Loading...
სერვისები
ინფექციური დაავადებები

მოზრდილთა ინფექციური დეპარტამენტი  ემსახურება   პაციენტების როგორც სტაციონარულ, ასევე ამბულატორიულ მიღებას. დეპარტამენტი დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური ექიმების გუნდით, რომლებიც მუშაობენ თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად და იყენებენ უახლეს ტექნოლოგიებს დიაგნოსტირებისა და მკურნალობის პროცესში. კლინიკას აქვს მრავალწლიანი გამოცდილება ინფექციური პათოლოგიების მართვის საკითხის. ეს იყო პირველი    კლინიკა საბჭოთა კავშირში, რომელიც    აკად ვახტანგ ბოჭორიშვილის ხელმღძვანელობით შეიმუშავა სეფსისის მართვის ძირითადი  პრინციპები. ამის ფონზე  სეფისის მართვა გახდა პოლიპროფილური და სიკვდილიანობის მაჩვენებელი მკვეთრად შემცირდა.

 ინფექციონისტის ამბულატორიული კონსულტაცია  24/7

 სტაციონარული სერვისი

 ინფექციური პათოლოგიების მართვა :

  1. სეფსისი
  2. ენდოკარდიტი
  3. კანი და კანქვეშა ქსოვილის ინფექციები- წითელი ქარი, ცელულიტი, კარბუნკული, ფურუნკული.
  4. უცნობი ეტიოლოგიის ცხელება
  5. მწვავე ვირუსული ინფექციები (ჰერპესვირუსი, ინფექციური მონონუკლეოზი, მწვავე რესპირატორული ვირუსული ინფექციები, მწვავე ვირუსული ჰემორაგიული ცხელება)
  6. მწვავე ბაქტერიული ინფექციები
  7. სოკოვანი ინფექციები
  8. მწერის ნაკბენი
  9. მენინგიტი, ენცეფალიტი
  10. ცხვირის დანამატი ღრუების ანთება ( სინუსიტი: ჰაიმორიტი ფრონტიტი)
  11. ტონზილიტი ფარინგიტი ლარინგიტი
  12. ფილტვის ანთება (პნევმონია)
  13. ბრონქიტი
  14. საკვებისმიერი ინტოქსიკაცია
  15. მწვავე ნაწლავური ინფექცია
  16. მწვავე ჰეპატიტი
  17. ქრონიკული ჰეპატიტი (ციროზი ასციტი )
  18. საშარდე გზების ინფექცია
  19. იშვიათი ინფექციური დაავადებები (ტეტანუსი,  ბოტულიზმი, ჯილეხი).

 რატომ ბოჭორიშვილის კლინიკა?

ჩვენთან ინფეცქიური დაავადებების დიაგნოსტიკა და მკურნალობა სრულად ხელმისაწვდომია.

კლინიკის გუნდი დაკომპლექტებულია გამოცდილი  ექიმებით.

კლინიკა არის მრავალპროფილური და საშუალებას აძლევს პაციენტს მიიღოს ერთ სივრცეში სხვადასხვა სპეციალობის ექიმის კონსულტაცია.

ჩვენი გამოცდილი ინფექციონისტების  ჯგუფი და თანამედროვე ტექნოლოგიები უზრუნველყოფს თქვენს ჯანმრთელობას   და კომფორტს.