• 05 11 2018
    • 3299 ნახვა
    აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის კლინიკაში ზოგადი და გადაუდებელი ქირურგიის დეპარტამენტი გაიხსნა!

    აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის კლინიკაში ზოგადი და გადაუდებელი ქირურგიის დეპარტამენტი გაიხსნა!

    ზოგადი და გადაუდებელი ქირურგიის დეპარტამენტში პრიორიტეტულ ადგილს იკავებს ოპერაციების შესრულება მცირეინვაზიური, ლაპარასკოპიული ტექნიკითა და მეთოდით.
    დეპარტამენტი დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციურ პროფესიონალთა გუნდით და აღჭურვილია ბოლო თაობის, უახლესი აპარატურით.

    კლინიკაში ლაპარასკოპიული მიდგომით სრულდება ნებისმიერი სირთულის მწვავე, ასევე გეგმიური ოპერაციები:
    • ლაპარასკოპიული ქოლეცისტექტომია;
    • ლაპარასკოპიული ჰემიკოლექტომია (მარჯვენამხრივი , მარცხენამხრივი);
    • სიგმური ნაწლავის რეზექცია ლაპარასკოპიული მეთოდით;
    • წვრილი ნაწლავის რეზექცია;
    • ლაპარასკოპიული სპლენექტომია;
    • სხვადასვა ჩარევები ღვიძლზე;
    • ლაპარასკოპიული აპენდექტომია;
    • სანაღვლე გზების დრენირება ლაპარასკოპიული მეთოდით;
    • ლაპარასკოპიული ულცერორაფია;
    • ლაპარასკოპიული დუოდენორაფია;
    • რეტროპერიტონიალური სივრცის სხვადასხვა ქირურგიული პათოლოგიები

    ლაპარასკოპიული ოპერაციები ტარდება ასევე ონკოლოგიური დაავადებების შემთხვევაში:

    • მარჯვენამხრივი ან მარცხენამხრივი ჰემიკოლექტომია;
    • სწორი ნაწლავის წინარეზექცია;
    • სწორი ნაწლავის ექსტრიპაცია;
    • კუჭის რეზექცია, გასტრექტომია ლაპარასკოპიული მეთოდით

    ლაპარასკოპიული ჰერნიოპლასტიკა:

    • თიაქარპლასტიკა საყლაპავის თიაქრის დროს;
    • თიაქარპლასტიკა ვენტრალური თიაქრის დროს;
    • თიაქარპლასტიკა საზარდულის თიაქრის დროს

    ლაპარასკოპიული მიდგომები გულმკერდის ქირურგიაში:

    • თორაკოსკოპიები;
    • ლაპარასკოპიული ლობექტომია;
    • ლაპარასკოპიული პულმონექტომია