არითმია ბავშვებში – რა უნდა იცოდეთ მშობლებმა
ინტერვიუ ბავშვთა კარდიო-რევმატოლოგ - ნინო ჯობავასთან
რა არის არითმია და რამდენად ხშირია ეს პრობლემა ბავშვთა ასაკში?
არითმია გულის ცემის რითმულობის დარღვევაა, როდესაც გულისცემა ან ძალიან სწრაფია, ან ძალიან ნელი, ან არათანაბარი. ბავშვთა ასაკში არითმიის განვითარების პროცენტული მაჩვენებელი შედარებით დაბალია, თუმცა არსებობს ფორმები , რომლებიც შესაძლოა საყურადღებო ან სიცოცხლისათვის საშიში აღმოჩნდეს . ხშირ შემთხვევაში კი არითმია კეთილთვისებიანი ფორმით მიმდინარეობს და დროთა განმავლობაში ქრება.
რომელი ბავშვები არიან უფრო მეტად რისკის ქვეშ?
ბავშვთა ასაკში არითმიების განვითარების რისკი მაღალია გულის თანდაყოლილი მანკების , გენეტიკური სინდრომებისა და ინფექციურ -ანთებითი პროცესების დროს , ასევე ვეგეტატიური ნერვული სისტემისა და ჰორმონალური დისბალანსის დროს.
რა ტიპის არითმიები გვხვდება ბავშვებში?
პირობითად რამდენიმე ძირითადი ჯგუფი არსებობს:
როგორ შეიძლება მშობელმა შეამჩნიოს, რომ ბავშვს არითმია აქვს?რა სიმპტომებით ხასიათდება არითმია?
სიმპტომები სხვადასხვაგვარია:
როგორ ხდება არითმიის დიაგნოსტიკა ბავშვებში?
როგორია მკურნალობის ტაქტიკა?
. არითმიების ნაწილი განსაკუთრებულ მედიკამენტურ ჩარევას არ საჭიროებს და ასაკის
მატებასთან ერთად ქრება.
მართალია, რომ ჰელმინთოზი შეიძლება არითმიის გამომწვევი იყოს?
პირდაპირი კავშირი არ არსებობს, თუმცა არაპირდაპირ , ჰელმინთოზით გამოწვეული ანემიის, ინტოქსიკაციის, ვეგეტატიური ნერვული სისტემის დისბალანსის და ალერგიული რეაქციების ფონზე, შეიძლება ხელი შეუწყოს სინუსური არითმიის გამოვლინებას.
რა უნდა გააკეთოს მშობელმა, თუ ეჭვი აქვს, რომ ბავშვს არითმია აქვს?
მშობელმა არ უნდა უგულებელყოს სიმპტომები ,საჭიროა:
პროგნოზი დამოკიდებულია არითმიის ტიპსა და დროულ დიაგნოსტიკაზე.
დაგვიტოვეთ კომენტარებში,რა ჩივილები ,როგორი სახის არითმია ქონდა თქვენს შვილს, რომელი დიაგნოსტიკური კვლევები და რა სახის მკურნალობა ჩაუტარეთ მას, თქვენი გამოცდილება სხვა მშობლებსაც დაეხმარება.