ალერგოლოგია, ეს არის მედიცინის დარგი, რომელიც სწავლობს ალერგიული დაავადებების გამომწვევ მიზეზებს, მართვას, მკურნალობას და პროფილაქტიკას. ალერგოლოგია იკვლევს, თუ როგორ რეაგირებს იმუნური სისტემა სხვადასხვა ნივთიერებებსა და მის გამომწვევ ალერგიულ რეაქციებზე.
ალერგიული რეაქციები ვითარდება მაშინ, როდესაც იმუნური სისტემა მიიჩნევს, რომ უვნებელი ნივთიერებები, რომლებიც ცნობილია როგორც ალერგენები, საფრთხეს წარმოადგენენ ჩვენი ორგანიზმისთვის. საერთო ალერგენებს მიეკუთვნება: მედიკამენტები, საკვები, ყვავილის მტვერი, მტვრის ტკიპები, ცხოველების ქერცლი და ა.შ.
ალერგოლოგი არის სპეციალისტი, რომელიც სპეციალიზებულია ალერგიისა და იმუნოლოგიური დარღვევების იდენტიფიცირებასა და დიაგნოსტირებაში. ალერგოლოგი აფასებს პაციენტის მდგომარეობას, ატარებს გამოკვლევებს, ტესტებს, რათა დადგინდეს კონკრეტული ალერგენები, რომლებიც იწვევენ პაციენტის სიმპტომებს.
დიაგნოზის საფუძველზე ალერგოლოგი ირჩევს მკურნალობის ინდივიდუალურ სქემას. მკურნალობა შეიძლება მოიცავდეს ალერგენის თავიდან აცილების სტრატეგიებს, მედიკამენტებით მართვას და ა.შ.
ალერგიის სიმპტომებია:
ბოჭორიშვილის კლინიკაში მიმდინარეობს სხვადსხვა ალერგიული დაავადების მართვა, მკურნალობა, ესენია:
ბრონქული ასთმა
ურტიკარია (ე.წ. ჭინჭრის ციება)
ანგიონევროზული შეშუპება (კვინკეს შეშუპება)
ატოპიური დერმატიტი
წამლისმიერი ალერგია
კვებითი ალერგია
მედიკამენტური ალერგია
ალერგია მწერის ნაკბენზე და მზეზე
ჩვენს კლინიკაში ტარდება სპეციფიკური ალერგოლოგიური გამოკვლევები:
კანის სინჯები
სპეციფიკური IgE-ანტისხეულების განსაზღვარა-კვებით და რესპირატორულ ალერგენებზე
სპირომეტრია
თუ გაწუხებთ ალერგიის სიმპტომები, ნუ დააყოვნებთ-დროული დიაგნოსტიკა და მკურნალობა მნიშვნელოვანია სრულფასოვანი ცხოვრებისთვის