გინეკოლოგია არის მედიცინის დარგი, რომელიც შეისწავლის ქალის ორგანიზმისთვის დამახასიათებელ ანატომიურ-ფიზიოლოგიურ თავისებურებებს, მათ დარღვევებს, დაავადებებსა და მკურნალობის მეთოდებს. ჩვენ ვფოკუსირდებით ქალის სასქესო სისტემის ჯანმრთელობის დაცვასა და აღდგენაზე —პათოლოგიების პრევენციისა და მკურნალობის პროცესებზე.
ჩვენ გინეკოლოგიურ განყოფილებაში გთავაზობთ როგორც ამბულატორიულ, ასევე სტაციონარულ მომსახურებას. ქალის რეპროდუქციული სისტემის დაავადებების დიაგნოსტიკა და მკურნალობა ტარდება ერთ სივრცეში, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად.
მოქმედებს როგორც კერძო, ისე საყოველთაო დაზღვევა.
ამბულატორიული გინეკოლოგია მოიცავს, არაქირურგიულ - კონსერვატიულ გინეკოლოგიას:
საკვერცხეების პოლიკისტოზი, იშვიათი მენსტრუაცია, ჭარბი და გახანგრძლივებული მენსტრუაცია
რა დაავადებების მკურნალობა მიმდინარეობს კონსერვატიულად?
ჩვენ განყოფილებაში ტარდება თანამედროვე, მაღალი სიზუსტის დიაგნოსტიკური კვლევები:
ტექნიკური უპირატესობა
კლინიკა აღჭურვილია თანამედროვე სამედიცინო ტექნოლოგიებით, რაც საშუალებას გვაძლევს:
ქალის რეპროდუქციული სისტემის ბევრი დაავადება საჭიროებს ქირურგიულ ჩარევას. ჩვენთან ტარდება ოპერაციები როგორც ტრადიციული,ღია წესით, ვაგინალურად, ისე თანამედროვე მინიმალურად ინვაზიური ენდოსკოპიური ოპერაციები, რაც უზრუნველყოფს მკურნალობის მაღალ ეფექტურობას, სწრაფ რეაბილიტაციას და მაქსიმალურ კომფორტს პაციენტისთვის.
რა სახის ოპერაციებს ვატარებთ?
🔹 ლაპაროსკოპიული ოპერაციები – მცირე ჭრილობებით ჩატარებული ქირურგიული ჩარევები, რომლებიც იძლევა პათოლოგიის მკურნალობის შესაძლებლობას მინიმალური ტრამვით:
🔹 ჰისტეროსკოპია – საშვილოსნოს ღრუს ენდოსკოპიური გამოკვლევა და ერთდროული მკურნალობა:
🔹ოპერაციები ღია წესით- საშვილოსნოს ამპუტაცია (ჰისტერექტომია) – მიომექტომია, კეთილთვისებიანი ან საშიში პათოლოგიების არსებობისას
🔹 ჩირქოვანი ქირურგია- მცირე მენჯის ღრუს ორგანოების ჩირქოვან-სეპტიური გართულებები-მილის დაჩირქება-პიოსალპინქსი, საკვერცხის და მილის ჩირქოვანი პროცესი-ტუბოოვარიული აბსცესი, პერიტონიტი
🔹ვაგინალური მიდგომით სასქესო ორგანოების პროლაფსისა და შარდის შეუკავებლობის ქირურგიული მკურნალობა – პაციენტის ცხოვრების ხარისხის გასაუმჯობესებლად
ქირურგიული ჩარევის აუცილებლობა არსებობს, როდესაც:
უპირატესობები ჩვენს კლინიკაში:
✔ უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი საოპერაციო ბლოკი
✔ გამოცდილი ქირურგ-გინეკოლოგების გუნდი
✔ თანამედროვე, ნაკლებად ტრავმული ოპერაციული ტექნნოლოგიები
✔ პოსტოპერაციული მეთვალყურეობა და რეაბილიტაცია ერთ სივრცეში
✔ ინდივიდუალური მიდგომა პაციენტის ასაკის, მდგომარეობისა და სამომავლო გეგმების მიხედვით