როდის უნდა მივმართოთ უროლოგს?
გაიჩინეთ შემდეგი სიმპტომები? აუცილებლად ეწვიოთ უროლოგს:
- ხშირი შარდვა ან შარდვის გაძნელება
- ტკივილი შარდვის დროს
- სისხლი შარდში
- თირკმლის არეში ტკივილი
- უძილობა ან დისკომფორტი ღამით ხშირი შარდვის გამო
- ერექციული პრობლემები ან პროსტატის გადიდება
- შარდის შეუკავებლობა
არ უნდა დაველოდოთ სიმპტომების გამწვავებას — დროულად მიმართეთ ჩვენს კლინიკას!
ყველაზე გავრცელებული უროლოგიური დაავადებები
- თირკმლის კენჭოვანი დაავადება
- თირკმელში კენჭების გაჩენა ხშირად იწვევს ძლიერ ტკივილს, დისკომფორტს და შარდვის პრობლემებს. მკურნალობა დამოკიდებულია კენჭის ზომასა და მდებარეობაზე. ჩვენს კლინიკაში ხელმისაწვდომია საშარდე სისტემაში არსებული კენჭების დისტანციური ლითოტრიფსია, ლაზერული ლითოტრიფსია.
- წინამდებარე ჯირკვლის გადიდება
- ძირითადად გვხვდება ასაკოვან მამაკაცებში. იწვევს ხშირ და მტკივნეულ შარდვას. თანამედროვე მედიკამენტური თუ ქირურგიული მეთოდებით ეს პრობლემა ეფექტურად იკურნება.
- ონკოუროლოგია
- ბოჭორიშვილის კლინიკაში ონკოუროლოგიური პაციენტებისთვის ხელმისაწვდომია სრული დიაგნოსტიკური პროცესი და თანამედროვე სტანდარტებით შესრულებული ქირურგიული მკურნალობა — როგორც ღია წესით, ისე ლაპარასკოპიულად.
- საშარდე გზების ინფექციური დაავადებები
- ხშირად ვლინდება ქალებში. სიმპტომებია წვა შარდვის დროს, ხშირი შარდვა და მუცლის ტკივილი. სწორი დიაგნოზითა და მკურნალობით პრობლემა მარტივად გვარდება.
- ერექციული დისფუნქცია
- ეს არის მდგომარეობა, როცა მამაკაცს უჭირს ერექციის შენარჩუნება. მიზეზი შეიძლება იყოს როგორც ფსიქოლოგიური, ისე ფიზიკური. ჩვენს კლინიკაში ამ პრობლემას ინტეგრირებული მიდგომით ვმკურნალობთ.
- შარდის შეუკავებლობა
- შარდის შეუკავებლობა ნებისმიერი ასაკის ადამიანს შეიძლება შეხვდეს. თანამედროვე მეთოდებით, მათ შორის ფიზიოთერაპიით, მედიკამენტებითა და საჭიროების შემთხვევაში ქირურგიული გზით, შედეგიანი მკურნალობა შესაძლებელია.
- პედიატრიული უროლოგია
- შარსასქესო სისტემის პათოლოგიები ხშირია ბავშვებში და შესაძლებელია ბევრ სხვადასხვა ფორმაში გამოვლინდეს, როგორიცაა ჩამოუსვლელი სათესლე ჯირკვალი, შარდსადენის ან თირკმლის განვითარების პრობლემები, ფიმოზი, რეფლუქსი. დროული დიაგნოსტიკა საშვალებას გვაძლევს, მარტივად ვუმკურნალოთ და თავიდან ავიცილოთ გართულებები.
რატომ ბოჭორიშვილის კლინიკა?
ჩვენთან უროლოგიური დაავადებების დიაგნოსტიკა და მკურნალობა სრულად ხელმისაწვდომია — ადგილზე ხდება:
- თანამედროვე ლაბორატორიული და ინსტრუმენტული კვლევები
- ინდივიდუალური მკურნალობის დაგეგმვა
- პროფესიონალთა გუნდი
- ლაპარასკოპიული (ნაკლებინვაზიური) ქირურგია — მცირე ჭრილობით, სწრაფი რეაბილიტაციის პერიოდით.
ჩვენი გამოცდილი უროლოგიური ჯგუფი და თანამედროვე ტექნოლოგიები უზრუნველყოფს თქვენს უსაფრთხოებასა და კომფორტს.