ჰაერის დაბინძურება და ფილტვის ფუნქციური ტესტების მნიშვნელობა რესპირატორული ჯანმრთელობის შეფასებაში
ყოველღიურად, როდესაც ვსუნთქავთ ჩვენს ორგანიზმში ნაწილაკებისა და მოლეკულების უხილავი ქარიშხალი აღწევს, რას საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ ჩვენს ფილტვებს არამედ მთელ ორგანიზმს. თუმცა, ოდესმე დაფიქრებულხართ სუფთა ჰაერის მნიშვნელობაზე? როგორც თქვენი ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის მნიშვნელოვან განმსაზღვრელ ფაქტორზე.
ჰაერის დაბინძურება მნიშვნელოვან საფრთხეს წარმოადგენს და ყველა რისკ-ფაქტორს შორის სიკვდილიანობის ერთ-ერთი მთავარ შემთხვევაა. ჯანმო-ს შეფასებით, გლობალურად, ჰაერის დაბინძურება წელიწადში დაახლოებით 7 მილიონი ნაადრევი სიკვდილის მიზეზია გულის იშემიური დაავადებით, ინსულტით, ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადებით და ფილტვის კიბოთი.
სუნთქვა მომავლისთვის
წარმოიდგინეთ საკუთარი თავი ექიმის ადგილას, როდესაც შეხვდებით ახალგაზრდა გოგონას, რომელიც ხშირად იტანჯება ასთმური შეტევებით. როდესაც მისი სამედიცინო ისტორიის შეგროვების გზას იწყებთ ხვდები, რომ ამ ამბავში შესაძლებელია უფრო მეტი რამ იყოს , ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს. შეიძ₾ება თუ არა, რომ ჰაერის დაბინძურება იყოს, ძირითადი რისკ-ფაქტორი, რომელიც გასათვალისწინებელია პაციენტის შეფასებისას? რა დამატებით კითხვებს დაუსვავდით? რას ურჩევდით მას რისკის შესამცირებლად?
რადგან ჰაერის დაბინძურების დონე ძალიან მაღალია თბილისსა და სხვა ქალაქებში საჭიროა მოვახდინოთ ფილტვის ფუნქციური ტესტების ჩატარება, რათა მოხდეს დაავადების ადრეულ სტადიაზე გამოვლენა და გართულების თავიდან აცილება.
ავტორი: ანი მოსეშვილი - აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის კლინიკის პულმონოლოგ-
ჰაერის დაბინძურება ერთ-ერთ მნიშვნელოვან რისკ-ფაქტორად მიიჩნევა რესპირატორული სისტემის ქრონიკული დაავადებების განვითარებისა და პროგრესირების თვალსაზრისით. მრავალრიცხოვანი კვლევებით დადასტურებულია, რომ დაბინძურებული ჰაერის ქრონიკულ ზემოქმედებას შეუძლია მნიშვნელოვნად შეამციროს ფილტვის ფუნქციური მაჩვენებლები, რაც ადვილად გამოვლენილია ფილტვის ფუნქციური კვლევებით
რატომ მცირდება ფილტვის ფუნქცია დაბინძურებულ გარემოში
თბილისის ცენტრალურ უბნებში, როგორიცაა დიდუბე, წერეთელი, ვარკეთილი და აღმაშენებლის გამზირი, ჰაერის დაბინძურების მაჩვენებლები ხშირად აღემატება ჯანმოს რეკომენდებულ ზღვარს. სწორედ ამ რაიონებში მცხოვრები მოსახლეობა უფრო ხშირად მიმართავს ექიმს შემდეგი სიმპტომებით:
ამ პირებს ჩატარებული ფილტვის ფუნქციური ტესტების შედეგად ხშირად აღენიშნებათ:
ხელმისაწვდომობა თუ სად ჩავიტაროთ ფილტვის ფუნქციური ტესტები (სპირომეტრია, ფილტვის მოცულობა, დიფუზია CO/he) შესაძლებელია აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის კლინიკაში. ფილტვის ფუნქციური ტესტები გვაძლევს საშუალებას, მოვამზადოთ არა მხოლოდ ინდივიდუალური ჯანმრთელობის მდგომარეობა, არამედ გარემოს გავლენის მასშტაბიც. ეს კავშირი განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს საზოგადოებრივი ჯანდაცვის დაგეგმვისას — განსაკუთრებით ურბანულ ცენტრებში, სადაც დაბინძურება და ფილტვის ფუნქციის დარღვევები თანმიმდევრულად იზრდება.
ავტორი: ანი მოსეშვილი - პულმონოლოგ-ფთიზიატრი.