ჩირქოვანი ქირურგიის განყოფილება არის სპეციალიზებული დანაყოფი, რომელიც ახორციელებს რთული ინფექციური დაავადებების მქონე პაციენტების დიაგნოსტიკას, ქირურგიულ მკურნალობასა და ხანგრძლივ მოვლას. აქ მკურნალობენ ფართო სპექტრის რთულ ინფექციებს, რომლებიც აზიანებენ რბილ ქსოვილებს, ძვლებს, სახსრებსა და შინაგან ორგანოებს. ხშირ შემთხვევებში ეს არის სიცოცხლისთვის საშიში მდგომარეობები, რომლებიც სასწრაფო კვალიფიციურ და კომპლექსურ მკურნალობას საჭიროებენ.
ლიდერობისა და ინოვაციის ისტორია
ჩვენი განყოფილება დაარსდა 1979 წელს და საქართველოში ამჟამად ის არის არამხოლოდ ერთ-ერთი უძველესი, არამედ ჩირქოვანი ქირურგიის ერთადერთი სპეციალიზირებული განყოფილება, რომლის ანალოგიც არ არის მსოფლიოს უმეტეს ქვეყანაში. წლების განმავლობაში ჩვენ რთული სეპტიური შემთხვევების მართვის ეროვნულ ცენტრად ჩამოვყალიბდით და ამ დარგში მკურნალობის რამდენიმე ინოვაციური მეთოდიც დავნერგეთ. განყოფილებას დიდი წვლილი მიუძღვის სეფსისის მკურნალობასა და დარგის განვითარებაში სხვადასხვა ექსპერიმენტული მეთოდების შესწავლით (ბაროთერაპია, ქსენო ელენთა, ჩირქოვანი პერიტონიტების მკურნალობა ელვას გამოყენებით და ა.შ.) რაც ქირურგიული მეცდიერების განვითარებაში ჩვენი წვლილის დემონსტრირებაა.
რას ვმკურნალობთ
ჩვენი გუნდი მკურნალობს დაავადებათა ფართო სპექტრს, მათ შორის:
ასევე ვმკურნალობთ პაციენტებს მორეციდივე ინფექციებით. ჩვენთან ხშირად აგზავნიან პაციენტებს, რომელთა ტრადიციული მეთოდებით მკურნალობამ შედეგი არ გამოიღო.
პაციენტზე ორიენტირებული მრავალპროფილური მიდგომა
ჩირქოვანი ქირურგიის განყოფილება მჭიდრო კავშირშია სხვადასხვა სპეციალისტებთან: ენდოკრინოლოგებთან, მიკრობიოლოგებთან, რადიოლოგებთან, ინტენსიური თერაპიის ბრიგადებთან, რათა უზრუნველყონ გუნდური და კომპლექსური მიდგომა პაციენტთა სამკურნალოდ. შედეგად თითოეული პაციენტი ერთ სივრცეში იღებს უახლეს სამედიცინო მიღწევებსა და ქირურგიულ მეთოდებზე დაფუძნებულ მკურნალობას გამოცდილი გუნდის დახმარებით.
წარმატებული მკურნალობისა და რეაბილიტაციისათვის ჩვენი განყოფილება გთავაზობთ ყველა შესაძლებლობას, აგრესიული ქირურგიული ჩარევიდან და რეკონსტრუქციული ქირურგიიდან დაწყებული, ჭრილობების მკურნალობის მოწინავე მეთოდებით დამთავრებული (ვაკუუმ-თერაპია, ტრანსპლანტაცია).
მომავლის ხედვები
ჩვენი ზრდის მიუხედავათ მისია უცვლელი რჩება: მეცნიერებასა და მტკიცებულებებზე დაფუძნებული მეთოდებით სიცოცხლე შევუნარჩუნოთ და გამოვაჯანმრთელოთ რთული ინფექციების მქონე პაციენტები. მადლობას გიხდით რომ ეწვიეთ ჩვენს გვერდს და გთავაზობთ უფრო დეტალურად გაეცნოთ ჩვენს სერვისებს, განყოფილებას და პერსონალს