რატომ მწვავდება ნაწლავური ინფექციები განსაკუთრებით ზაფხულის პერიოდში?
ზაფხული, კურორტები და ნაწლავური ინფექცია
მწვავე ნაწლავური ინფექციები განსაკუთრებით წლის ცხელ პერიოდში - ხშირი მიმართვიანობის მიზეზია ექიმ-ინფექციონისტთან, შედარებით უფრო გართულებულ შემთხვევბში პაციენტები გადაუდებელ სტაციონარულ დახმარებასაც კი საჭიროებენ. თუ რატომაა ყველაზე მწვავე პერიოდი ზაფხული და რამდენად ხშირად მიმართავენ ექიმ სპეციალისტს პაციენტები, გვპასუხობს აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის კლინიკის ინფექციონისტი ხატია ხატიაშვილი.
აქტუალური მწვავე ნაწლავური ინფექციები გაზაფხული-ზაფხულის პერიოდში, აშშ-ში ყოველი 6 ადამიანიდან 1 ინფიცირდება ცხელ სეზონზე.
ხელების ჰიგიენა ჭამის წინ და შემდეგ, საპირფარეშოთი სარგებლობის, ცხოველებთან კონტაქტის და უმ ხორცთან კონტაქტის შემდეგ;
ბოსტნეულის და ხილის სათანადოდ გასუფთავება გამდინარე წყლით;
ქუჩის საკვების მიღებიდან თავის შეკავება;
გამოვიყენოთ თერმულად კარგად დამუშვებული საკვები, არ მივიღოთ არაპასტერიზებული რძე, ან რძის პროდუქტები;
თავი შევიკავოთ კონტაქტისგან იმ პირებთან, რომლებსაც აქვს მწვავე ნაწლავური ინფექცია.
დაავადების დიაგნოსტირება და სწორი მართვა ხდება ექიმი-ინფექციონისტის მიერ ამბულატორიულ, ან საჭიროების შემთხვევაში სტაიცონარულ პირობებში, ამიტომ მნიშვნელოვანია სიმპტომების გახანგრძლივების შემთხვევაში დროული მიმართვა სპეციალისტთან, დიაგნოზის დროული ვერიფიცირება, რაც თავიდან აგვარიდებს ინფექციის მძიმე გართულებებს.
ავტორი: ხატია ხატიაშვილი - ინფექციონისტი