ენდოკრინოლოგია არის მეცნიერება შინაგანი სეკრეციის ჯირკვლების (ენდოკრინული ჯირკვლების) აგებულებასა და ფუნქციაზე; შეისწავლის მათ მიერ გამომუშავებული ჰორმონების თვისებებსა და მოქმედებას, აგრეთვე ამ ჯირკვლების ფუნქციის მოშლით გამოწვეულ დაავადებებს.
კლინიკის ენდოკრინული სერვისი მოიცავს ენდოკრინული და მეტაბოლური დაავადებების პრევენციას, დიაგნოსტიკასა და მკურნალობის სრულ სპექტრს
ენდოკრინოლოგის არის ექიმი, რომელიც მართავს ენდოკრინული სისტემის შემდეგ დაავადებებს:
- თირკმელზედა ჯირკვლის დაავადებები (ადისონის დაავადება, კუშინგის სინდრომი და სხვა)
- ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები (ჰიპოთირეოზი, ჰიპერთირეოზი, კვანძოვანი დაავდებები, ჩიყვი და ა. შ)
- ჰიპოთალამუსისა და ჰიპოფიზის ჯირკვლის დაავადებები
- შაქრიანი დიაბეტი (ტიპი 1, ტიპი 2, გესტაციური დიაბეტი)
- სისმსუქნე, ჭარბი წონა, მეტაბოლური დარღვევბი
- პოლიკისტური საკვერცხის სინდრომი, ჭარბთმიანობა და სხვა რეპროდუქციული ჰორმონული დარღვევები
- პედიატრიული ენდოკრინოლოგია
- ოსტეოპოროზი და ძვლის დაავადებები (დე ვიტამინი დეფიციტი, პარათირეოიდული ჯირკვლის დაავადებები)
- ჰიპოფიზის დაავადებები (აკრომეგალია, პროლაქტინომა, უშაქრო დიაბეტი და სხვა.)