გასტროენტეროლოგია არის მედიცინის დარგი, რომელიც სწავლობს და მკურნალობას უწევს საჭმლის მომნელებელი სისტემის ორგანოთა დაავადებებს. ამ სისტემაში შედის: საყლაპავი, კუჭი, წვრილი და მსხვილი ნაწლავი, ღვიძლი, ნაღვლის ბუშტი და სანაღვლე სადინრები, აგრეთვე პანკრეასი. დისციპლინა მოიცავს როგორც ანთებით, ინფექციურ და მეტაბოლურ დარღვევებს, ასევე ფუნქციურ და სიმსივნურ პათოლოგიებს.
საყლაპავის დაავადებები
• გასტროეზოფაგური რეფლუქსის დაავადება (GERD) – კუჭის შიგთავსის უკუდინება საყლაპავში, რეფლუქს-ეზოფაგიტით.
• საყლაპავის მწვავე და ქრონიკული ანთება (ეზოფაგიტი) – შეიძლება იყოს ინფექციური, ქიმიური ან რეფლუქსური.
• საყლაპავის სტენოზი და მოტორული დარღვევები (აქალაზია, სპაზმები).
• საყლაპავის სიმსივნეები
კუჭის დაავადებები
• გასტრიტი – მწვავე ან ქრონიკული ანთება, ხშირად Helicobacter pylori-სთან ასოცირებული.
• პეპტიური წყლული – კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაზიანებები.
• კუჭის პოლიპოზი და სიმსივნეები
რატომ აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის კლინიკა ?
კლინიკის გასტროენტეროლოგიური სამსახური უზრუნველყოფს ერთ სივრცეში საჭმლის მომნელებელი სისტემის დაავადებების კომპლექსურ მართვას: დიაგნოსტიკას, კონსერვატიულ და ენდოსკოპიურ მკურნალობას, ასევე პრევენციული სქემების დაგეგმვას ინდივიდუალირად .