Loading...
სერვისები
ტრავმატოლოგია/ორთოპედია

ჩვენი ცენტრი სპეციალიზებულია სახსრებისა და ძვლოვანი სისტემის დაავადებებისა დიაგნოსტიკასა და მკურნალობაში, რაც მოიცავს როგორც ამბულატორიულ, ასევე ოპერაციულ და გადაუდებელ ქირურგიულ დახმარებას 24/7-ზე.
ჩვენი გუნდი იყენებს უახლეს ტექნოლოგიებს, მინიმალურად ინვაზიურ მეთოდებს და ინდივიდუალურად მორგებულ მიდგომებს — თქვენი ჯანმრთელობის და მოძრაობის თავისუფლების აღსადგენად.

 

სერვისები

 

💉 ამბულატორიული ინექციური თერაპია (ოპერაციის გარეშე)

სახსრის ტკივილის ეფექტური მართვა  ერთჯერადი ან კურსული მკურნალობით:

  • PRP თერაპია – თქვენი სისხლისგან მიღებული პლაზმით სახსრის რეგენერაცია და ანთების შემცირება
  • ჰიალურონის მჟავის ინექცია – სახსრის „საპოხის“ შევსება მოძრაობის გაუმჯობესებისთვის
  • კომბინირებული ინექცია (PRP + HA) – გაძლიერებული მოქმედება
  • კორტიკოსტეროიდის ინექცია- სინოვიტის და ართრიტის დროს.

📍 პროცედურები ტარდება ამბულატორიულად — იმავე დღეს ბრუნდებით სახლში

 

 

⚙️ ენდოპროთეზირებასახსრის ჩანაცვლება

  • მუხლის  სახსრის სრული ჩანაცვლება
  • მენჯ-ბარძაყის სახსრის  ჩანაცვლება Dual mobility, E-vitamin, Ceramic,
  • რევიზიული, მეორადი  ჩანაცვლება სრული და ნაწილობრივი.
  • მაკორეგირებელი ოსტეოტომიებია (შეძენილი ან ტანდაყოლილი ძვლოვანი დეფორმაციების გასწორება)

 

🛠️ ტრავმატოლოგიური ქირურგია – 24/7 გადაუდებელი დახმარება

ძვლების მოტეხილობები და ტრავმული დაზიანებები

  • კეროვანი ოსტეოსინთეზი – ფირფიტით და ჭანჭიკებით
  • ინტრამედულარული ფიქსაცია – ღეროვანი ოსტეოსინთეზი
  • გარეგანი  ფიქსაცია – ღია მოტეხილობების შემთხვევაში
  • MIPO ტექნიკა – მცირე ჭრილებით შესრულებული ფიქსაცია
  • არასწორად შეხორცებული მოტეხილობების კორექცია
  • Vac-ვაკუმ თერაპია ინფიცირებული ჭრილობებისთვის.

📞 ტრავმების მართვა სრულად ფუნქციონირებს დღის ნებისმიერ მონაკვეთში

 

 

💬 რატომ გვირჩევენ?

✅ კომპლექსური მომსახურება ერთი სივრცეში
✅ მაღალი დონის ქირურგიული გუნდი
✅ ინდივიდუალური მიდგომა თითოეულ პაციენტთან
✅ სანდოობა, გამოცდილება და შედეგზე ორიენტაცია