გინეკოლოგიურ ჯანმრთელობას.
12 დეკემბერი 2025
ვარიკოზული ვენების მკურნალობა და ლაზერული თერაპია ბოჭორიშვილის კლინიკაში
ლაზერული თერაპია ვარიკოზული ვენების სამკურნალოდ გულისხმობს დაზიანებული ვენების დახურვას ლაზერის დახმარებით.
5 დეკემბერი 2025
შარდკენჭოვანი დაავადებების სკრინინგი და სწრაფი დიაგნოსტიკა აკადემიკოს ვახტან ბოჭორიშვილის კლინიკაში
დროული სკრინინგი შარდკენჭოვანი დაავადებების აღმოჩენასა და ეფექტურ მკურნალობაში გადამწყვეტ როლს ასრულებს.
3 დეკემბერი 2025
ბავშვის ინფექციური დაავადებები და მკურნალობა
ბავშვთა ინფექციური დაავადებების მკურნალობა ბოჭორიშვილის კლინიკაში თანამედროვე მეთოდების გამოყენებით ხდება.
2 დეკემბერი 2025
ენდოსკოპია კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებების დროული დიაგნოსტიკისთვის
ენდოსკოპია უზრუნველყოფს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის პათოლოგიების დროულ და ზუსტ შეფასებას ულტრათანამედროვე აპარატით.